Tag Archives: #ევროპა

ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი – არ მივცემთ რუსეთს უფლებას, საფრთხე შეუქმნას ჩვენს უსაფრთხოებას გაზის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებით

დღეს ჩვენ ვგზავნით ძლიერ სიგნალს არა მხოლოდ ვლადიმერ პუტინის მიმართ, რომელიც კიდევ ერთხელ დამარცხდა ევროკავშირის დაყოფის საქმეში, არამედ ყველაზე მეტად ჩვენი მოქალაქეების მიმართ, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საკმარისი გაზი გვექნება, – ამის შესახებ ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა, ჯოზეფ სიკელამ განაცხადა. საუბარია ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლების შეთანხმებაზე, რომელიც მიზნად ისახავს რისკების შემცირებას, რომლებიც შეიძლება, წარმოიშვას რუსული გაზის მიწოდების სრული შეწყვეტის გამო. ჯოზეფ სიკელას თქმით, ...

Read More »

ევროპის გაზსაცავები შიდა მოთხოვნის მეოთხედს აკმაყოფილებენ. ევროკავშირი გაზის ახალ ექსპორტიორებს ეძებს

დასავლეთის ქვეყნებში რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, გაზსაცავების პოტენციალთან დაკავშირებით დისკუსია მიმდინარეობს. ევროპის ქვეყნებში გაზსაცავების კუმულაციური სიმძლავრე 110 მილიარდ კუბურ მეტრადაა შეფასებული, მაშინ როცა ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 400 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. როგორც სააგენტო Anadolu Gas Infrastucture Europe-სა და ევროკომისიაზე დაყრდნობით წერს, წლის დასაწყისში ევროკავშირმა რუსეთისგან მოხმარებისთვის საჭირო გაზის 40% შეისყიდა. ამ დროისთვის ევროკავშირის ქვეყნები, რუსული გაზის ალტერნატივას ეძებენ. 26 ივლისს ევროპის ქვეყნებმა მიაღწიეს პოლიტიკურ ...

Read More »
აზერბაიჯანული გაზის პირველი მიწოდება ევროპაში 2019 წლის ბოლოსთვის დაიწყება

რუსეთმა ‘ჩრდილოეთის ნაკადით’ ევროპისთვის გაზის მიწოდება ორჯერ შეამცირა

რუსეთმა Nord Stream 1-ის გაზსადენით გერმანიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება დღეში 65 მლნ კუბური მეტრიდან 31 მილიონ კუბურ მეტრამდე შეამცირა. ცოტა ხნის წინ Nord Stream 1-ის რუსულმა ოპერატორმა გაზსადენის კიდევ ერთი ტურბინა გამორთო, რასაც გატარებული მოცულობის შემცირება მოჰყვა. გაზპრომის განცხადებით, ტურბინა „კაპიტალურ შეკეთებას“ საჭიროებს. 11 ივლისს რუსეთმა „ტექნიკური შეფერხების“ გამო გაზსადენით ბუნებრივი აირის გატარება მთლიანად გააჩერა. გაზის მიწოდება 21 ივლისს აღდგა, თუმცა მხოლოდ 40 ...

Read More »

მსოფლიო ევროპაში გაზის ფასმა 2500 დოლარს გადააჭარბა

ევროპაში გაზის ფასმა ათას კუბურ მეტრზე 2500 დოლარს გადააჭარბა. შესაბამისი მონაცემი ლონდონის ბირჟის ICE-დან ირკვევა. გაზზე ფასები ევროპაში რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შემცირების ფონზე გაიზარდა. მიმდინარე წლის მარტის დასაწყისიდან პირველად, ევროპაში გაზის ფასმა 2300 დოლარს გადააჭარბა.

Read More »

გაზის კრიზისის ფონზე ჩეხეთმა თავისი საწყობები 80%-ით შეავსო

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას განცხადებით, გაზის კრიზისის ფონზე ჩეხეთში ბუნებრივი აირის საწყობები რეკორდული მაჩვენებლით, 80%-მდე შეივსო. აღნიშნულის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა. ფიალა ამბობს, რომ ჩეხეთი ამ კუთხით ყველა დროის მაქსიმუმზეა. „ჩვენ ყველა დროის მაქსიმუმზე ვართ. ვმუშაობთ, რათა მაქსიმალურად მოვემზადოთ ზამთრისთვის“, – აცხადებს ჩეხეთის მთავრობის მეთაური. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ჩეხეთი თითქმის მთლიანად იყო დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე. რუსულმა გაზის ...

Read More »

კულება: გაზის ომის წინააღმდეგ ერთადერთი გზაა რუსეთისთვის საპასუხო დარტყმის მიყენება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ევროკავშირს რუსეთის გაზის ომის საწინააღმდეგო დარტყმისკენ მოუწოდა. როგორც დიპლომატმა სოციალურ ქსელში დაწერა, რუსეთის “გაზის ომი” უკრაინაში ომის გაგრძელებაა. “ევროპის წინააღმდეგ პუტინის გაზის ომი არის უკრაინის წინააღმდეგ ომის პირდაპირი გაგრძელება. ყველგან, სადაც კი მას შეუძლია ზიანის მიყენება, ის ამას გააკეთებს. ის იყენებს ევროპის ნებისმიერ დამოკიდებულებას რუსეთზე, რომ გაანადგუროს ყოველი ევროპული ოჯახის ნორმალური ცხოვრება. ერთადერთი გზაა ...

Read More »

ემანუელ მაკრონი: რუსეთი ენერგორესურსებს ომის იარაღად იყენებს

კამერუნში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი გლობალურ სასურსათო კრიზისს იარაღად იყენებს. „ზოგიერთები გვადანაშაულებენ, რომ ევროპის სანქციები [რუსეთზე] გლობალური სასურსათო კრიზისის მიზეზია, მათ შორის აფრიკაში. სრულიად ტყუილია. რუსეთი სურსათსა და ენერგორესურსებს ომის იარაღად იყენებს. […] ჩვენ უნდა დავეხმაროთ აფრიკის კონტინენტს, რათა მეტი აწარმოოს საკუთარი თავისთვის“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

Read More »

ყაზახეთმა ევროპის ქვანახშირის ბაზარზე რუსეთის ჩანაცვლება დაიწყო

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, ყაზახეთმა ევროკავშირისთვის ნახშირის მიწოდება გააორმაგა. ევროპის სტატისტიკური სამსახურის Eurostat-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ქვეყანამ იმაზე მეტის მოცულობა გაგზავნა, ვიდრე გასულ წელს. წლის დასაწყისში ყოველთვიური მიწოდება იყო 140-200 ათასი ტონა, მარტიდან – 300-400 ათასი ტონა, ერთი წლით ადრე, აპრილსა და მაისში, ყაზახეთმა ევროკავშირში მხოლოდ 60-70 ათასი ტონა გაგზავნა. ყაზახეთი ნახშირს ...

Read More »
გააძვირებს თუ არა გაზის გადასახადს "ყაზტრანსგაზის" გასხვისება

2000 დოლარი – ევროპაში გაზის ფასი მაქსიმუმზეა

გაზის გაცვლითმა ფასმა ევროპაში მიმდინარე წლის მარტის შემდეგ ათას კუბ/მ-ზე პირველად გადააჭარბა 2000 დოლარს. ამის შესახებ RBC-Ukraine ლონდონის საფონდო ბირჟის ICE მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. როგორც ცნობილია, ევროპაში გაზის ფასის მკვეთრი მატება რუსული „გაზპრომის“ ქმედებებითაა განპირობებული. გუშინ „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს, დილის 7 საათიდან, Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირი ერთიანი იქნება რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შემცირების წინაშე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბაერბოკი მიესალმა ევროკავშირის მასშტაბით გაზის დაზოგვის ძალისხმევას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი ერთიანი იქნება რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შემცირების წინაშე. „ჩვენი დაყოფა არ მოხდება იმის გამო, რომ გაზი მწირია. ერთად ვდგავართ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სიგნალი რუსეთის პრეზიდენტისთვის“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მანამდე ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა განაცხადა, რომ „გაზპრომის“ განცხადება, რომ კიდევ უფრო ...

Read More »