Tag Archives: #ენერგეტიკა

ახალგორიდან მილსადენის გატანის დამუშავებული პროექტი არსებობს

BP მზის ენერგეტიკის ამერიკულ პროექტებზე 220 მილიონ დოლარს დახარჯავს

ენერგეტიკული გიგანტი „ბრიტიშ პეტროლეუმი“ შეერთებული შტატების ენერგიის განახლებადი წყაროების პროექტებში, ჯამში 220 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. თანხის უმეტესი ნაწილი, ამ სფეროში მომუშავე კომპანია „7X ენერჯისგან“ მზის პროექტების შესყიდვაზე დაიხარჯება. შესყიდული აქტივების ჯამური სიმძლავრე 9 გიგავატს შეადგენს. ეს „ბრიტიშ პეტროლეუმის“ პირველი შესყიდვაა მზის ენერგეტიკის სფეროში მას შემდეგ, რაც 2017 წელს ევროპაში მზის ენერგეტიკის სფეროს უდიდესი კომპანია, „საითსურსი“ შეისყიდა. უკვე რამდენიმე ათეული ...

Read More »

Rimac-მა ჰიპერ ელექტრომობილი წარადგინა

ხორვატიულმა ავტომწარმოებელმა Rimac-მა ჰიპერ ელექტრომობილის ლიმიტირებული სერია წარადგინა, რომლის ღირებულება დაახლოებით 2,4 მილიონი ევროა. როგორც Bloomberg-ი წერს, ავტომობილების პირველი პარტია მსოფლიო ბაზრზე 2021 წელს გამოჩნდება. Tesla-ს ერთ-ერთი კონკურენტის ჰიპერქარის სახელწოდებაა Neverna. მას საათში 100 კილომეტრის განვითარება შეუძლია. 20%-დან 80%-მდე კი 18 წუთში იმუხტება.

Read More »
ენგურჰესი გარკვეული პერიოდებით მუშაობას შეწყვეტს

მაისში, საქართველოში გამომუშავებული ელქტროენერგიის მესამედზე მეტი ენგურჰესზე მოდის

ესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით 2021 წლის მაისში ელექტროსადგურების მიერ სალტეზე გაშვებული (გასაყიდი) ელექტროენერგიის რაოდენობამ შეადგინა 1 202, 046 815 მლნ კვტსთ სალტეზე გაშვებული (გასაყიდი) ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით შედგენილი რეიტინგის ათეულში შედიან: ○ ენგურჰესი (მარეგულირებელი) 402 444 030 კვტსთ ანუ სულ, საქართველოში სალტეზე გაშვებული ელექტროენერგიის რაოდენობის 33,5% ○ ვარციხეჰესი (სეზონური) 103 263 315 კვტსთ – 8,6% ○ ვარდნილჰესი (მარეგულირებელი) 88 142 ...

Read More »

ზელენსკი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის დასრულების შეჩერება მხოლოდ აშშ-სა და პრეზიდენტ ბაიდენს შეუძლიათ

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის დასრულების შეჩერება მხოლოდ აშშ-სა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეუძლიათ, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის დროს. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ რუსეთისთვის მძლავრი იარაღი იქნება. „ამ გაზსადენის ამუშავება უკრაინას წაართმევს სახსრებს, რომელიც საჭიროა უკრაინის არმიის გასაძლიერებლად, რომელიც დღეს მთელ ევროპას იცავს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 20 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ...

Read More »

გიორგი ჩიქოვანი: ელექტროენერგეტიკის ინფრასტრუქტურისა და შიდა გენერაციის წყაროების განვითარება არის ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანა

ჰესების მშენებლობის მოწინაღმდეგეებისგან სულ უფრო და უფრო ხშირად გაისმის შენიშვნა, რომ საქართველოს არ გააჩნია ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელის მიხედვითაც იქნება განსაზღვრული, თუ რეალურად რამდენი ელექტროენერგია სჭირდება ქვეყანას, რა წყაროებით შეიძლება აღნიშნული საჭიროების დაკმაყოფილება და რომ შეიძლება სულაც არ არის აუცილებელი დამატებით ამდენი ჰიდროპროექტის მშენებლობა და არსებული გენერაციის ობიექტების რეაბილიტაციის შემდეგ, ასევე მზისა და ქარის რესურსების დახმარებით, თავისუფლად შეძლებს ქვეყანა ...

Read More »

„რასაკვირველია, ჰესების აშენებით ზიანი გარდაუვალია, მაგრამ სარგებელი განუზომლად დიდია“, -ზურაბ ნოღაიდელი

იმის ახსნა, თუ საით მიდის ქვეყანა ეკონომიკურად, მათ შორის, ენერგეტიკულად, ვფიქრობ, უნდა იყოს ძალიან მარტივად შესაძლებელი. შესაძლოა ეს დაგვიანდა კიდეც, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ზურაბ ნოღაიდლი აცხადებს.  მისი თქმით, საქართველომ აუცილებლად უნდა დაისახოს მიზნად ეკონომიკის განვითარების იმ პარამეტრების მიღწევა, რაც სიღარიბის დაძლევის შესაძლებლობას მოიტანს. „ამ პროცესში ყველაზე დიდი როლი ...

Read More »
2017 წლიდან სამშენებლო წესებში ენრგოეფექტურობის გათვალისწინება სავალდებულო გახდება

შენობების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ერთი წლით გადავადება იგეგმება

შენობების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების გადავადება ერთი წლით – 2022 წლის 30 ივნისამდე იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონში შედის. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ იმ პირებისთვის, რომლებიც სავარაუდოდ გეგმავდნენ ახალ მშენებლობას ან მნიშვნელოვან რეკონსტრუქციას 2021 წლის 30 ივნისიდან 2022 წლის 30 ივნისამდე პერიოდში, მათთვის სავალდებულო არ იქნება ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების გათვალისწინება პროექტში და შემდეგ ამ მოთხოვნების დაცვით მშენებლობა. კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, ...

Read More »
ერდოღანი: მზად ვარ გადავდგე თუ დამტკიცდა, რომ თურქეთი ნავთობს ისლამური სახელმწიფოსგან ყიდულობს

“თურქეთს საქართველოსთან ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები აქვს განხორციელებული მთლიანად რეგიონს უცვლის სახეს”

როგორც ენერგეტიკის, ასევე ყველა სხვა სფეროში არის თურქული ინვესტიციები საქართველოში, რომელიც 214 მლნ დოლარია, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთს საქართველოსთან აქვს დიდი, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელებული, ისეთი პროექტები, რომელიც მთლიანად რეგიონს უცვლის სახეს. „ერთ-ერთი ასეთი არის სტრატეგიული პროექტი, სამხრეთ გაზის დერეფანი, რომელზედაც ჩვენ უკვე შევქმენით ...

Read More »

გიორგი ჩიქოვანი: ენერგოსისტემას მოუწევს ისეთი ახალი გამოწვევების გადალახვა, როგორიცაა, მაგალითად, ელექტრომობილი

ელექტროენერგეტიკა არის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს სოციალურ სფეროსა და საქართველოს მოსახლეობაზე. “ენერგონიუსი” დაუკავშირდა ს.ს. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორს გიორგი ჩიქოვანს, იმის გასარკვევად, თუ როგორ უნდა შეძლოს საქართველომ ენერგეტიკაში არსებული გამოწვევების გადალახვა და ზოგადად როგორ ესახება მას ქვეყნის ენერგეტიკის მდგრადი განვითარება? ექსპერტის აზრით, ელექტროენერგეტიკის ინფრასტრუქტურის და შიდა გენერაციის წყაროების განვითარება არის ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანა. საქართველოს ენერგოსისტემას მოუწევს არამხოლოდ იმ ...

Read More »

სემეკმა 2020 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2020 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარების ტენდენციები და არსებული გამოწვევები, მომსახურების ხარისხის სტანდარტების შესრულების მაჩვენებლები, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სადავო საკითხების გადაწყვეტის მაჩვენებლები, საერთაშორისო პროექტებში კომისიის ჩართულობის შედეგები. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ელექტროენერგეტიკული სექტორის რეფორმის მიმდინარეობაზე. „2020 წელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წელი იყო, რომელსაც თან ...

Read More »