Tag Archives: #ენერგეტიკა

ევროკავშირი უკრაინას 900 გენერატორს უგზავნის

ევროკავშირი უკრაინას ენერგეტიკულ სფეროში დახმარებას გაუწევს და ქვეყანაში 900 გენერატორს გაგზავნის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ში დაწერა. „ევროკავშირი მუშაობს ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდაზე უკრაინას, მოლდოვასა და დანარჩენ ევროპას შორის. ჩვენ ასევე 900 გენერატორს ვუყრით თავს, ქვეყანას ელექტროენერგიით მომარაგებისთვის, მათ შორის საავადმყოფოებისთვის“, – დაწერა მან. ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინა ასევე მიიღებს ენერგიის დაზოგვის ნათურებს. “და ჩვენ ვაგზავნით ...

Read More »

იტალიის პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს გამორთონ შუქი, რათა იგრძნონ როგორ ცხოვრობენ დღეს უკრაინელები

იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ იტალიელებს მოუწოდა, ერთი საათით გამორთონ შუქი, რომ გაიგონ უკრაინელების მძიმე მდგომარეობა, რომლებიც რუსული დაბომბვების გამო, ელექტროენერგიის პრობლემას ებრძვიან. “ყველა კულტურაში შობა სიბნელეზე სინათლის გამარჯვების მომენტია, მაგრამ ამის მაგივრად უკრაინა, თითქმის მთელი დღეები ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. იმის გასაგებად, თუ რას გრძნობენ უკრაინელები, მე ვთხოვდი ყველა იტალიელს, ერთი საათით ელექტროენერგია გამორთონ, რომ გავიგოთ, რაც ნიშნავს, როდესაც ხალხი იცავს ...

Read More »

რუსეთის განუწყვეტელი დაბომბვის შედეგად ჩერნიჰივს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ჯერ კიდევ მარტში რუსეთის განუწყვეტელი დაბომბვის გამო ჩერნიჰივის რეგიონში ელექტროენერგია გაითიშა. ადგილობრივი ელექტრიკოსები რამდენიმე წუთით მაინც თუ ახერხებენ მის ჩართვას. ელექტრიკოსებს მაქსიმსა და ანატოლის მუშაობა ჩერნიჰივის ცხრათვიანი ბლოკადის დროსაც მოუწიათ. ისინი ახლაც, 9 თვის შემდეგაც, დაბომბვის შედეგებთან ცდილობენ გამკლავებას. “ახალ კაბელებთან ერთად ძველებიც გვაქვს. ვცდილობთ ხაზის აღდგენას, რადგან ის სერიოზულად არის დაზიანებული. ელექტროენერგია არ არის პროდუქტი, რომელსაც ჩანთაში ჩადებ და სახლში წაიღებ. ის იმდენი იწარმოება, რამდენსაც მოსახლეობა მოიხმარს.  ახლა კი, სამწუხაროდ, აი, ამ პირობებში ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

23 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, სოფელი დიდების (ნაწილობრივ), კიკეთის, ბეთანიის, კვესეთის, წყნეთის გზატეკცილის და ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III, IV მიკრორაონების ...

Read More »

სსე გახდა პირველი მხარე, რომელმაც დაიწყო ენერგეტიკული საზოგადოების პროექტის ფარგლებში შემუშავებული განახლებადი ენერგიის წარმოშობის გარანტიების ელექტრონული რეესტრის გამოყენება

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი განახლებადი ენერგიისკენ. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” გახდა პირველი მხარე, რომელმაც დაიწყო ენერგეტიკული საზოგადოების პროექტის ფარგლებში შემუშავებული განახლებადი ენერგიის წარმოშობის გარანტიების ელექტრონული რეესტრის გამოყენება. ელექტრონული რეესტრები შეიქმნა ალბანეთისთვის, ორი სუბიექტისთვის ბოსნია და ჰერცეგოვინაში, საქართველოში, კოსოვოში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მოლდოვაში, მონტენეგროში და უკრაინაში. ცხრავე რეესტრი მზად არის ამოქმედდეს მხარეების, გამცემ ორგანოებსა და სერვისის მიმწოდებელ Grexel-ს შორის პირდაპირი შეთანხმებების ხელმოწერის შემდეგ.

Read More »

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ უკრაინის მხარდასაჭერად 25 ცალი მაღალი სიმძლავრის გენერატორი შეიძინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ უკრაინის მხარდასაჭერად 25 ცალი მაღალი სიმძლავრის გენერატორი შეიძინა. ყველა გენერეტორი არის სამრეწველო დანიშნულების. მათი საშუალებით შესაძლებელია, საგანგებო რეჟიმში იმუშაონ საავადმყოფოებმა, კვებისა და სხვა სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტებმა. საქართველოს მთავრობამ უკრაინისთვის გენერატორების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება 9 დეკემბერს მიიღო. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ შეძენილი გენერატორების საერთო ღირებულებამ 1,5 მლნ ლარი შეადგინა. გენერატორების დატვირთვის პროცესს დაესწრნენ ეკონომიკისა და ...

Read More »

სემეკთან შეთანხმებით „თბილისი ენერჯი“ 174 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე ქ. თბილისში შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ 2023-2027 წლებში განსახორციელებელი ინვესტიციების გაზრდილი მოცულობა შეითანხმა. კომპანია მომდევნო 5 წლის განმავლობაში 174, 385,51 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, ქ. თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციისა და გაზმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, შპს „თბილისი ენერჯი“ უზრუნველყოფს  ქსელის რეკონსტრუქციასა და სხვადასხვა სამუშაოების ჩატარებას. ...

Read More »

შავი ზღვაში კაბელი 3 წელიწადში ჩაიდება, მისი გამტარუნარიანობა ,,ენგურჰესის” სიმძლავრეს გაუტოლდება

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის კვლევას დაახლოებით 5-6 თვე დასჭირდება, ხოლო საბოლოოდ მისი გამართვა 3-4 წელიწადში დასრულდება. ენერგეტიკოსების გათვლით, წყალქვეშა კაბელის გამტარუნარიანობა 1000 მეგავატია, რითაც ,,ენგურჰესის” სიმძლავრეს უტოლდება. ქვეყნისთვის მთავარი  სარგებელი ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობაა, თუმცა ტრანზიტიდან რა დარჩება საქართველოს და რა ფინანსურ მოგებას ნახავს ქვეყანა, ჯერ საუბარი ნაადრევია, სანამ ხელშეკრულებას ხელი არ მოეწერება. ფაქტია, რომ ქვეყანაში ენერგეტიკული ობიექტების განვითარებაზე ...

Read More »

რამდენს აწარმოებს და რამდენი ელექტროენერგია გააქვს ექსპორტზე აზერბაიჯანს

რამდენიმე დღის წინ საქართველომ, რუმინეთმა, აზერბაიჯანმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ახალი ელექტროგადამცემი კაბელის გაყვანას ითვალისწინებს და სამხრეთ კავკასიას ევროპულ სისტემასთან ინტეგრირების საშუალებას მისცემს. მართალია, პროექტი საქართველოსთვის უზარმაზარი შესაძლებლობა და ევროპულ ოჯახთან დაკავშირების პერსპექტივაა, თუმცა ამ ეტაპზე მთავარ საექსპორტო ქვეყნად აზერბაიჯანი განიხილება. სწორედ ჩვენი მეზობლის შესაძლებლობებს გადავავლებთ თვალს ელექტროენერგიის წარმოების მხრივ ამ სტატიაში. დავიწყოთ ელექტროენერგიის ...

Read More »

უკრაინის „ენერგოატომი“ და Urenco გამდიდრებული ურანის მიწოდებაზე შეთანხმდნენ

უკრაინული კომპანია „ენერგოატომი“ და Urenco Group-ი, 2026 წლიდან, უკრაინის ატომური ელექტროსადგურებისთვის გამდიდრებული ურანის მიწოდების საკითხში გრძელვადიან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, იტყობინება რუსული მედია. მოლაპარაკება „ენერგოატომის“ პრეზიდენტ პეტრ კოტინსა და Urenco-ს აღმასრულებელ დირექტორ ბორის შუხტს შორის შედგა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს – 2024-2025 წლებში Westinghouse-ის გამდიდრებული ურანის მიწოდების ზრდა უკრაინის ატომური ელექტროსადგურებისთვის. აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ენერგოატომი“ Urenco-სთან ურანის შესყიდვების შესაძლო გაზრდაზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს. მარტში „ენერგოატომმა“ ...

Read More »