Tag Archives: #ჰიდრორესურსები

გოლეთიანი: მომდევნო შაბათს ევროკავშირის წარმომადგენლები ჩამოდიან, შეხვედრას ჩვენც დავესწრებით

რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანის თქმით, მომდევნო შაბათს ევროკავშირის წარმომადგენლები ჩამოდიან და შეხვედრაზე თავადაც დაესწრებიან. “მთავრობამ ევროკავშირის გაერთიანებიდან სთხოვეს, რომ მედიაცია გაეწიათ ჩვენსა და მთავრობას შორის, ევროკავშირმა ზუსტად ის პირობები დააყენა, რაც ჩვენ ვამბობთ ვგულისხმობ ბარიკადების აღებას და პოლიციის გასვლას, სამუშაოების შეწყვეტას მთელი ამ დიალოგის პროცესში თუკი დაიწყებოდა ეს დიალოგი. ეს არის დასტური რომ სწორი ნაბიჯები გადავდით აქამდე. აბსოლიტურად თანხვედრაში ...

Read More »

ვარლამ გოლეთიანი: აბსოლუტურად ყველა გზა გადაკეტილია – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ პირისპირ დადგომა მოუწევთ

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. პარალელურად, სოფელ საყულიაში დაკავებული ირაკლი მუკბანიანის ახლობლები და მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები მუკბანიანის გათავისუფლებასა და სხვა პირების მიმართ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას ითხოვენ. მათივე განმარტებით, სოფლის ყველა შესასვლელს გადაკეტავენ იმისთვის, რომ სამართალდამცავებს გადაადგილების უფლება არ მისცენ. „აბსოლუტურად ყველა გზა გადაკეტილია – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ პირისპირ დადგომა მოუწევთ. გვაქვს გზების გადაკეტვის რესურსი. არ ვიცი, რამდენად მოჰყვება ამას ...

Read More »

ენკას დირექტორი: მოვუწოდებ ყველას, არ დავუშვათ დაძაბულობა და ესკალაცია

კომპანია ენკას დირექტორი ნამოხვანჰესის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და მიმდინარე პროტესტის შესახებ რუსთავი 2-თან საუბრობს. როგორც მერაბ ლომინაძე ამბობს, ხეობაში შეინიშნება გარკვეული დაძაბულობა და მისი თქმით, შეკრებილი ადამიანები ხშირ შემთხვევაში პროვოკაციების მოწყობას ცდილობენ “მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთვის წარმოუდგენელია როდესაც მანქანებს აჩერებენ, ჩხრეკენ, ამოწმებენ და მოქალაქეებს არ ეძლევათ გადაადგილების საშუალება. ჩემთვის გასაგები იქნებოდა თუ ეს მიზანმიმართულად იქნებოდა რომელიმე კომპანიის, კერძოდ ჩვენს კომპანიაზე რასაკვირველია, მათ მიმართ ამ შემთხვევაში ...

Read More »

„რასაკვირველია, ჰესების აშენებით ზიანი გარდაუვალია, მაგრამ სარგებელი განუზომლად დიდია“, -ზურაბ ნოღაიდელი

იმის ახსნა, თუ საით მიდის ქვეყანა ეკონომიკურად, მათ შორის, ენერგეტიკულად, ვფიქრობ, უნდა იყოს ძალიან მარტივად შესაძლებელი. შესაძლოა ეს დაგვიანდა კიდეც, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ზურაბ ნოღაიდლი აცხადებს.  მისი თქმით, საქართველომ აუცილებლად უნდა დაისახოს მიზნად ეკონომიკის განვითარების იმ პარამეტრების მიღწევა, რაც სიღარიბის დაძლევის შესაძლებლობას მოიტანს. „ამ პროცესში ყველაზე დიდი როლი ...

Read More »
ჰიდროელექტროსადგურ ”საგურამოჰესის” მშენებლობა დასრულდა

ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესებიდან საქართველო იმპორტში წლიურად $80 მლნ-ზე მეტს ზოგავს

ჰესების შესახებ დავაში ბოლო პერიოდში მცადრი მოსაზრება გავრცელდა, რომლის თანახმადაც ახალი ჰესები არ მუშაობს, მათ მხოლოდ გარემოს მიაყენეს ზიანი და ქვეყნის ენერგობალანსი არ გაუუმჯობესებიათ. რეალობა საპირისპიროა. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პრობლემის მიუხედავად შუახევი ჰესიც მუშაობს, დარიალი ჰესიც და ლარსი ჰესიც. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სეზონური ჰესი 2004 წელს ახმეტაში აშენდა, ხადორჰესში ჩინური ინვესტიცია ჩაიდო. მისი დადგმული სიმძლავრე 24 მეგვატია, 2020 წელს ჰესმა 108 ...

Read More »

თურნავა: მზად ვართ დიალოგისთვის

“ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის და ეს დიალოგი აუცილებლად გაიმართება პროფესიულ საწყისებზე. დიალოგისთვის საჭიროა ორი მხარე. პირველ რიგში, უნდა მოიხსნას ულტიმატუმები, ჩვენი მხრიდანაც მოხსნილია ბევრი საკითხი და ბევრი დათმობაა. ნამახვანს გასცდა ახლა ეს და როდესაც საუბარია, რომ ზოგადად, ჰესების მშენებლობაზე გამოვაცხადოთ მორატორიუმი – 3-5 წელი დასახელდა და ვიმსჯელოთ ერთად ენერგეტიკულ პოლიტიკაზე. ჩვენ მზად ვართ ვიმსჯელოთ, მაგრამ იმ დაშვებით, რომ მეორე მხარეც, ...

Read More »

გოლეთიანი: ველით შესაბამის მომენტს, რომ ჩვენი ბრძოლის წერტილები უფრო გაიშალოს

დედაქალაქიდან რიონის ხეობაში დაბრუნებული ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ საჭიროა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე მეტი ადამიანის მობილიზება, რათა აქციის მონაწილეთა მოთხოვნებმა შედეგი გამოიღოს. „რაც დედაქალაქიდან დავბრუნდით, ვიცით, რომ კომპანია „ენკას“, რიონის ხეობაში, მომარაგებული ჰქონდა ტექნიკაც, საკვებიც და საწვავიც. ამიტომ, ამ მხარეს არაფერი დასჭირვებიათ და საერთოდ არ უმოძრავიათ. იმ რაოდენობით არ ვიყავით მობილიზებულნი, რომ მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გაგვეწია. დღეს ჩვენი თანამებრძოლები ადვილად გადასწიეს გზის სავალი ნაწილიდან ...

Read More »

სანდრო რაქვიაშვილი: მოგვწონს თუ არ მოგვწონს, „ნამახვანჰესის“ კონტრაქტი გაფორმებულია და ის უნდა შევასრულოთ

მოგვწონს თუ არ მოგვწონს, „ნამახვანჰესის“ კონტრაქტი გაფორმებულია და ის უნდა შევასრულოთ, – განაცხადა „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას. „ამ კონტრაქტის დარღვევა ბევრად უარესი იქნება მომავალი ინვესტორებისთვის, რადგან ჩვენმა მთავრობამ კონტრაქტი გააფორმა და ასე გამოვა, რომ მერე, ასე ვთქვათ, ინვესტორი გადააგდო. ამაზე ცუდი რა უნდა გააკეთო, არ ვიცი“, – განაცხადა რაქვიაშვილმა. მისი თქმით, მთავრობას შეეძლო, ...

Read More »

ხატია წილოსანი: რიონის ხეობაში მცხოვრებლებმა 30 მილიონ ლარზე მეტი კომპენსაცია უკვე მიიღეს

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ხატია წილოსანის თქმით, რიონის ხეობაში საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უმრავლესობა ინვესტორს მოსახლეობისგან უკვე გამოსყიდული აქვს. როგორც წილოსანმა რუსთავი 2-ის ეთერში აღნიშნა, კომპენსაციების ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას კომპანიამ უკვე გადაუხადა 30 მილიონზე მეტი ლარი. “შეიძლება ბატონი ვარლამ გოლეთიანი არ ესწრებოდა ამ განხილვას, მაგრამ ხეობაში მცხოვრები მოსახლეობისთვის  გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების დაცვა სრულად განხორციელდა. შეხვედრები ...

Read More »

ედიშერ ხორავა: „თბილისი ენერჯიმ“ 25 მილიონით იზარალა, რაც საფრთხეს უქმნიდა კომპანიის საქმიანობასა და თბილისის უწყვეტ გაზმომარაგებას

კომპანიამ 25 მილიონი ლარის ზარალი განიცადა, ცხადია ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემაა. ეს საფრთხეს უქმნის „თბილისი ენერჯის“ ფუნქციონირებას, – ამის შესახებ „ქრონიკას“ „თბილისი ენერჯის“ კომერციული მიმართულების დირექტორმა, ედიშერ ხორავამ განუცხადა. „ასევე პრობლემა ექმნება დედაქალაქის გაზმომარაგებას, უსაფრთხო და უწყვეტ რეჟიმში. სწორედ დღეს განხორციელდა ეს გადათვლა და მოხდა ტარიფის მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან“, – აღნიშნა ხორავამ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 27 ...

Read More »