Tag Archives: #ენერგოსექტორი

დეგნანი: უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმის ფონზე, ენერგოუსაფრთხოება კიდევ უფრო პრიორიტეტული ხდება

„ენერგეტიკული უსაფრთხოება არის ეროვნული უსაფრთხოება და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ფოკუსირებას სუფთა განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი წყაროების განვითარებაზე“, – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა. აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან და საერთაშორისო დამფინანსებელ ინსტიტუტებთან მარტივი, რომ შემუშავდეს ეფექტიანი სქემები, განახლებადი ენერგიის სტიმულირების მიზნით. ელჩის თქმით, როცა რუსეთის მთავარი სამიზნე უკრაინაში, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაა, ენერგოუსაფრთხოება კიდევ უფრო დიდი პრიორიტეტი ხდება. ...

Read More »

ენერგორესურსების მზარდ ფასებთან დაკავშირებით, გერმანიის ექვს ქალაქში ათობით ათასმა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა

ენერგორესურსების მზარდ ფასებთან დაკავშირებით, გერმანიის ექვს ქალაქში ათობით ათასმა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, დემონსტრანტები ენერგორესურსებზე მზარდ ფასებთან გასამკლავებლად სამთავრობო ფონდების სამართლიან განაწილებას და წიაღისეული საწვავიდან ენერგიის განახლებად წყაროებზე უფრო სწრაფ გადასვლას ითხოვდნენ. საპროტესტო გამოსვლები გაიმართა ბერლინში, დუსელდორფში, ჰანოვერში, შტუტგარტში, დრეზდენსა და ფრანკფურტში. დემონსტრაციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, „გრინფისის“ მონაცემებით, აქციებში 24 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. ამასთან, პოლიციის მონაცემებით, ბერლინში დემონსტრაციაზე 1 800-მდე ...

Read More »

ესპანეთი უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის

ესპანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინას ოთხ კომპლექტ 400 კილოვატიან და ერთ კომპლექტ 150 კილოვატიან გენერატორებს მიაწვდის. გენერატორებს უკრინა სამი დღის განმავლობაში მიიღებს. რუსეთი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას ბომბავს. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადგურებულია. უკრაინამ თავის მოსახლეობას საღამოს საათებში ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდა.

Read More »

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ და CENN-მა ჰიდროლოგიის დარგის საერთაშორისო ექსპერტებს უმასპინძლა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ და CENN-მა ჰიდროლოგიის დარგის საერთაშორისო ექსპერტებს უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნულმა სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილი სწავლების მიზანია ალაზნის აუზში მდინარის ჩამონადენის პროგნოზირების სისტემის შექმნის დაგეგმვა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირება და შესაბამისი კლიმატის სერვისების საჭიროების განსაზღვრა. ექსპერტებთან ერთად, მომზადდა ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, გარემოს ...

Read More »

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციამ ენერგეტიკაში ქალთა ჩართულობის მხარდამჭერი ინიციატივა – „ქალები ენერგეტიკაში“ წარადგინა

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციამ (GREDA) 21 ოქტომბერს ენერგეტიკაში ქალთა ჩართულობის მხარდამჭერი ინიციატივა – „ქალები ენერგეტიკაში“ წარადგინა. ღონისძიება აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ქალთა მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფას სხვადასხვა პროექტების მეშვეობით, რომლებიც მიმართული იქნება სკოლის მოსწავლე გოგონებში ენერგეტიკის დარგის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, პროფილური უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების მხარდაჭერასა და ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ ქალთა შორის მჭიდრო კავშირების ...

Read More »

არესტოვიჩი – უკრაინა წყლის, სინათლისა და სითბოს გარეშე შეიძლება, თვეების განმავლობაში დარჩეს

უკრაინა წყლის, სინათლისა და სითბოს გარეშე შეიძლება, თვეების განმავლობაში დარჩეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსეთის მიერ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვამ შესაძლოა, ძირითადი კომუნიკაციების მოშლა გამოიწვიოს, რისთვისაც უკრაინელები მზად უნდა იყვნენ. „სიტუაცია მარტივი არ არის. ჩვენი თბოელექტროსადგურების და ენერგოწარმოების ობიექტების 30 პროცენტი დაზიანდა. იქ აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ეს არ არის ადვილი, ეს რთული საქმეა, ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 21 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. მათი ცნობით, გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, VI, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), თიანეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ხიზანიშვილის (ნაწილობრივ), ვართაგავას, მიქატაძის, ხერგიანის, ვეკუას, კანდელაკის და საბაშვილის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან ...

Read More »

უკრაინაში რთული და ცივი ზამთრისთვის ემზადებიან

უკრაინის სხვადასხვა ქალაქში მოსახლეობა რთული და ცივი ზამთრისთვის ემზადება. რამდენიმე დასახლებული პუნქტი ახლა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. მოსახლეობა იძულებულია, შეშა დაზიანებული შენობების ნანგრევებში მოიძიოს. ადგილობრივი მუნიციპალური სამსახურები შეძლებისდაგვარად  ცდილობენ, მოსახლეობას შეშის ღუმელები დაურიგონ. უკრაინის აღმოსავლეთში მცხოვრები მოსახლეობა რთული ზამთრისთვის ემზადება. მოხალისე იურა სოკოროვს ქალაქ ბახმუტში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტვირთი ჩააქვს. ეს ექვსი შეშის ღუმელია, რომლებსაც მიწისქვეშა თავშესაფრებში გამოიყენებენ. ქალაქი რუსული ძალების მიერ უკვე ...

Read More »

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები დღეს უკრაინის ენერგოუსაფრთხოების მხარდასაჭერად შეხვედრას გამართავენ

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები დღეს უკრაინის ენერგოუსაფრთხოების მხარდასაჭერად შეხვედრას გამართავენ. როგორც ცნობილია, შეხვედრის ფარგლებში ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერები სავარაუდოდ, მხარს დაუჭერენ თხევადი ბუნებრივი აირის ერთობლივი შესყიდვის ალტერნატიულ ფასებს და ასევე შეეცდებიან შეთანხმებას მიაღწიონ ენერგეტიკული რესურსების დაზოგვაზე. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების სამიტი 21 ოქტომბერს დასრულდება. მასზე განხილული იქნება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად ენერგეტიკის ბაზარზე შექმნილი ვითარება, ისევე როგორც ფასების ზრდის ...

Read More »

პრემიერი TATA POWER-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Tata Power-ის აღმასრულებელ დირექტორს, პრავირ სინას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ქართულ ენერგოსექტორში განხორციელებული და დაგეგმილი მსხვილი ინვესტიციები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ Tata Power, ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Invest-თან ერთად, კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯია”-ს მფლობელი კომპანიაა, რომელიც თავის მხრივ საქართველოს ენერგოსექტორის უმსხვილესი ინვესტორია. კომპანიამ განახორციელა 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადის მშენებლობა, ჯამური ინვესტიციით – 550 ...

Read More »