Tag Archives: #აქცია

რიონის წყლისა და ქართული საბადოების მოპარვას არავინ გეგმავს – თურქეთის ელჩი

ნამახვანიჰესის პროექტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით თურქ პოტენციურ ინვესტორებს უკვე არაერთი კითხვა აქვთ. ისინი საქართველოში თურქეთის ელჩს, ფატმან სერენ იაზგანს მიმართავენ. დიპლომატის განცხადებით, ის ინვესტორებს არწმუნებს, რომ არსებული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიუხედავად, საქართველოში ბიზნესისთვის მეგობრული გარემოა. „ინვესტორები უკვე არაერთ კითხვას მისვამენ. მე კი მათ დარწმუნებას ვცდილობ და ვეუბნები, რომ იმ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიუხედავად, რომელიც მოდიოდა საქართველოდან, აქ არის ძალიან ...

Read More »

თურქეთის ელჩი: ნამახვანჰესი საქართველოსა და ქართველებისთვის შენდება

თურქეთის ელჩი საქართველოში, ფატმა სერენ იაზგანი “ენკას”, მთავრობასა და პროტესტის მონაწილეებს ნამახვანი ჰესთან დაკავშირებით კონტრუქციული დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. “მივესალმები ყველა გადაწყვეტილებას და განცხადებას გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ეს პროექტი ხორციელდება საქართველოსთვის და ქართველებისთვის. ის არ შეიძლება აშენდეს ქართველების წინააღმდეგ. ყველა პროცესი ტენდერთან, შეთანხმებასთან, თუ სხვა, უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე. მივესალმები ნდობის შენებას, ზომებს, რომლის მიხედვითაც დიალოგის ფორმატი გაფართოვდა მათთან, ვინც ჰესის შენების ...

Read More »

“რიონის ხეობის მცველებმა” ქუთაისის მთავარი გამზირი გადაკეტეს

სოფელ გუმათში გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, „რიონის ხეობის მცველები“ და მათი მხარდამჭერები ქუთაისში ჩავიდნენ, სადაც ერთ-ერთი მთავარი გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეს არის ერთგვარი გამაფრთხილებელი აქცია და ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ უკან არავინ დაიხევს. „ამას ჩვენ არ შევეგუებით. არ შევეგუებით იმას, რომ ქვეყანაში, რომელიც გვეკუთვნის ჩვენ, ჩვენი უფლებები იყოს ბოლო ადგილზე გადატანილი და პირველ ადგილზე იყოს დაყენებული ...

Read More »

„ნამახვანჰესის“ მიმდებარედ დამატებითი ბარიერები მოიხსნება და სამართალდამცველების რაოდენობა შემცირდება

საქართველოს მთავრობა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ყველა დაინტერესებულ პირს უდასტურებს მზაობას, პროცესი გაგრძელდეს დიალოგის ფორმატში, რომლის ფარგლებშიც მოხდება ხელშეკრულების თითოეული პუნქტის პირობების განხილვა, იმისთვის, რომ არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს. ასევე, „ნამახვანჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას. ტერიტორიაზე დარჩება პოლიციელთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან ...

Read More »

“23 მაისს ვიწყებთ აუღებელ აქციებს დედაქალაქში”

“რიონის ხეობის მცველების” თქმით, “ნამახვანჰესის” გარშემო მთავრობის მიერ 24 აპრილს გავრცელებული განცხადება მიუთითებს, რომ ის არ აკმაყოფილებს აქტივისტთა მოთხოვნებს. მათი თქმით, დღეს ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები სხვადასხვა ქალაქში აქციებს გეგმავენ, 23 მაისს კი თბილისში გადაინაცვლებენ. “დღეს, 16:00 საათისთვის იგეგმება სხვადასხვა ქალაქში აქციები. რაც შეეხება გრძელვადიან გეგმებს და თბილისში აქციის გადატანას, ვაანონსებთ უკვე თარიღს… მოვემზადებით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. აქაც[რიონის ხეობაშიც] გაგრძელდება ...

Read More »

“ის კვლევები, რომელიც ჩვენს ხელთ არის, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ განვახორციელოთ „ნამახვანჰესის” პროექტი იმ ფორმით, როგორც იგეგმებოდა”

ის კვლევები, რომელიც ჩვენს ხელთ არის, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ განვახორციელოთ „ნამახვანჰესის” პროექტი იმ ფორმით, როგორც იგეგმებოდა,- ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა. როგორც ლომინაძე განმარტავს, „ნამახვანჰესის” საკითხზე, სრული მზადყოფნაა კომპეტენტურ გუნდთან და ექსპერტების ჩართულობით, მომზადებული დასკვნები გადაიხედოს. „იმედი მაქვს, რომ ის ხალხი ვინც ვსაუბრობთ ერთ ენაზე, ერთი დღის წესრიგით, რომელიც, არის ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის, გამოვნახავთ საერთო ენას. ...

Read More »

ზვიად შალამბერიძე: დანარჩენი ბარიერების მოხსნაც იგეგმება სიტუაციის შესაბამისად

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, სოფელ გუმათის გზაზე დარჩენილი ბარიერების მოხსნა “სიტუაციის შესაბამისად” იგეგმება. რიონის ხეობაში გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტებისა, რომლებიც მეორე კვირაა, ადგილზე არიან შეკრებილნი. “ბარიერების აღება მოხდა, ნაწილის. იცით, რომ გუშინ საპოლიციო ძალების განახევრება მოხდა. დანარჩენი ბარიერების მოხსნაც იგეგმება თავისთავად, სიტუაციის შესაბამისად. ეს არის პირველი, პატარა ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ გადავდგით.დიალოგს და ...

Read More »

“„ნამახვანჰესის“ პროექტის ინვესტორისთვის მიწის 99 წლით გადაცემა თავის დროზე იყო სატენდერო პირობა”

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა, რომელზეც პროექტის მოწინააღმდეგეები საუბრობენ, არის ინვესტორისთვის მიწის გადაცემა, რაზეც განმარტებები არაერთხელ გაკეთდა და კიდევ გაკეთდება. როგორც ნათია თურნავამ ექსპერტთა ჯგუფთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოში პრაქტიკულად, ყველა ელექტროსადგური, გარდა „ენგურჰესისა“ არის კერძო, სადაც ინვესტორი ფლობს კანონიერად მიწას და ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. „ასევე კიდევ ერთხელ განვმარტავ სარგებლობის კონტრაქტის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, ...

Read More »
პაატა ცინცაძე: ჩემი ღრმა რწმენით გაზპრომთან საუბარი აბსოლუტურად სწორი ნაბიჯია

“ჰიდრორესურსების ათვისების მსოფლიო გამოცდილება ცალსახად მეტყველებს, რომ საქართველომ ეს რესურსი უნდა აითვისოს”

ჰიდრორესურსების ათვისების მსოფლიო გამოცდილებაც ცალსახად მეტყველებს, რომ საქართველომ უნდა აითვისოს ეს რესურსი, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის წევრმა პაატა ცინცაძემ განაცხადა. ის მაგალითად შვეიცარიას ასახელებს და აცხადებს, რომ „შვეიცარიაში, რომელიც ტერიტორიით ჩვენზე მცირე ქვეყანაა და მისაბაძია უამრავი მიმართულებით, დღეს ერთ-ერთი უდიდესი ჰიდროენერგეტიკული ქვეყანაა და მისი ჰესების ჯამური სიმძლავრე 35000 მეგავატია, 10-ჯერ მეტი ვიდრე ჩვენს ჰესებს გააჩნია“. მისივე განცხადებით, ასევეა ავსტრიაში, ...

Read More »

“მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის გასხვისება კერძო პირზე, თუნდაც ის ქართველი იყოს”

იწის საკითხი არის ჩვენთვის წითელი ხაზი. მიწასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს რამდენიმე მიმართულებით. 381 ჰექტარი სამუდამო მფლობელობაშია თურქული კომპანიისთვის და აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის ასე გასხვისება კერძო პირზე, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. მისივე თქმით, მიუღებელია, როდესაც  დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში. „ხაზგასმით მინდა, ვთქვა, ...

Read More »