Tag Archives: #ნავთობკომპანიები

ალტერნატივები, რომლებიც ბაიდენს რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შემდგომ დარჩა

სამშაბათს ჩატარებული ბრიფინგისას, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „ამერიკა პუტინს ომს არ დაუფინანსებს“ და რუსეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ნავთობის იმპორტზე აკრძალვა დააწესა. რუსეთისა და მისი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ მიღებული სანქციების გამკაცრება უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას მოჰყვა. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი ბაიდენი აქამდე რუსულ ნავთობზე აკრძალვის დაწესებისგან თავს იკავებდა. არსებული მონაცემებით, აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასი გალონზე $4.17-ია, როცა ერთი წლის ...

Read More »

„საწვავი 20 თეთრით გაძვირდა – ფასი 4.5 ლარამდე ავა“ – რა ფასები დაგხვდებათ ავტოგასამართ სადგურებზე

„საქართველოში საწვავი (ყველა კატეგორია) 20 თეთრით გაძვირდა. ფასის ზრდის ტენდენცია ექსტრაპოლაციაში გაგრძელდება და ავა 4.5 ლარამდე,“- წერს ეკონომისტი ოთო აბესაძე „ფეისბუქის“ გვერდზე. აღსანიშნავია, რომ დღეიდან ფასის ზრდის შესახებ ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზეც გუშინვე საუბრობდნენ. მათი ინფორმაციით, ფასი დღეს მინიმუმ 15 თეთრით უნდა გაზრდილიყო. „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი – 3.47 ლარია; „რეგულარი“ – 3.38; სუპერი – 3.53; ...

Read More »

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას. კანონპროექტში ასევე გაწერილია ნაბიჯები რუსეთის როლის გადახედვის შესახებ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და მაგნიტსკის აქტის ხელახალი დამტკიცების თაობაზე, რათა გააძლიერონ სანქციები რუსეთზე ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო. დოკუმენტს მხარი 417-მა კონგრესმენმა 17-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის 9 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  111.14  (-  16.84)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  108.70  (-  15.00)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ვაშინგტონი ვენესუელას წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ნავთობის სანაცვლოდ შეამსუბუქებს

შეერთებული შტატები ვენესუელას წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს იმ შემთხვევაში შეამსუბუქებს, თუ ის აშშ-ს ნავთობს მიაწვდის. ინფორმაციას REUTERS ავრცელებს. ვენესუელა აშშ-ს ნავთობის სანქციების ქვეშ 2019 წლიდან იმყოფება და შესაძლოა ნედლი ნავთობის მიწოდების მარშრუტი შეცვალოს, თუ ეს შეზღუდვები მოიხსნება. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ მათი პრიორიტეტი იყო შეერთებული შტატებისთვის ნავთობის მიწოდების უზრუნველყოფა – ამის შესახებ, REUTERS წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ოფიციალურმა პირებმა ვენესუელელ კოლეგებს უთხრეს, რომ ...

Read More »

ამერიკელების 79% რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას მხარს უჭერს

ამერიკელების 79% რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას მხარს უჭერს, იმ შემთხვევაშიც, თუ ეს გაზის გაძვირებას გამოიწვევს. საზოგადოებრივი აზრის კვლევა The Wall Street Journal-ის დაკვეთით ჩატარდა. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 13% ეწინააღმდეგება რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას. აღსანიშნავია, რომ იმპორტის აკრძალვას დემოკრატების 88% და რესპუბლიკელების 77% ემხრობა. 4-7 მარტს ჩატარებულ კვლევაში 529 ადამიანი მონაწილეობდა. 8 მარტს ჯო ბაიდენმა ამერიკაში რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა.

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2022 წლის 8 მარტის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 12.30 (+ 1.31) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 124.70 (+ 1.00) დოლარი/ბარელზე.

Read More »

კულება: მადლობა Shell-ს მორალური და პასუხისმგებლიანი ნაბიჯისთვის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მადლობას უხდის კომპანია Shell-ს რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვის შეწყვეტისთვის. მისი თქმით, ეს ნაბიჯი წაახალისებს სხვა მსოფლიო ბიზნესებსაც. “მადლობა Shell-ს ამ მორალური და პასუხისმგებლიანი ნაბიჯისთვის და სხვა მსოფლიო ბიზნესების წახალისებისთვის”, — წერს ის.

Read More »

CNN – ჯო ბაიდენი დღეს სავარაუდოდ, აშშ-ში რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის იმპორტს აკრძალავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სავარაუდოდ, დღეს რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის აშშ-ში იმპორტირების აკრძალვის გადაწყვეტილებას მიიღებს. მედიის ინფორმაციით, აშშ ამ ნაბიჯს ცალმხრივად გააკეთებს, ევროპელი მოკავშირეების გარეშე, ევროპელ ქვეყნებს შორის უთანხმოების გამო – აიკრძალოს თუ არა რუსული ენერგია. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნები უფრო მეტად არიან დამოკიდებული რუსულ გაზსა და ნავთობზე, ვიდრე აშშ. ჯო ბაიდენი სპეციალურ მიმართვას ადგილობრივი დროით 10:45-ზე გააკეთებს. ამასთან ...

Read More »

ბრიტანული ნავთობკომპანია „შელი“ აცხადებს, რომ რუსულ ნავთობსა და გაზს აღარ შეისყიდის

უმსხვილესი ბრიტანული ნავთობკომპანია „შელი“ (Shell) რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ განცხადებას კომპანია საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს. რუსული პროექტებიდან „შელი“ ეტაპობრივად გავა. პირველი ნაბიჯით კი, შეწყდება რუსული ნედლი ნავთობის შეძენა და კომპანია დახურავს რუსეთში არსებულ მომსახურების სადგურებსა საავიაციო საწვავის წარმოებას. კომპანია ასევე ბოდიშს იხდის, გასულ კვირას განხორციელებული შენაძენისთვის, რის გამოც „შელი“ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მკაცრად გააკრიტიკა. ...

Read More »