Tag Archives: #გაზი

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო ევროკავშირის ქვეყნებს ურჩევს, ბუნებრივი აირი ეკონომიურად მოიხმარონ

ევროკავშირის ქვეყნებს ურჩევენ, ბუნებრივი აირი ეკონომიურად მოიხმარონ. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ანგარიშში, რომელიც კვარტალში ერთხელ ქვეყნდება. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ევროკავშირში 9-13 პროცენტით უნდა შეამცირონ ბუნებრივი აირის მოხმარება, რათა 2022 წლის ნოემბერში რუსეთის მიერ ევროპაში გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტის შემთხვევაში, საცავებში არსებული მარაგი არ ამოიწუროს. სააგენტოს გათვლებით, თუ ევროკავშირის ქვეყნები შეძლებენ ბუნებრივი აირის მოხმარების 13 პროცენტით შემცირებას, მაშინ საცავებში ბუნებრივი ...

Read More »

ევროპაში შესაძლოა, კასპიის გაზის რესურსების ტრანსპორტირება დაჩქარდეს

კასპიის გაზის რესურსების ევროპულ ბაზრებზე ტრანსპორტირება შესაძლოა დაჩქარდეს, იმ შემთხვევაში, თუ ენერგეტიკული კრიზისი კიდევ გაღრმავდება, განაცხადა Yeni Şafak-ის მიმომხილველმა ერდალ ტანას კარაგოლმა. „თუ რუსეთსა და ევროპას შორის გაზის კრიზისი კიდევ გაღრმავდება, ანუ გაიზრდება ევროპის ქვეყნების მოთხოვნა სამხრეთ გაზის დერეფანზე, კასპიის ზღვის გაზის რესურსების ევროპულ ბაზრებზე ტრანსპორტირება შესაძლოა, დაჩქარდეს. ცხადია, რომ სამხრეთ გაზის დერეფანს ევროპის ქვეყნებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ...

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

თურქმენეთი გაზის გამათხევადებელ დანადგარს ყიდულობს

თურქმენეთის სახელმწიფო კონცერნი Turkmengaz-ი აპირებს შეიძინოს მოწყობილობა, რომელიც ქვეყანას დაეხმარება გათხევადებული გაზის წარმოებაში. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გაზეთმა „ნეიტრალური თურქმენეთი“ დაწერა. გამოცემის ცნობით, მინისტრთა კაბინეტის წევრმა შაჰიმ აბრდახმანოვმა კაბინეტს წარუდგინა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს Turkmengaz-ის მხრიდან მატერიალურ-ტექნიკური დანადგარის შეძენას. „აღნიშნული ხელს შეუწყობს ბაგაჯინის კომპლექსის მხრიდან გაზის გასუფთავებისა და გათხევადებული გაზის წარმოების სიმძლავრის მაქსიმალურ დონეზე გასვლას, რაც თავის მხრივ ხელს ...

Read More »

უკრაინა უარს იტყვის გაზის გასათბობად გამოყენებაზე – ვიტრენკო

უკრაინა აპირებს მომდევნო გათბობის სეზონისთვის მთლიანად უარი თქვას ბუნებრივი აირის გასათბობად გამოყენებაზე. სამაგიეროდ დაიწვება ბიომასა და RDF (მყარი მეორადი საწვავი), რაც რეალურად საყოფაცხოვრებო ნარჩენია. ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ნაფტოგაზის“ გამგეობის ხელმძღვანელმა იური ვიტრენკომ განაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კი focus.ua ავრცელებს. მისი თქმით, ჟიტომირმა ამ მიმართულებით დადებითი გამოცდილება აჩვენა. „ჟიტომირის“ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია ბუნებრივი აირის გათბობიდან გადასვლა, მაგალითად, ბიომასაზე, ნაგავზე, მომდევნო ...

Read More »

„ჩრდილოეთ ნაკადი – 2“ შეცდომა იყო“ – ნიკო ლანგი

„გერმანია რუსულ გაზზე ზედმეტად დამოკიდებული იყო. „ჩრდილოეთ ნაკადი – 2“ შეცდომა იყო და მიხარია, რომ გერმანიამ ეს შეცდომა გამოასწორა“, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკო ლანგიმ ამერიკის ხმასთან ინტერვიუს დროს განაცხადა. გერმანიის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ არტილერიაში გერმანიამ ლიდერის პოზიცია უნდა დაიკავოს. მისი თქმით, თავდაცვის მხრივ გაწეული დახმარება უკრაინისთვის იმაზე კარგია, ვიდრე გერმანიის რეპუტაცია. „გერმანია ...

Read More »
საქართველომ გაზპრომთან შეთანხმებას მიაღწია

პოლონეთმა სანქციების სიაში „გაზპრომ ექსპორტი“ დაამატა

ვარშავამ რუსული კომპანია „გაზპრომ ექსპორტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ დასავლური მედია პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. სამინისტრომ განაცხადა, რომ  კომპანიის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს. ასევე პოლონეთი „გაზპრომ ექსპორტის“ ფინანსურ და ეკონომიკურ აქტივებზე წვდომაზე უარს აცხადებს. მაისის ბოლოდან პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთსა და ნიდერლანდებს, ახალი გადახდის სისტემის მიღებაზე უარის გამო (რუბლებში გადახდა), რუსული გაზი აღარ მიეწოდებათ.

Read More »

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” განცხადებას ავრცელებს

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” განცხადებას ავრცელებს: გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 4 ოქტომბერს „ქუთაისი 1“-ისა და წყალტუბოს გაზგამანაწილებელ სადგურებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 4 ოქტომბერს 04:00დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ წყალტუბოსა და მესხეთის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. კერძოდ, აღნიშნული შეზღუდვა შეეხებათ ქალაქ წყალტუბოსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ფარცხანაყანები, მაღლაკი, თერნალი, უმბრა, ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

ესტონეთი, პირველი იანვრიდან რუსული გაზის იმპორტს ოფიციალურად აკრძალავს

ესტონეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომელის საუძველზეც 2023 წლიდან რუსეთიდან ბუნებრივი აირს აღარ შეისყიდის. აკრძალვა ასევე გავრცელდება ტრანზიტთან, ბუნებრივი აირის იმპორტთან და სადისტრიბუციო ქსელებში ტრანზიტის ან ინექციის მიზნით შესყიდვასთან დაკავშირებულ მომსახურების გაწევაზე. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ აპრილში, ესტონეთის მთავრობამ ქვეყანაში რუსული გაზის იმპორტი 2022 წლის ბოლომდე შეაჩერა. ახლა ეს გადაწყვეტილება უკვე ოფიციალურია. „ჩვენი მიზანია რუსეთზე ზეწოლა, ...

Read More »
აზერბაიჯანული გაზის პირველი მიწოდება ევროპაში 2019 წლის ბოლოსთვის დაიწყება

თურქეთი-ირანის გაზსადენით გაზის ტრანზიტი შეჩერდა

ირანი-თურქეთის მილსადენზე გაზის მიწოდება 2-დან 9 ოქტომბრამდე გეგმიური ტექნიკური და სარემონტო სამუშაოების გამო შეჩერდება. ამის შესახებ თურქეთის სახელმწიფო კომპანია Boru Hatları ile Petrol Taşıma AŞ (BOTAŞ) იტყობინება. კომპანიაში აღნიშნეს, რომ ეს არ იმოქმედებს მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსზე. „გაზსადენზე დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, თურქეთის სატრანსპორტო ქსელს გურბულაკში შესასვლელი პუნქტიდან 8 დღის განმავლობაში გაზი არ მიეწოდება“, – ნათქვამია ანგარიშში.

Read More »

Baltic Pipe-ს მილსადენით დანიიდან პოლონეთში, ნორვეგიული გაზის ტრანზიტი დაიწყო

ახალი ბალტიის მილსადენით გაზის ამოტუმბვა დაიწყო, რომლითაც ნორვეგიული „ლურჯი საწვავი“ დანიის გავლით პოლონეთს მიეწოდება. ამის შესახებ პოლონეთის გაზსადენების ქსელის Gaz-System-ის ოპერატორის პრესსამსახურში აცხადებენ. გავრცელებული ინფორმაციით, გაზსადენის გაშვება დაგეგმილ ვადებში შედგა. „დღეს ისტორიული დღეა! გაზის მიწოდება დაიწყო Baltic Pipe-ით“, – ნათქვამია განცხადებაში. Baltic Pipe-ის დადგმული სიმძლავრე წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრია. გაზსადენის საზეიმო გახსნა 27 სექტემბერს გაიმართა.

Read More »