Tag Archives: #ენერგეტიკა

ნარმანია

ნარმანია: “მცდარია მოსაზრება, რომ ელექტროენერგიის იმპორტი უმჯობესია, ვიდრე ადგილობრივი წარმოების განვითარება”

“მცდარია მოსაზრება, რომ ელექტროენერგიის იმპორტი უმჯობესია, ვიდრე ადგილობრივი წარმოების განვითარება”- აცხადებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია. მისი თქმით, ქვეყანას საკუთარი ენერგეტიკული ობიექტების განვითარება და ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ესაჭიროება. დავით ნარმანია აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვანია ადგილობრივი გენერაციის ობიექტების გამომუშავებაც მზარდი იყოს. ამასთან, სემეკის თავმჯდომარემ გარემოს დამცველებს საკითხის შესახებ საჯარო დიალოგში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა. “თუ რატომ გვჭირდება ...

Read More »

მეწარმეებმა ელ.ენერგიის ტარიფის სუბსიდირებით სარგებლობისთვის განაცხადი უნდა შეავსონ

გარკვეული კატეგორიების კვების პროდუქტების მწარმოებელმა მეწარმეებმა, ელექტროენერგიის ტარიფის ნაწილობრივი სუბსიდირების სარგებლობისთვის, 2021 წლის 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით პერიოდში განაცხადი უნდა შეავსონ ელექტრონულ პლატფორმაზე: https://registration.gov.ge/electricity . ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც ექვემდებარებიან ნაწილობრივ სუბსიდირებას და გადახდილი აქვთ/ექნებათ 2021 წლის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე, ამასთან, ნაწილობრივი სუბსიდირება არ უნდა იქნეს ...

Read More »

თურნავა: ელექტროენერგიის ტარიფის ფასნამატის ნაწილობრივი სუბსიდირება მნიშვნელოვან დარგებს წნეხს შეუმსუბუქებს

მთავრობამ მიიღო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ გარკვეული კატეგორიის კვების მწარმოებელ მეწარმეებს მთელი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფის ფასნამატის 50 პროცენტი დავუსუბსიდიროთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება შეუმსუბუქებს წნეხს ისეთ მნიშვნელოვან წარმოებას, ისეთ დარგებს, როგორიცაა რძის პროდუქტების წარმოება და გადამუშავება, ხორცის წარმოება და გადამუშავება, შინაური ფრინველის ხორცის გადამუშავება, ბოსტნეულის მოყვანა და ...

Read More »

HELIOS ENERGY მზის ელექტროსადგურების დამონტაჟების მასშტაბურ პროგრამას იწყებს

Helios Energy მზის ელექტროსადგურების დამონტაჟების მასშტაბურ პროგრამას იწყებს, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა თორნიკე დარჯანიამ განუცხადა. მისი თქმით, პროექტის მიზანია რაც შეიძლება მეტი მოქალაქე თუ მეწარმე გახდეს ენერგოდამოუკიდებელი. „მზის ელექტროსადგურის დასამონტაჟებლად, საჭიროა ორი მოთხოვნის დაკმაყოფილება, საწარმოს უნდა ჰქონდეს თვეში 7000 კვტ.სთ-ზე მეტი მოხმარება და სასურველია სახურავი იყოს სამხრეთისკენ მიმართული მინიმუმ 10%-იანი დახრით. რაც მთავარია, ელექტროსადგურის დამონტაჟება უფასოა. მომხმარებელს შეუძლია ...

Read More »
დენის გაიაფებას ლარის კიდევ 10%-ით გამყარება სჭირდება

ბიზნესები, რომელთაც მთავრობა დენის ტარიფს დაუსუბსიდირებს

მთავრობამ იმ ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი დაამტკიცა, რომელთაც გაზრდილი ელექტროენერგიის ტარიფი დაუსუბსიდირდებათ. როგორც ცნობილია, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ქვეყანაში ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი ამოქმედდა. მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თანახმად, ზოგიერთ სფეროში მოქმედ ბიზნეს სუბიექტებს გაზრდილი ტარიფის 50%-ს სახელმწიფო დაუსუბსიდირებს. მთავრობის დადგენილების თანახმად, იმისათვის, რომ ესა თუ ის კომპანია სუბსიდირების პროგრამაში მოხვდეს, ბიზნესებმა 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით ვებგვერდ https//www.registration.gov.ge-ზე უნდა შეავსონ სპეციალური ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

საქართველოში წელს ბუნებრივი აირის მოხმარება 186 მილიონი კუბური მეტრით გაიზრდება

საქართველოში წელს ბუნებრივი აირის მოხმარება 186 მილიონი კუბური მეტრით გაიზრდება და ის 2.73 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს – ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბუნებრივი აირის ბალანსიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, წელს საქართველო ბუნებრივი აირის 92.3%-ს აზერბაიჯანიდან მიიღებს. ამასთან, წელსაც გაგრძელდება რუსეთიდან ბუნებრივი აირის შესყიდვა, რაც 200 მილიონ კუბურ მეტრზე არის განსაზღვრული. ამ მოცულობის რუსული გაზი შეიძინა საქართველომ 2020 წელსაც.   აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი კი, თავის ...

Read More »

აფხაზეთში კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით აკრძალვები დაწესდა

დე ფაქტო აფხაზეთში კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით აკრძალვები დაწესდა. კერძოდ, 2021 წლის 1 ივნისამდე აიკრძალა კრიპტოვალუტების მაინინგი და მაინინგისთვის საჭირო მოწყობილობების იმპორტი. ეს კი უკავშირდება ენგურჰესის მოსალოდნელ რეაბილიტაციას. შეგახსენებთ, რომ „ენგურჰესის“ რებილიტაცია სავარაუდოდ, 15-20 იანვრიდან დაიწყება. შესაბამისად, სწორედ იმ პერიოდიდან მოხდება ჰესის სრულად გაჩერება. რეაბილიტაცია 95-100 დღე გაგრძელდება, ფუნქციონირების განახლების ბოლო ვადა კი 10 მაისია. აღსანიშნავია, რომ “ენგურჰესი” საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი ...

Read More »

ჰელიოთერმული ტბები

მზის ენერგეტიკის ერთ-ერთი სახეა “მზის მარილიანი ტბორი”, რომელიც ჰელიოტექნიკისა და ჰიდროტექნიკის კომბინაციას წარმოადგენს. მზის ტბორი წარმოადგენს მრავალშრიანი სტრუქტურის მქონე რამდენიმე მეტრის სიღრმის პატარა ავზს. ზედა  კონვექციის ფენა მტკნარი წყალია; მის ქვევით არის გრადიენტული ფენა, რომლის მარილის კონცენტრაცია ქვევით თანდათან იზრდება; ყველაზე ქვევით არის ძლიერი მარილხსნარის ფენა. ფსკერი და კედლები დაფარულია შავი მასალით სითბოს შთანთქმის მიზნით. გაცხელება ხდება ქვედა ფენაში, რამდენადაც ...

Read More »

რა მოცულობის დენს მოიხმარს კრიპტოვალუტის მწარმოებელი კომპანია საქართველოში

2020 წლის ელექტრობალანსის თანახმად, კრიპტოვალუტის მწარმოებელი კომპანია „ბი ეფ დი სი“ (Bitfury) საქართველოში პირდაპირი მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის თითქმის 5%-ს მოიხმარს. ცნობისათვის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით საბითუმო ბაზარზე სავალდებულო რეგისტრაცია ევალება იმ კომპანიებს, რომელთა საშუალო თვიური მოხმარება 15 მილიონ კილოვატ/საათს აღემატება. შესაბამისად, ეს კომპანიები ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლები არიან და ისინი დენს სადისტრიბუციო კომპანიებისგან არ ყიდულობენ. ელექტროენერგიის ბალანსის მიხედვით, პირდაპირ მომხმარებლებს შორის ...

Read More »
ჩილეში მზის ენერგიის ჭარბი გამომუშავების გამო, მისი ტარიფი განულდა

ლიეტუვური კომპანია თბილისში მზის ელექტროსადგურს ააშენებს

ლიეტუვას ერთ-ერთმა უმსხვილესმა მზის ელექტროენერგიის მწარმოებელმა კომპანიამ Saulės grąža-მა, რომელიც ლიეტუვას გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, საქართველოს გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სააგენტოსთან ხელშეკრულება დადო. ხელშეკრულების თანახმად თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აშენდება მზის ელექტროსადგური. პროექტის მიზანია მზის ელექტროენერგიის გამოყენების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ტექნოლოგიების დამკვიდრება. ამავდროულად, ლიეტუვის პროექტის ფარგლებში მოხდება გამოცდილების გაზიარება და განახლებადი ენერგიის წარმოების სფეროში კომპეტენციების გადაცემა. მზის ელექტროსადგურის მშენებლობის დასრულება ...

Read More »