Tag Archives: #ენერგოკომპანია

გიორგი ჩიქოვანი: ის განცხადებები და დასკვნები, რომლებიც გავრცელდა ნამახვანჰესთან დაკავშირებით, საკმაოდ ზედაპირულია და რეალობასთან ახლოს არ არის

დღეს გავეცანით EMC-ის განცხადებას ნამახვანჰესის შესახებ. ჩვენ ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ და სულ მალე გვექნება საკმაოდ დეტალური და კომპენტენტური პასუხები ამ განცხადებაზე, – ამის შესახებ ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისივე თქმით, ის განცხადებები და დასკვნები, რომლებიც გავრცელდა, საკმაოდ ზედაპირულია და რეალობასთან ახლოს არ არის. „ისინი საკმაოდ დილეტანტურ დონეზეა მომზადებული, როგორც ეკონომიკური, ასევე ენერგეტიკული და გარემოს დაცვითი ...

Read More »

მაია ბითაძე: „ნამახვაჰესის“ მშენებლობა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში დიდ როლს ითამაშებს

როგორც ენერგეტიკოსები გვეუბნებიან, „ნამახვანვანჰესი“ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში ძალიან დიდ როლს ითამაშებს, – ამის შესახებ მაია ბითაძემ განაცხადა. პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ გარკვეული კითხვები არსებობს ბუნებაზე ზემოქმედების კუთხით. ​„თუმცა გარემოს დაცვის კუთხით კვლავ რჩება კითხვები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. ვფიქრობ ამ კითხვებზე ინფორმაცია ჯერ კიდევ არ არის კარგად მიწოდებული როგორც საზოგადოებისთვის, ასევე გვრჩება ჩვენც – გარემოს დაცვის კომიტეტს და ზოგადად საპარლამენტო გუნდს“, – განაცხადა ...

Read More »

ჩოხატაურის ადმინისტრაციული შენობის წინ, სოფელ სურების მოსახლეობა გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციას მართავს

როგორც ისინი აცხადებენ, დღეს 14:00 საათზე ზემო სურებში „ბარამიძე ჰესის” პროექტის ონლაინ სკოპინგის განხილვა უნდა შედგეს. შეკრებილები ამბობენ, რომ არ დაუშვებენ ჰესების მშენებლობისთვის მათი მიწის ფართობების „სუფსა ენერჯისათვის” 49 წლის ვადით გადაცემას. მათივე მტკიცებით, სუფსისი ხეობა საფრთხეშია და დახმარებას ითხოვენ. „ვაპროტესტებთ, არ დამახინჯდეს ჩვენი სურების ხეობა, არ მოექცეს მდინარე სუფსა მილებში და ნაცვლად ჰესების მშენებლობისა აქ განვითარდეს ტურიზმი.როგორც ჩვენთვის ცნობილია ...

Read More »
როგორ ითვისებს საქართველო არსებულ ენერგოპოტენციალს

პროსუმერების რაოდენობის ზრდა ელექტროსისტემისთვის გამოწვევა ხდება

პროსუმერების რაოდენობის ზრდა ელექტროსისტემისთვის გამოწვევა ხდება. „სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიით მომარაგების ავტონომიური სისტემების ზრდის საპასუხო ნაბიჯების აუცილებლობაზე საუბრობს, რადგანაც სულ უფრო იზრდება იმ საწარმოების, კომპანიების თუ მოსახლეთა რაოდენობა, რომლებიც ცდილობენ შექმნან ელექტროენერგიით მომარაგების ავტონომიური სისტემა და დაუკავშირონ ის გამანაწილებელ და გადამცემ ქსელს. „არასაკმარისი სარეზერვო სიმძლავრის შემთხვევაში, სისტემაში შეიძლება წარმოიქმნას სიმძლავრის დიდი დეფიციტი და შესაბამისად ავარიული სიტუაციის განვითარების საფრთხე. მეორე მხრივ, განაწილების ...

Read More »

“ენკა რინიუებლზის” გენერალური მენეჯერი განცხადებას ავრცელებს

ნამახვანჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია “ენკა რინიუებლზის” გენერალური მენეჯერი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “მოგესალმებით,მე ვარ ზეკი ქოჯაოღლუ, “ენკა რინიუებლზ”-ის გენერალური მენეჯერი. უკვე 6 წელია, რაც საქართველოში ვცხოვრობ. მქონდა პატივი, ვყოფილიყავი SCPX- სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების- პროექტში, BP-ის გენერალური კონტრაქტორის ENKA-ს ხელმძღვანელი. ეს პროექტი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ბედნიერი ვარ, რომ მცირე წვლილი შევიტანე საქართველოს სამომავლო განვითარებაში. გარდა ამისა, საქართველოსთან ...

Read More »

გიორგი ჩიქოვანი: “თუ არ აითვისა ქვეყანამ ჰიდრორესურსი, მაშინ რა ალტერნატივას გვთავაზობენ ოპონენტები?”

სიახლე არ არის, რომ საზოგადოების ნაწილში დიდი ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო განწყობებია. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ბოლო პერიოდში მდინარე რიონის ხეობაში, ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობას მოქალაქეების ნაწილი აპროტესტებს. მათ გასული წლის 29 ოქტომბერს ჯვარი იმ ტერიტორიაზე აღმართეს, სადაც ამჟამად მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. აქციების მონაწილეები ტერიტორიიდან “ნამახვანიჰესის” ინვესტორის – კომპანია „ენკას“ წასვლას ითხოვენ. დღეს კი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში რაჭა-ლეჩხუმში ჰესების ...

Read More »

რაკეშ ნაიკი: „შუახევი ჰესის“ წარმატებულ მართვაში ქართველი ინჟინრების როლი მნიშვნელოვანია

რაკეშ ნაიკი კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორია. საქართველომდე იყო გრძელი და საინტერესო გზა „ტატა ფაუერის“ არაერთ პროექტში დამწყები ინჟინრის პოზიციიდან მსხვილი პროექტების მართვით დასრულებული. ერთი წლის წინ საქართველოში ჩამოვიდა, რათა საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტის – „შუახევი ჰესის“ ოპერირებაში შესვლის პროცესისთვის ეხელმძღვანელა. მისია წარმატებით შეასრულა. ჰესი თითქმის ერთი წელია წარმატებით გამოიმუშავებს ელექტროენერგიას. შედეგი ციფრებში იზომება – „შუახევი ჰესმა“ დაახლოებით 8%-ით გაზარდა სეზონური ...

Read More »

კომპანია „ენკა“ EMC-ის განცხადებას ეხმაურება

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ენკა“ EMC-ის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. EMC მიიჩნევს, რომ რიონის ხეობაში ქვემო ნამახვანჰესზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა, არღვევს სანებართვო პირობებს. ორგანიზაცია მიმართავს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ნებართვის გარეშე მიმდინარე მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოები. „ენკას“ განცხადებით, ქვედა ნამახვანჰესზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, არსებული ნებართვის საფუძველზე ხორციელდება. კომპანიის განცხადებას სრულად გთავაზობთ. „გვსურს, ...

Read More »

თურნავა: „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის შემდეგ დამატებით 100 მლნ კვტ ენერგიის გამომუშავებას შევძლებთ

„ენგურჰესი“ არის ჩვენი ჰიდროენერგიის ყველაზე დიდი წყარო, რომელიც ასაზრდოებს საქართველოს და ელექტრობაზარს დიდი მოცულობით – 40 – 50 პროცენტით აწვდის ჰიდრორესურსებს. ეს არის ძალიან ძვირფასი ენერგია ჩვენთვისაც და ჩვენი აფხაზი ძმებისა და დებისთვის, რადგან „ენგურჰესი“ არის ჩვენი საერთო სიმდიდრე, რომელიც აერთიანებს სრულიად საქართველოს“ – ეს შეფასება ნათია თურნავამ „ენგურჰესის“ სადერივაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ მედიისთვის მიცემული კომენტარისას გააკეთა. მინისტრის ...

Read More »

მთავრობა სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებას იწყებს – პირველი ელექტროსისტემა იქნება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმების დაწყება უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესია ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებისთვის. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელსაც ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი უხელმძღვანელებს. „კიდევ ერთი თემა, რომელზეც ჩვენ დავიწყებთ მსჯელობას, ეს გახლავთ უკვე დაანონსებული და ჩვენ სამთავრობო პროგრამაშიც ჩავდეთ, უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების განმავლობაში, ეს ...

Read More »