Tag Archives: #ელექტრომანქანა

ილონ მასკის განცხადებით, პირველ CyberTruck-ს ოთხი ძრავა ექნება

2022 წელს, პირველი CyberTruck-ის საწარმოო ხაზში ჩაშვებას უამრავი ჩვენგანი ელოდება. ყველას გვაინტერესებს, თუ რა იქნება მასში ისეთი განსაკუთრებული, რამაც მისი წარმოების პერიოდი ასე ძლიერ გაახანგრძლივა. შესაბამისად, დროდადრო ისეთ სიახლეებსაც ვიგებთ, რაც ჩვენს ავტომოყვარულ ცნობისმოყვარეობას მცირედით, თუმცა მაინც აკმაყოფილებს. როგორც ცნობილი ამერიკელი მილიარდერი, Tesla-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი იუწყება, პირველ CyberTruck-ებს 4 ძრავა ექნება. მისი განმარტებით, ამგვარად ავტომობილს შეეძლება, ...

Read More »

ელექტრომობილებზე სრულად გადასვლა ევროკავშირში ნახევარ მილიონ სამუშაო ადგილს შეიწირავს

ევროკავშირის მიერ 2035 წლისთვის შიდაწვისძრავიანი მანქანების აკრძალვა ნახევარ მილიონ სამუშაო ადგილს საფრთხეს შეუქმნის. ამის შესახებ ევროპის ავტომობილების მიმწოდებელთა ასოციაციის, Clepa-ს გამოკითხვის შედეგების ანგარიშში წერია, რასაც სააგენტო Bloomberg ავრცელებს. Clepa-მ გამოკითხვა, თითქმის, 100 კომპანიას შორის ჩაატარა და დაასკვნის, რომ 2035 წლის დადგომამდე დარჩენილ 5 წელიწადში სამუშაო ადგილების ორ მესამედზე მეტი გაქრება, რაც მასობრივი უმუშევრობის „სოციალური და ეკონომიკური ზემოქმედების შედეგების“ შემსუბუქებას გაართულებს. ...

Read More »

ელექტრომობილების ელემენტები ბოლო 10 წელიწადში 90%-ით გაიაფდა

Green Car Congress-ის ექსპერტებმა ჩაატარეს კვლევა და გაარკვიეს, რომ მიუხედავად საავტომობილო ინდუსტრიაში არსებული სირთულეებისა, რომელიც პანდემიამ გამოიწვია, ბოლო 10 წელიწადში ელექტრომობილების ელემენტების ღირებულება 90%-ით არის შემცირებული. თუ 2010 წელს კვტს ლითიუმ იონის ელემენტის ფასი 1200 დოლარი იყო, ამ დროისთვის მისი ფასი მხოლოდ 132 დოლარია. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ტენდენცია სამომავლო პერსპექტივაში გაათანაბრებს ელექტრომობილებისა და შიგაწვისძრავიანი ავტომობილების ფასს. მიუხედავად მიკროჩიპების დეფიციტისა ...

Read More »

Xiaomi-ს ახალ ქარხანაში, ყოველ წელს, 300 ათასი ელექტრომანქანა აიწყობა

Tesla-ს საგრძნობი წარმატების შემდეგ, ელექტრომანქანების წარმოება თითქმის ყველა ავტომწარმოებელმა დაიწყო, მაგრამ, რაც ყველაზე საინტერესოა, მათ არც წვრილი სამომხმარებლო ტექნიკის მწარმოებლები ჩამორჩნენ. Xiaomi ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა, რომელმაც ელექტრომანქანების ბიზნესში შესვლა ჯერ კიდევ მარტში დააანონსა, როცა განაცხადა, რომ მომავალ 10 წელიწადში, ამ ინდუსტრიაში, კომპანია $10 მილიარდს დააბანდებდა. შედეგმაც არ დააყოვნა, განცხადებიდან მალევე, Xiaomi-მ თვითმართვად ტექნოლოგიაზე მომუშავე სტარტაპი DeepMotion-ი შეიძინა, $77.3 მილიონად. ახლა კი, ...

Read More »

ნორვეგიას მსოფლიოში პირველი ელექტრო კონტეინერმზიდი ჰყავს

ნორვეგიამ წყალში მსოფლიოში პირველი, მთლიანად ელექტრო და ავტონომიური მართვის სატვირთო გემი ჩაუშვა, რაც Agence France-Presse (AFP) შეფასებით, „მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური გარღვევა და ეკოლოგიაში შეტანილი მცირე წვლილია.“ კონტეინერმზიდ Yara Birkeland-მა ნორვეგიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პორსგრუნის ქარხნიდან, დაახლოებით, 10 კილომეტრით დაშორებულ ბრევიკის პორტამდე სასუქით დატვირთული 120-მდე კონტეინერი გადაზიდა. ამით სატვირთო ავტომობილებით გადატანის 40 000 დამაბინძურებელი რეისი თავიდან იქნა აცილებული. „რა თქმა უნდა, იყო სირთულეები ...

Read More »

ელექტრომობილების ინდუსტრიის განსავითარებლად ავტომწარმოებლები 515 მლრდ დოლარს დახარჯავენ

ავტორიტეტული გამოცემა Reuters-ის გათვლებით, მომდევნო ათი წლის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე მომუშავე ავტომწარმოებლები წიაღისეული საწვავიდან ელექტრომობილებზე გადასვლის პროცესის ხელშეწყობისათვის ჯამურად 515 მილიარდ აშშ დოლარს გაიღებენ. დეკარბონიზაციის მიზნების მისაღწევად და ელექტროძრავების ელემენტების შესაქმნელად უმსხვილესი ავტომწარმოებლები მზად არიან, საკუთარი საწარმოო პოლიტიკა შეცვალონ და ამისათვის კოლოსალური ოდენობის თანხებიც გაიღონ. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ღირებულებით ყველაზე დიდი ავტომწარმოებლისა და ელექტრომობილების პიონერის, Tesla-ს საბაზრო კაპიტალის ღირებულება ...

Read More »

თურქეთი პირველი ელექტრომატარებლის წარმოებას გეგმავს

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ადილ ყარაისმაილოღლუს განცხადებით, თურქეთის პირველი შიდაწარმოების  ელექტრომატარებლის სამუშაოები დასრულებულია. ელექტრომატარებლის საპროექტო სიჩქარე 176კმ/სთ, ხოლო ოპერატიული სიჩქარე 160კმ/სთ–ია. „ელექტრომატარებელი ძალიან მალე იქნება ჩვენი მოქალაქეების სამსახურში“, – აღნიშნა ყარაისმაილოღლუმ. თურქეთის მთავრობამ 2003–2020 წლებში სარკინიგზო სფეროში $21.2 მილიარდის ინვესტირება განახორციელა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა ინტენსიურად მუშაობს იმისათვის, რომ რკინიგზა მთლიანად ელექტროსიგნალით აღჭურვოს. ურბანული სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებაზე საუბრისას ყარაისმაილოღლუმ ...

Read More »

Tesla-ს ავტომობილების განბლოკვის აპლიკაციის გათიშვამ ასობით მძღოლი უმანქანოდ დატოვა

Tesla-ს ავტომობილების ასობით მფლობელი, რამდენიმე საათის განმავლობაში, მანქანის გამოყენებას ვერ ახერხებდა. მიზეზი იმ აპლიკაციის დროებითი გათიშვაა, რომლითაც ავტომობილების მთელი კომპიუტერული სისტემის მართვაა შესაძლებელი, – ამის შესახებ BBC წერს. შეფერხების განმავლობაში, 500-მდე მძღოლმა დაწერა სოციალურ ქსელში პრობლემის შესახებ. ილონ მასკმა, ამ პოსტების პასუხად, Twitter-ზე დაწერა: „ვამოწმებთ“. დაახლოებით 5 საათის შემდეგ, აპლიკაცია კვლავ ამუშავდა. „ბოდიშს გიხდით. მივიღებთ ზომებს, რომ ეს აღარ განმეორდეს“, – ...

Read More »

შოტლანდიაში ელექტროდამტენების ქსელი მწყობრიდან გამოვიდა და მძღოლებს კოლოსალური გადასახადები მიუვიდათ

მთელი შოტლანდიის მასშტაბით, ასობით მძღოლმა აღმოაჩინა, რომ ავტომობილების დამუხტვის საფასურს იმაზე გაცილებით მეტს სთხოვდნენ, ვიდრე, რეალურად, უნდა გადაეხადათ, – ამის შესახებ BBC წერს. მაგალითისთვის, ერთ მძღოლს, ავტომობილის 16 წუთით დატენვის შემდეგ, სისტემამ აცნობა, რომ 3 ათას ფუნტზე მეტი ჰქონდა გადასახდელი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ChargePlace Scotland-ში, რომელიც ქსელს მართავს, ტექნიკური ხარვეზი იყო და მძღოლებს ზედმეტი თანხის გადახდა არ მოუწევთ.

Read More »

ავტომწარმოებლები ელექტრომობილების განვითარებაზე ნახევარ ტრილიონ დოლარს დახარჯავენ

„როიტერის“ მიერ ჩატარებული ანალიზი აჩვენებს, რომ მსოფლიოს ავტომწარმოებლები, ელექტრომობილების და მათი შესაბამისი ინფრასტრუქტურის, მათ შორის, აკუმულატორების წარმოებისთვის, 2030 წლამდე ჯამში დაახლოებით 500 მილიარდ დოლარს დახარჯავენ. „როიტერის“ მიერ, სამი წლის წინათ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ იმავე პერიოდში, კომპანიები ელექტრომობილების და შესაბამისი ტექნოლოგიების განვითარებისთვის, 300 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავდნენ. გამოცემის მიერ შესწავლილი სხვადასხვა ინფორმაციის ანალიზი აჩვენებს, რომ მომდევნო 5-10 წელიწადში, ავტოკომპანიები ელექტრომობილების ...

Read More »