Tag Archives: #ელექტრიფიკაცია

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

23 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, სოფელი დიდების (ნაწილობრივ), კიკეთის, ბეთანიის, კვესეთის, წყნეთის გზატეკცილის და ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III, IV მიკრორაონების ...

Read More »

სემეკთან შეთანხმებით „თბილისი ენერჯი“ 174 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე ქ. თბილისში შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ 2023-2027 წლებში განსახორციელებელი ინვესტიციების გაზრდილი მოცულობა შეითანხმა. კომპანია მომდევნო 5 წლის განმავლობაში 174, 385,51 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, ქ. თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციისა და გაზმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, შპს „თბილისი ენერჯი“ უზრუნველყოფს  ქსელის რეკონსტრუქციასა და სხვადასხვა სამუშაოების ჩატარებას. ...

Read More »

რამდენს აწარმოებს და რამდენი ელექტროენერგია გააქვს ექსპორტზე აზერბაიჯანს

რამდენიმე დღის წინ საქართველომ, რუმინეთმა, აზერბაიჯანმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ახალი ელექტროგადამცემი კაბელის გაყვანას ითვალისწინებს და სამხრეთ კავკასიას ევროპულ სისტემასთან ინტეგრირების საშუალებას მისცემს. მართალია, პროექტი საქართველოსთვის უზარმაზარი შესაძლებლობა და ევროპულ ოჯახთან დაკავშირების პერსპექტივაა, თუმცა ამ ეტაპზე მთავარ საექსპორტო ქვეყნად აზერბაიჯანი განიხილება. სწორედ ჩვენი მეზობლის შესაძლებლობებს გადავავლებთ თვალს ელექტროენერგიის წარმოების მხრივ ამ სტატიაში. დავიწყოთ ელექტროენერგიის ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელქტრომომარაგება შეუწყდება

21 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, ბელიაშვილის, ჩაჩავას და ლუბლიანას ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, IV ...

Read More »

“ხუდონჰესი” შესაძლოა საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხის ნაწილითაც აშენდეს

სახელმწიფომ ინვესტორისგან ხუდონჰესის პროექტი გამოისყიდა.პროექტის გამოსყიდვა სახელმწიფოს $13.5 მილიონი დაუჯდა.  პროექტი სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდება. აუქციონი მომავალ წელს გამოცადდება, მთავრობის გაცხადებული პოზიციაა, რომ მსხვილი სტარტეგიული პროექტები სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით უნდა ხორციელდებოდეს.  სვანეთში ხუდონჰესის პროექტი ინდურ კომპანია „ტრანს ელექტრიკს“ უნდა განეხორციელებინა. პროექტი მოიცავდა თაღოვანი კაშხლის, მიწისქვეშა ელექტროსადგურის, წყალსაგდებების, წყალმიმღებებისა და სხვა ნაგებობების მშენებლობას. ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 1.5 მლრდ კვრ.სთ უნდა ყოფილიყო.  როგორი იქნება ახალი სიცოცხლე და როგორია მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკა,  – თემაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გადაცემაში “ბიზნესი რუსთავი 2-ზე“ ისაუბრა:  -სახელმწიფოს გაცხადებული პოზიციაა, რომ ყველა მსხვილ და სტრატეგიულ პროექტს, სახელმწიფო აქტიური მონაწილეობით განახორციელებს. რას გულისხმობს ეს როლი და  ჩართულობა ? -მნიშვნელოვან პროექტებთან დაკავშირებით, ჩვენი ...

Read More »

კიევის ოლქის 80% ელექტროენერგიის გარეშე რჩება

კიევის ოლქის 80% ელექტროენერგიის გარეშე რჩება, – განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა, ოლექსი კულებამ. მისი თქმით, ელექტროენერგიასთან დაკავშირებული ვითარება კრიტიკული რჩება. „აღვნიშნავ, რომ მტრის ყოველი დაბომბვისას სარემონტო სამუშაოების სირთულე და ხანგრძლივობა იზრდება“, – განაცხადა კულებამ.

Read More »

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის საშუალებით სხვა რეგისტრში ავა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა“

რა შესაძლებლობებს  ხსნის  შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა  კაბელი  და  რა შედეგებს მოუტანს ის საქართველოს.  ამ  თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ ისაუბრა. გია არაბიძის შეფასებით, ამ პროექტით, საქართველო, როგორც ტრანზიტული დერეფანი კასპიის მხრიდან ევროპისაკენ, უკვე სხვა რეგისტრში და სხვა სიმაღლეზე ავიდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია,  როგორც პოლიტიკური სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური  თვალსაზრისით. „ჩვენ უკვე ვხვდებით ...

Read More »

აშშ უკრაინას ელექტროენერგიის სწრაფი აღდგენისთვის საჭირო აღჭურვილობას მიაწვდის

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებული ენერგეტიკული ობიექტების სწრაფი აღდგენისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდებას უზრუნველყოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა ენერგეტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეფრი პიატთან და უკრაინაში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბრიჯიტ ბრინკთან შეხვედრის საფუძველზე განაცხადა. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე ერმაკმა თანამოსაუბრეებს 16 დეკემბერს რუსული თავდასხმის შედეგები გააცნო. „ჩვენს ქვეყანას სჭირდება ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: ხუდონჰესის პროექტის განხორციელებას 2023 წლის დასაწყისიდან დავიწყებთ

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მოიწონა შეთანხმება „ხუდონის“ ჰიდროელექტროსადგურის გამოსყიდვის შესახებ. დავითაშვილის თქმით, შედგა შეთანხმება ინვესტორ კომპანიასთან და სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი, რის შემდეგაც, სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით, პროექტის განხორციელება 2023 წელს დაიწყება. „მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მოიწონა შეთანხმება „ხუდონის“ ჰიდროელექტროსადგურის გამოსყიდვის შესახებ. შესაბამისად, შედგა შეთანხმება ...

Read More »

აზერბაიჯანიდან საქართველოზე ტრანზიტით თურქეთში გასული ელექტროენერგიის მოცულობა 208%-ით არის გაზრდილი

საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მომდინარე წლის თერთმეტ თვეში საქართველოდან ტრანზიტის მიზნით გასული ელექტროენერგიის მოცულობამ 2 643,8 მლნ ლვტსთ შეადგინა. საქართველოზე ტრანზიტით ელექტროენერგია თურქეთში აზერბაიჯანმა, რუსეთმა და სომხეთმა გაიტანეს. საქართველოდან ტრანზიტით გასული ელექტროენერგიის მოცულობა გასული წლის თერთმეტ თვესთან შედარებით 154%-ით არის გაზრდილი – 1 042,4 მლნ კვტსთ-დან 2643,8 მლნ კვტსთ-მდე. იანვარ-ნოემბერში თურქეთში აზერბაიჯანიდან საქართველოზე ტრანზიტით გასული ელექტროენერგიის ...

Read More »