Tag Archives: სოკარი

აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

აზერბაიჯანული “სოკარი” რუსულ “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს

როგორც ცნობილი გახდა, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია რუსულ კომპანიასთან ყიდვა-გაყიდვის შეთანხმების ხელმოწერაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ დღეისათვის არ არის საუბარი იმაზე, რომ აზერბაიჯანმა რუსულ გაზზე უარი თქვას. „თუ რუსული მხარის წინადადებები აზერბაიჯანულ მხარეს არ დააკმაყოფილებს, შეთანხმებას ხელს არ მოვაწერთ. აზერბაიჯანს აქვს გაზი, მაგრამ ჩვენ დაგვჭირდება დამატებითი მოცულობები. ეს თანამშრომლობა დამოკიდებული იქნება სავარაუდო ფასებზე, რას შემოგვთავაზებს რუსული მხარე“, – აცხადებენ „SOCAR“-ში. ...

Read More »
სოკარმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 16%-ით შეამცირა

სოკარმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 16%-ით შეამცირა

მიმდინარე წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარმა“ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 16%-ით შეამცირა. “სოკარის” ინფორმაციით, 2015 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში გაზსადენით 14 მილიონ 549,129 ათასი ტონა აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა. 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 2 მილიონ 727,342 ათასი ტონით შემცირდა. 2014 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში გაზსადენის საშუალებით ნავთობის ექსპორტის მოცულობამ 17 მილიონ 276,471 ათასი ტონა შეადგინა. მიმდინარე წლის ოქტომბერში კი 1 ...

Read More »
ამერიკელი ექსპერტები „გაზპრომთან“ მოლაპარაკებაზე

ამერიკელი ექსპერტები „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებაზე

„საქმე გვაქვს მინისტრის შეხვედრასთან კომპანიის დირექტორთან, რაც ალექსეი მილერისთვის შეუფერებლად მაღალი დონეა… უპრიანი იქნებოდა „გაზპრომს“ საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელი შეხვედროდა“- აცხადებს “გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებაზე ამერიკელი ექსპერტი ედუარდ ჩოუ ედვარდ ჩოუ, რომელსაც “ამერიკის ხმა” სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში შეხვდა, ენერგოუსაფრთხოების  სპეციალისტია. სხვათა შორის, ის მონაწილეობას იღებდა მოლაპარაკებებში, რომლის შედეგადაც საქართველო და აზერბაიჯანული მხარე ბუნებრივი აირის მიწოდებაზე შეთანხმდნენ. ედვარდ ...

Read More »
ბიძინა ივანიშვილი: საქართველომ, რომ გაზი რუსეთისგან იყიდოს ეს კრიმინალი არ არის

ბიძინა ივანიშვილი: საქართველომ, რომ გაზი რუსეთისგან იყიდოს ეს კრიმინალი არ არის

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ რუსული გაზი საქართველომაც იყიდოს.ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, რუსული გაზით მარაგდება მთელი ევროპა და ამაში უჩვეულო არაფერია. „რუსული გაზით დღეს მთელი ევროპა მარაგდება და საქართველომ რომ იყიდოს, ამაში არავითარი კრიმინალი არ არის. იმაში, რომ ბაზარი შეიძლება დივერსიფიცირებული იყოს და ჩვენ ბიზნესმენებს მივცეთ უფლება, გაზი დამატებით იყიდონ, ცუდს ვერაფერს ვხედავ. ...

Read More »
სოკარს პრობლემა აქვს არა მოსახლეობის არამედ კომერციული სექტორის გაზმომარაგებაში

სოკარს პრობლემა აქვს არა მოსახლეობის არამედ კომერციული სექტორის გაზმომარაგებაში

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, კომპანია “სოკარს” ბუნებრივი აირით მოსახლეობის მომარაგების პრობლემა არ აქვს, მაგრამ დამატებითი კომერციული მოცულობის შემოტანის შესაძლებლობა არ გააჩნია. როგორც კალაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ აღნიშნულის გამო მიმდინარეობს მოლაპარაკებები “გაზპრომთან”. “სოკარს” პრობლემა არ აქვს მიაწოდოს ბუნებრივი აირი მოსახლეობას და უზრუნველყოს სრულიად. რაც შეეხება დამატებით კომერციულ მოცულობებს, გასული წლების განმავლობაშიც შემოგქონდა დამატებითი კომერციული გაზი რუსეთიდან, ...

Read More »
აზერბაიჯანი თითქმის სრულად აკმაყოფილებს საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას

აზერბაიჯანი თითქმის სრულად აკმაყოფილებს საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას

„SOCAR Georgia“-ს გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს შეუძლია და თითქმის სრულად აკმაყოფილებს საქართველოს მოსახლეობისთვის საჭირო რაოდენობის გაზის მიწოდებას. აზერბაიჯანული ინტერნეტ გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, „სოკარის“ დირექტორი ამ განცხადებით საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საქართველოში ყოველწლიურად იზრდება მოხმარებული გაზის რაოდენობა, რისთვისაც აზერბაიჯანული მხარის მიერ მოწოდებული რაოდენობა, საკმარისი არ არის და სწორედ ამიტომ აწარმოებს „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს. გამოცემა ...

Read More »
სასაცილოა იმაზე მსჯელობა, რომ „სოკარის“ „გაზპრომით“ ჩანაცვლება მოხდეს

სასაცილოა იმაზე მსჯელობა, რომ „სოკარის“ „გაზპრომით“ ჩანაცვლება მოხდეს

ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ენერგეტიკულად საქართველო რუსეთზე დამოკიდებული არ უნდა გახდეს, მაგრამ ამასთან, მისი თქმით, „გაზპრომთან“ ურთიერთობა გარდაუვალია. როგორც ლაგაზიძემ განაცხადა, საქართველოს დიდი შესაძლებლობები და პერსპექტივები გააჩნია იქიდან გამომდინარე, რომ ირანს სანქციები მოეხსნა. „ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველო განიხილება, როგორც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო და საინვესტიციო პოტენციალის ქვეყანა, ისევე, როგორც ირანის მხრიდან. სანქციების მოხსნის შემდეგ ირანს თავისი გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირების ახალი ...

Read More »
კახა კალაძე: სოკარი და გაზპრომი რომ თანამშრომლობს, ეს ჩვენც ვიცით

კახა კალაძე:სოკარი და გაზპრომი რომ თანამშრომლობს ეს ჩვენც ვიცით

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე პრემიერი კახა კალაძე “სოკარსა” და “გაზპრომს” შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს, – ამის შესახებ კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “სოკარსა” და “გაზპრომს” შორის გაფორმუბულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. “სოკარი” და “გაზპრომი” რომ თანამშრომლობს, ეს ჩვენც ვიცით. არაერთხელ ყოფილა მათი შეხვედრები. ექსპორტიორი ქვეყნებიც კი ახორციელებენ გაზის იმპორტს. აკეთებენ ხელშეკრულებებს, ეს ნორმალური პროცესია. ამასთან დაკავშირებით მე ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: აზერბაიჯანის გაზის ჩანაცვლებაზე საუბარი არ მიმდინარეობს

ირაკლი ღარიბაშვილი: აზერბაიჯანის გაზის ჩანაცვლებაზე საუბარი აბსურდია

პრემიერის ინფორმაციით, აზერბაიჯანის გაზის ჩანაცვლებაზე საუბარი არ მიმდინარეობს. ირაკლი ღარიბაშვილი მოუწოდებს ყველას, აღნიშნულთან დაკავშირებით სპეკულაციები შეწყვიტონ. მისი თქმით, ეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას აზიანებს. რაც შეეხება აზერბაიჯანის პრეზიდნეტთან შეხვედრას პრემიერის თქმით, ალიევთან ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე იმსჯელეს. „ვთხოვ ყველას, რომ ამ საკითხის ირგვლივ სპეკულაციები დასრულდეს, რადგან ეს აზიანებს ზოგადად ჩვენ ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს. აზერბაიჯანთან სტრატეგიული ურთიერთობები ...

Read More »
გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებების მიზანია ის, რომ კომპანიებმა შეძლონ ალტერნატიული წყაროებიდან ბუნებრივი აირის მიღება

“გაზპრომთან” მოლაპარაკებების მიზანი ბუნებრივი აირის მიღების ალტერნატივაა

კომერციული ბაზარი არის დერეგულირებული და ნებისმიერ კომპანიას აქვს შესაძლებლობა, მისთვის ხელსაყრელ ფასად შემოიტანოს ბუნებრივი აირი , – ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა. კითხვაზე, რა ეტაპზეა მოლაპარაკებები “გაზპრომთან” და როდის გაიმართება მორიგი შეხვედრა, კალაძემ აღნიშნა, რომ ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რასთან დაკავშირებითაც მან უკვე ისაუბრა. “თუ როდის იქნება მომავალი შეხვედრა, როცა გვეცოდინება ამასთან დაკავშირებითაც მოგახსენებთ”, – განაცხადა ...

Read More »