Tag Archives: #გარემო

თბილისში, ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მე-8 კონფერენცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მე-8 კონფერენციაში „განათლების როლი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებასა და კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებაში“ მიიღო მონაწილეობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებს საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მხარდაჭერისთვის და ყურადღება აღნიშნული მიმართულებით შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და სწავლების შესაძლებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „განსაკუთრებულად ...

Read More »

UNESCO „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიებისთვის“ გრანტს გამოყოფს

დაცული ტერიტორიების სააგენტო, UNESCO-სთან და დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდთან თანამშრომლობით, ახალი საგრანტო პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში UNESCO-ს პირველი მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის „კოლხური ტყეების და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ პოპულარიზაციას, მისი მართვის ეფექტურობისა და მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობას, მათ შორის, აღნიშნული ტერიტორიების უნივერსალური ღირებულების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. პროექტის ფარგლებში, მოხალისეობრივი პროგრამის საშუალებით 20 ადგილობრივ ახალგაზრდას, შესაძლებლობა მიეცემა ჩაერთონ UNESCO-ს საიტის ...

Read More »
ელექტროენერგიის მომავალი ტენდენციები

როგორ შეუძლია დასავლეთს დედამიწის კლიმატური კრიზისისგან გადასარჩენად ტრილიონობით დოლარის მობილიზება

გასულ კვირაში ომის, ინფლაციის, ვალების, შიმშილის, რეცესიის შიშისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების თემები დომინირებს მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიურ შეხვედრებზე. მიუხედავად ამისა, ვაშინგტონში შეკრებილი პოლიტიკოსებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი კვლავ დედამიწის კლიმატური კრიზისისგან გადარჩენაა. ეს კი განსაკუთრებით აშკარაა პაკისტანის მსგავსი ქვეყნებისთვის, რომლებიც ექსტრემალური ამინდის გავლენას საკუთარ თავზე უკვე გამოცდიან. თუმცა უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ მდიდარი ქვეყნების საერთაშორისო კრედიტორების უმსხვილესი აქციონერები ...

Read More »

როგორი ზამთარი იქნება უკრაინაში – უკრჰიდრომეტეოროლოგიური ცენრის პროგნოზი

უკრაინის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ვარაუდით, მიმდინარე ზამთარში მოსალოდნელია საშუალო ტემპერატურა – 1-2 გრადუსით მეტი 1991-2020 წლებისთვის დათვლილ ნორმაზე, ხოლო ძალიან ცივი ამინდის ხანგრძლივი პერიოდის ალბათობა, მინიმალური ტემპერატურით -25-დან -30 გრადუსამდე, უკრაინაში “ძალიან დაბალია”. ეს პროგნოზი ცენტრმა უკრაინაში წლების განმავლობაში დაგროვილი მეტეოროლოგიური დაკვირვებების მონაცემების გაანალიზების შემდეგ გააკეთა. „მეტეოროლოგიური მეცნიერების თანამედროვე განვითარება მთელ მსოფლიოში ჯერ კიდევ არ იძლევა შესაძლებლობას, ატმოსფერული პროცესების ყოველდღიური საიმედო ...

Read More »

ენერგოეფექტიანობა ოზონის შრის დასაცავად

„ღმერთი გპატიობს ყოველთვის, ადამიანი ზოგჯერ, ბუნება არასოდეს!“ პაპი ფრანცისკე |   მორიგი ახალი ამბის კითხვისას, რომელიც ჩვენს დროში, როგორც წესი, რაიმე კატასტროფას, კონფლიქტებს ან ნგრევას უკავშირდება, ყოველთვის გამოიკვეთება აღნიშნული მოვლენის კავშირი ენერგეტიკასთან, ენერგორესურსებზე მზარდ მოთხოვნასა და მათი ხელმისაწვდომობის სიმწირესთან, იქნება ეს მორიგი წყალდიდობა, ტყის მასიური ხანძარი, ზოგადად, კლმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სხვა მოვლენები, თუ საერთოდაც უკრაინაში მიმდინარე საშინელი ომი, ყოველთვის თავს ...

Read More »

არქტიკული ტბები ნავარაუდევზე თითქმის ერთი საუკუნით ადრე შრება

ახალი კვლევის თანახმად, არქტიკული ტბები ნავარაუდევზე თითქმის ერთი საუკუნით ადრე შრება, რაც რეგიონს მტკნარი წყლის კრიტიკულ წყაროს ართმევს. გლობალური დათბობის პირობებში, თბილი ამინდი ათბობს არქტიკას, ყინული სწრაფად დნება და იწვევს ტბების გაფართოებას. საბოლოოდ, ეს ტბები წყლით ვეღარ მომარაგდება და დაშრება. ადრინდელი პროგნოზით ამ პროცესს საუკუნეზე ნაკლები უნდა დასჭირვებოდა, მაგრამ სატელიტურმა სურათებმა ცხადყო, რომ ტბები იმაზე სწრაფად მცირდება, ვიდრე ნავარაუდევი იყო. ...

Read More »

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, მდინარეების რიონისა და ენგურის აუზებში ეკოლოგიური მონიტორინგი დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, მდინარეების რიონისა და ენგურის აუზებში ეკოლოგიური მონიტორინგი დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მონიტორინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირი გარემოსათვის – წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები (EU4WD)“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტის მთავარი მიზანია წყლის რესურსების სააუზო მართვის გეგმების შემუშავება და გარემოსდაცვითი მონიტორინგის აქტივობების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის ...

Read More »

პროექტი, რომელიც მდინარეს პლასტმასის ნარჩენებით დაბინძურებისგან იცავს

მოხალისეთა ერთი ჯგუფი ყოველ კვირას მიდის  ნიდერლანდების ქალაქ ბორგჰარენში, მდინარე მაასის სანაპიროზე. მართალია, ამ მდინარის აუზის ლანდშაფტი, ერთი შეხედვით, ძალიან ლამაზი და მშვიდი ჩანს, მაგრამ მოხალისეები მის ბედზე ძალიან ღელავენ.  მათი მიზანია, შეწყდეს იმ მდინარის ნაპირების დაბინძურება, რომელიც კვეთს ნიდერლანდების, ბელგიისა და გერმანიის ტერიტორიებს. ეს მოხალისეები პროექტს „სუფთა მდინარეები და შენაკადების“ წევრები არიან, რომელსაც შემოკლებით LIVES-ი ჰქვია. ეს პირველი ერთობლივი ...

Read More »

ანაკლიაში შტორმის შედეგად დაბინძურებული სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ანაკლიაში შტორმის შედეგად დაბინძურებული სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. ძლიერმა შტორმმა, სანაპირო ზოლის დაბინძურება გამოიწვია. გაწმენდით სამუშაოებს ,,კეთილმოწყობის მართვის ცენტრი და ,,ზუგდიდდასუფთავება“, ახორციელებენ. მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს, ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ პროცესში ჩართვისთვის, პროცესში ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა ნაპირსამაგრი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას, რომელიც შესაბამის სამსახურებს ტექნიკით ეხმარება.

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

„მწვანეებმა“ გერმანიაში მოქმედი ატომური ელექტროსადგურების მუშაობის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირეს

გერმანულმა „მწვანეთა“ პარტიამ მხარი დაუჭირა გერმანიის ტერიტორიაზე მოქმედი ატომური ელექტროსადგურების მუშაობის გახანგრძლივებას 2023 წლის აპრილამდე. მათ მხარი დაუჭირეს გერმანიის ვიცე-კანცლერის და ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრის რობერტ ჰაბეკის წინადადებას. ბონში გამართულ პარტიულ ყრილობაზე „მწვანეებმა“ უმრავლესობით დაუჭირეს მხარი, რომ გერმანიის სამხრეთში მდებარე აეს-ები – Isar 2 და Neckarwestheim 2 – რეზერვში უნდა დარჩეს მომავალი წლის 15 აპრილამდე და საჭიროების შემთხვევაში უნდა ...

Read More »