Tag Archives: #ევროპა

„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

მთავრობების მხარდაჭერის მიუხედავად, ევროპაში ენერგეტიკული გადასახადები რეკორდულ ნიშნულებს აღწევს

მართალია, მთავრობები ენერგოკრიზისისგან მოსახლეობის დასაცავად მილიარდებს ხარჯავენ, წელს ევროპულ ოჯახებს მაინც იმაზე მეტის გადახდა უწევთ ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაში, ვიდრე ოდესმე. ოქტომბერში ბუნებრივი აირის საშუალო ფასმა ევროკავშირსა და ბრიტანეთში, ერთ კილოვატსაათზე თითქმის €0.18 შეადგინა, რაც ენერგეტიკული საკონსულტაციო კომპანია VaasaETT-ის ინფორმაციით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია. იმავე ინტერვალით, საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის ხარჯები 67%-ით, ერთი კილოვატსაათისთვის €0.36-მდე გაიზარდა. ენერგეტიკული გადასახადების მაჩვენებლები ...

Read More »

ენერგომომარაგება და ინფლაცია – როგორ დაძლევს ევროკავშირი კრიზისს?

ევროკავშირი მთელი რიგი მწვავე გამოწვევის წინაშე დგას – კორონავირუსული პანდემიის შედეგების დაძლევით დაწყებული, რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო მომავალ ზამთარში ენერგორესურსების დეფიციტის საფრთხით დასრულებული. თუ რა ზომებს იღებს ევროკავშირი მოსალოდნელი სირთულეების დასაძლევად,  Deutsche Welle-მ გაარკვია.   ევროპის ცენტრალური ბანკი ძირითად საპროცენტო განაკვეთს ზრდის წლების განმავლობაში მოქმედი ნულოვანი საპროცენტო განაკვეთის პოლიტიკის შემდეგ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა აღნიშნული მიდგომის შეცვლა 21 ივლისს ...

Read More »

ევროკავშირის ქვეყნები უკრაინას ელექტროენერგიის 500-მდე გენერატორს გადასცემენ

ევროკავშირის 17-მა ქვეყანამ უკრაინას ელექტროენერგიის 500-მდე გენერატორი გაუგზავნა. ქვეყნებმა, მათ შორის სლოვენიამ, სლოვაკეთმა, დანიამ, გერმანიამ და ესპანეთმა, ერთობლივად გაუგზავნეს უკრაინას დახმარება. “უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა სერიოზულად დაზიანდა. ელექტროენერგიისა და გათბობის წვდომის შესანარჩუნებლად, ევროკავშირის 17 ქვეყანამ უკრაინას ელექტროენერგიის 500-მდე გენერატორი ევროკავშირის Civil Protection Mechanism-ის საშუალებით გაუგზავნა”. – ვკითხულობთ Twitter-ზე. მანამდე, უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 500-მდე გენერატორი გადასცა. წყარო: tabula.ge

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

ევროპის ქვეყნებში დიზელის საწვავის წარმოება მნიშვნელოვნად შემცირდა

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პარალელურად ევროპული ქვეყნები რუსული ნავთობის ჩანაცვლებას ცდილობენ. შედეგად ევროკავშირში მნიშვნელოვნად შემცირდა დიზელის წარმოება, რამაც რამდენიმე ქვეყანაში საწვავის დეფიციტი გამოიწვია. ასოციაცია “VEMOBIN”-ის დირექტორი ერიკ კლოსტერი ამბობს, რომ ევროპა არა მარტო რუსულ ბუნებრივ აირზე გახდა დამოკიდებული, არამედ რუსულ დიზელზეც. მისი თქმით, ამჟამად ევროპის მოსახლეობა იმაზე მეტი რაოდენობის დიზელს მოიხმარს, ვიდრე ევროპული ქარხნები აწარმოებენ. ევროპაში დიზელს ძირითადად სწორედ რუსული ...

Read More »

საქართველოს გავლით – ევროპის ახალი ენერგეტიკული მარშრუტები

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის ფონზე, როცა ევროპა ახალი ენერგეტიკული გამოწვევების წინაშე დადგა, დასავლეთისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს საქართველოზე გამავალი მარშრუტები. საგანგებო ყურადღებას იპყრობს აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის ტრანზიტის პერსპექტივა და ძველი თუ ახალი გეგმების აუცილებელ პირობად ისევ უსაფრთხოება და სტაბილურობა რჩება. ევროპის მნიშვნელოვანი ინტერესების ფონზე, ექსპერტების ხედვით, რეალობასთან სულ უფრო შეუსაბამო ხდება ბოლოდროინდელი დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი თემა – დასავლეთის ძალებს საქართველოს ...

Read More »

ევროპის გეზი დეინდუსტრიალიზაციისკენ – წაახალისებს თუ არა „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე თავდასხმა პროტექციონიზმს?

სწრაფი ეკონომიკური კოლაფსი, რომლის წინაშეც დიდი ბრიტანეთი დგას, მხოლოდ დაჩქარებული ვერსიაა იმისა, რასაც მთელი ევროპა გაივლის, – ამის შესახებ გამოცემა spectator.co.uk წერს.  სტატიის თანახმად, ეს გულისხმობს არამდგრად სესხებს, რაც ენერგიის მაღალი ფასების გადაფარვასა და დასაშვები ნორმის საყოფაცხოვრებო ხარჯებს შორის მერყეობს. „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენის დივერსიის შემდეგ კი უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. ევროპას რუსული გაზის იმპორტი ფიზიკურად აღარ შეუძლია. შესაბამისად, მაღალი ფასები ...

Read More »

გახდება თუ არა აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის საიმედო მიმწოდებელი?

უკრაინაში რუსეთის ომმა ევროპის ენერგოუსაფრთხოება დააზარალა, რამაც ბებერი კონტინენტი აიძულა, ბუნებრივი გაზის ალტერნატიული მიმწოდებლები მოძებნოს. ერთ–ერთი ასეთი აზერბაიჯანია. აზერბაიჯანელი მკვლევარი გუბად იბადოღლუ, რომელიც ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების მოწვეული მთავარი სპეციალისტია, გამოცემისთვის The Loop ქვეყნის გაზის სატრანსპორტო და საწარმოო სიმძლავრეებს და მის პოტენციალს იკვლევს. ევროკომისიასა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, ბაქო იღებს ვალდებულებას, გააორმაგოს ევროპისთვის მიწოდებული გაზის მიწოდება ...

Read More »
„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

ევროკავშირში ელექტროენერგიისა და გაზის ფასები გაიზარდა

ევროკავშირში ელექტროენერგიისა და გაზის ფასების ზრდა გეოპოლიტიკური სიტუაციითა და უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიით აიხსნება. ევროსტატის მონაცემებით, ევროკავშირში საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის საშუალო ფასი, 2022 წლის პირველ ნახევარში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 100 კვტ/სთ-ზე 22 ევროდან 25.3 ევრომდე გაიზარდა. რაც შეეხება გაზს, მისი ფასი, იგივე პერიოდში, 100 კვტ/სთ-ზე 6,4 ევროდან 8,6 ევრომდეა გაზრდილი. ელექტროენერგიის ფასი ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში გაიზარდა, გარდა ხუთისა. ყველაზე ...

Read More »

გერმანიაში რუსეთისგან გაზის შესყიდვის პირობა დაასახელეს

გერმანიამ უნდა განაახლოს გაზის შესყიდვა რუსეთიდან უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ. ამის შესახებ გერმანიის საქსონიის ფედერალური შტატის პრემიერ-მინისტრმა, მიხაელ კრეჩმერმა განაცხადა, წერს Bild am Sonntag. „ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი კონტრაქტები თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის აშშ-დან, ყატარიდან და სხვა არაბული ქვეყნებიდან. გარდა ამისა, ჩვენ საბოლოოდ უნდა გამოვიკვლიოთ ჩვენი ბუნებრივი აირის მარაგი ჩრდილოეთ ზღვაში. და როდესაც ომი დასრულდება, ჩვენ კვლავ უნდა გამოვიყენოთ გაზი რუსეთიდან“, – ...

Read More »

ენერგეტიკული კრიზისი ევროპაში – რას უნდა ველოდოთ

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი და სემეკის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, სალომე ჯანელიძე ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის ძირითად გამომწვევ ფაქტორებზე საუბრობს და დადებით და უარყოფით მხარეებს აფასებს: „ევროპის ქვეყნების უმეტესობაში ენერგეტიკული ზამთარი დაიწყო, რომელსაც, მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, მომხმარებლები შიშით ელოდებოდნენ. კრიზისი ერთდროულად რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია, თუმცა, დიდწილად, რუსეთთან ენერგეტიკული სიახლოვის შედეგია, რომელსაც ჯერ კიდევ 70-იან წლებში, ოსტპოლიტიკის ფარგლებში, გერმანიამ ჩაუყარა საფუძველი. ...

Read More »