Tag Archives: #ტარიფები

საწვავის ფასები სხვადასხვა ქვეყნებში (ფასების ცხრილი)

საქართველოში საწვავის ფასი იზრდება

საქართველოს ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი კვლავ  გაიზარდა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ბენზინი ფასი ქვეყანაში საშუალოდ 73 თეთრით არის გაზრდილი. რეგულარის ტიპის საწვავის ფასი 3 ლარის ნიშნულს უახლოვდება. ხოლო, პრემიუმის ღირებულებამ უკვე რამდენიმე თვეა 3 ლარს გადააჭარბა. ფასის მატების მთავარ მიზეზად, მსოფლიოს მასშტაბით საწვავის გაძვირება სახელდება. რა ღირს ამჟამად საწვავი ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე იხილეთ ქვემოთ:         შექმნილ ვითარებაში, სპეციალისტები ...

Read More »

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა, საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას აფასებს და აცხადებს, რომ დღეს როგორც საერთაშორისო ბაზარზე ფასწარმოქმნაზე მოქმედი, ასევე ადგილობრივი პარამეტრები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში დაიწყოს საწვავის გაიაფება. აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წელს საწვავის ფასი საქართველოში განუხრელად იზრდება. მან ისტორიაში პირველად, გადალახა ყველა ფსიქოლოგიური ნიშნული და ერთი ლიტრი საწვავის ფასი გასცდა 3 ...

Read More »

სემეკი: საჩივრებს შევისწავლით და ზედმეტობის შემთხვევაში, მომხმარებლებს გადასახადი დაუკორექტირდებათ

სემეკ-ში ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიების წინააღმდეგ რამდენიმე ათეული საჩივარი შევიდა. აბონენტების ნაწილი აცხადებს, რომ ივლისში ელექტროენერგიის მოხმარებისთვის დარიცხული გადასახადი გაცილებით მეტია და მათი ვარაუდით, კომპანიებმა ზედმეტი გადასახადი დაარიცხეს. სემეკ-ში აცხადებენ, რომ თითოეულ საჩივარს შეისწავლიან და თუკი ზედმეტობა დაფიქსირდა, მომხმარებელს გადასახადი დაუკორექტირდება, კომპანიები კი, დაჯარიმდებიან. პირველი ივლისიდან მომხმარებელს „თელასისა“ და „ენერგოპროს“ ნაცვლად, „თელმიკო“ და „ეპ ჯორჯია“ ემსახურება. ამ ცვლილებების გამო, აბონენტებს, ერთჯერადად, ...

Read More »
სტიქიით დაზარალებულ სოფელ ახალდაბას გაზმომარაგება აღუდგა

გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების ტარიფები გაიზარდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 28 ივნისის საჯარო სხდომაზე იმსჯელა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი მცირე კომპანიებისათვის – შპს „გასკო +“, შპს „ვარკეთილაირი“, სს „ენერგოკავშირი“ ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების ტარიფების კორექტირებაზე. კორექტირებული ტარიფები ძალაში შევა პირველი ივლისიდან და იმოქმედებს 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შპს „გასკო +“ ოპერირებს ქალაქ სენაკში ...

Read More »
ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც იმპორტირებული ელექტროენერგიის და ნამახვანჰესის ტარიფებს ვადარებთ?

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის გასამყარებლად, ნამახვანჰესის გარანტირებული შესყიდვის ტარიფს (6.2¢/კვტსთ) ხშირად იმპორტირებული ელექტრონერგიის ღირებულებას ადარებენ რითაც ცდილობენ გააკეთონ დასკვნა სადგურის ეკონომიკური მომგებიანობის შესახებ. აღნიშნული მიდგომა, გარდა იმისა, რომ სრულად უგულებელყოფს ელექტრონერგიის სტრატეგიულ მნიშვნელობას, ძირეულად და პრინციპულად მცდარია.  რამდენიმე მიზეზით: ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა უნდა დასრულდეს 5 წლის შემდეგ და გარანტირებული შესყიდვის ტარიფი 6.2¢/კვტსთ  იმოქმედებს შემდგომი 15 წელი, ანუ დაახლოებით 2026-2040 წლებში. ამ ტარიფის შედარება დღევანდელი იმპორტის ...

Read More »

სანდრო რაქვიაშვილი: იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასები საჯარო უნდა გახდეს

პოლიტიკური გაერთიანება გირჩის წარმომადგენელმა, პარლამენტის წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა „გირჩი TV”-ში გამოსვლისას განაცხადა, რომ იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასები საჯარო უნდა გახდეს. მისი თქმით, იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასები უნდა იყოს საჯარო, რადგან შეგვეძლოს ადეკვატურად შევადაროთ, რა უფრო მომგებიანია – დენის იმპორტი, თუ ადგილობრივი ენერგეტიკული პროექტების განხორციელება. „იმის დასადგენად, ესა თუ ის ენერგეტიკული პროექტი მომგებიანია, თუ არა, საჭიროა ვიცოდეთ, რა ღირს იმპორტირებული ელექტროენერგია. ჩვენ გვეუბნებიან, ...

Read More »

„თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მაისში მოხმარებული გაზის საფასური ძველი ტარიფით დაანგარიშდება

„თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მაისში მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დაანგარიშება მოხდება მაისში მოქმედი ტარიფით, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სემეკ-ში განუცხადეს. სემეკ-ი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ ნებისმიერი გაურკვევლობის შემთხვევაში, მომართონ კომისიას ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს ქოლ-ცენტრს. „არსებული რეგულაციების შესაბამისად, კომპანია ვალდებულია, ბუნებრივი გაზის მრიცხველის წაკითხვა და, შესაბამისად, მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვა განახორციელოს ყოველთვიურად, თვეში ერთხელ. კომპანია მრიცხველის წაკითხვას ახორციელებს ...

Read More »

2013 წლიდან დღემდე თბილისში მოსახლეობას ბუნებრივი გაზი 19%-ით გაუძვირდა

თბილისის მოსახლეობა ბუნებრივი აირი 1-ლი ივნისიდან 8 თეთრი 54 თეთრამდე უძვირდება. ტარიფი ამ დრომდე 46 თეთრს შეადგენდა, რაც საქართველოს მასშტაბით ყველაზე დაბალი იყო, რეგიონებში 1 კუბური მეტრი გაზი 57 თეთრი ღირს. ორივე შემთხვევაში კომერციული ტარიფი ბევრად მაღალია. თბილისში, „თბილისი ენერჯის“ აბონენტებისთვის ფასი 1.1 ლარია, რეგიონებში „სოკარის“ აბონენტებისთვის 95 თეთრი. თბილისში ბუნებრივი გაზის ტარიფი ბოლოს 2017 წელს გაიზარდა. ზრდა უმნიშვნელო იყო ...

Read More »

ოთარ ანგურიძე: ბუნებრივი გაზის ტარიფის ზრდა მოსალოდნელი იყო, ასეთ პირობებში არჩევანია გასაკეთებელი ტარიფის გონივრულ ზრდასა და მიწოდების რისკებთან დაკავშირებით

თბილისში გაზის ტარიფი 2017 წლიდან არ შეცვლილა. თუმცა, ამ პერიოდის განმავლობაში გაიზარდა აბონენტების რაოდენობა და მოხმარება. მაგალითად, თუნდაც 2020 წელს უფრო მეტი გაზი სჭირდებოდა თბილისის მოსახლეობას, ვიდრე 2017 წელს. რასაც ასევე ემატება ის ახლად წარმოქმნილი რისკები რაც განპირობებულია პანდემიასთან და ლარის გაუფასურებასთან. წლების მიხედვით თუ განვსაზღვრავთ 18%-იანი ზრდა ფიქსირდება, – ასე გამოეხმაურა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე სემეკის გადაწყვეტილებას, რომელიც ...

Read More »

მურმან მარგველაშვილი: დარგის შესანარჩუნებლად სემეკს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და ეს გარდაუვალი ნაბიჯი იყო

ენერგეტიკოსები მიიჩნევენ, რომ დარგის შესანარჩუნებლად სემეკს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და ეს გარდაუვალი ნაბიჯი იყო. „გაზის ტარიფი ლარის კურსის ცვლილების გამო გაიზარდა. ქვეყანაზე უფასო არაფერია და ეს რომ არ ასახულიყო ტარიფში, ერთადერთი გამოსავალი რჩებოდა ბიუჯეტიდან დაფარვა კურსის ცვლილებით გამოწვეული სხვაობის, რაც ისევ ჩვენი ფულის გადახდა გამოდის“, – აცხადებს ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი. სემეკმა ბუნებრივი გაზის ახალი ტარიფი ბოლოს 2019 წლის 31 ...

Read More »