Tag Archives: #ენკა

ნინო თანდილაშვილი: „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულება კომერციული კუთხით შეფასდება

„ნამახვანჰესის“ პროექტის სამშენებლო სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით მოთხოვნა ვერ იქნება გაზიარებული, – ამის შესახებ „ქრონიკას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განუცხადა. „გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებით, აქტუალურ საკითხებზე იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სპეციალური დარგობრივი სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას. ხელშეკრულება კომერციული კუთხით შეფასდება“, – აღნიშნა თანდილაშვილმა. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები და ხელისუფლება 3 პირობის შესრულებაზე შეთანხმდნენ.

Read More »

“დაისახა გეგმები, რათა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული საკითხების უფრო მაღალ დონეზე შესწავლა მოხდეს”

მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს უფლებები როგორც ინვესტორის, ასევე იმ ადამიანების, რომლებიც პროექტის ფარგლებში მუშაობენ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ნამახვანჰესზე“ საუბრისას განაცხადა. „დეესკალაციას რა თქმა უნდა, აქვს ორი მხარე. პირველი, არის სახელმწიფო მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯები, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ, მაგრამ გარკვეული პასუხისმგებლობა იმ ადამიანებმაც უნდა აიღონ, ვინც ხეობაში აპროტესტებს, რომ ეს იქნება მშვიდობიანი პროცესი, კომპანიას დღეს, რომელიც კანონიერად გაცემული ნებართვის პირობებში ...

Read More »
მასკი

ილონ მასკის ტვიტის შემდეგ, ბიტკოინის ფასი გაიზარდა

მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა Tweeter-ზე დაწერა, რომ Tesla კრიპტოვალუტით ოპერაციებს განაახლებს, როდესაც მისი მოპოვება უფრო სუფთა ენერგიით მოხდება, ბიტკოინის ფასმა $39 000-ს გადააჭარბა. როგორც Tesla-ს დირექტორი წერს, ელექტრომობილების მწარმოებელი კვლავ დაუშვებს ბიტკოინით ტრანზაქციებს “როდესაც მაინერების მიერ სუფთა ენერგიის გონივრული (~ 50%) გამოყენება დადასტურდება”.  

Read More »

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერების შემთხვევაში, შესაძლოა სახელმწიფოს დიდი ჯარიმის გადახდა მოუწიოს

„განახლებადი ენერგიების ასოციაციის“ თავმჯდომარის, გიორგი აბრამიშვილის განცხადებით,  „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებით, კომპანია „ენკას“ შეეძლება, საკითხი სასამართლოში გადაიტანოს, რის შედეგადაც, ქვეყანას მოუწევს საკმაოდ დიდი ჯარიმის გადახდა. მისი შეფასებით, ახლა კონტრაქტის პირობების გადახედვა რისკის შემცველია. „რაც შეეხება კონტრაქტს ზოგადად, რა თქმა უნდა მშენებლობის შეჩერება ზოგადად ძალიან დიდ როსკებთან არის დაკავშირებული, ვინაიდან ერთი მხრივ, კომპანიას შესაძლებლობა ეძლევა, რომ საკითხი გადაიტანოს სასამართლოში და არბიტრაჟში, რაც ძალიან ბევრი რისკის შემცველი იქნება ...

Read More »

ნინო წერეთელი: თეა გოდოლაძეს აქვს მონაცემებზე მონოპოლია, რომლითაც ვაჭრობს და გვეუბნება, პროექტებში ჩამსვიო

დავა, რომელიც წლებია გრძელდება, ისევ ღიაა და მეცნიერებს შორის ისევ დაპირისპირების მიზეზია. ერთი შეხედვით საკითხი, რომელიც ყველა მეცნიერს უნდა აერთიანებდეს, განხეთქილების თემად იქცა და ამ პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფომ თავისი წილი სიტყვის თქმა, ამ დრომდე ვერ მოახერხა. არადა, საუბარია იმ ინსტიტუტზე, რომელსაც ბიუჯეტი აფინანსებს. 2021 წლის აპრილში, გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა ნაწილმა წერილით მიმართა ეკონომიკის, გარმოს დაცვისა და განათლების სამინისტროებს. “გეოფიზიკის ინსტიტუტი ...

Read More »

ნინო თანდილაშვილი – მომდევნო პარასკევამდე დამოუკიდებელი ექსპერტი უზრუნველყოფს „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაციის ექსპერტიზას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, მომდევნო პარასკევამდე დამოუკიდებელი ექსპერტი უზრუნველყოფს „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაციის ექსპერტიზას. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზად არის, რომ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც პროექტთან დაკავშირებით არსებობს, მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ვისაც მათი განხილვის სურვილი აქვს. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით ძალიან კონკრეტულ საკითხზე – მომდევნო პარასკევამდე შედგება ტექნიკური დავალება იმ დამოუკიდებელი ...

Read More »

დავით თვალაბეიშვილი – შედგა კონსტრუქციული შეხვედრა, დავინახეთ, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მხარეებს შორის არსებობს შეხების წერტილები

შეხვედრა იყო ძალიან კონსტრუქციული, პირველი შეხვედრა, სადაც მხარეები „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ერთმანეთს შეხვდნენ. დავინახეთ, რომ არსებობს შეხების წერტილები, არსებობს საკითხები, რომლებზეც შეგვიძლია საუბარი, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა შაბათს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის მიერ ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებით გამართული მედიაციის პირველი შეხვედრის კომენტირებისას. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეს იყო პირველი ...

Read More »

დირკ ბუშლე – შევთანხმდით, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ვაწარმოებთ რისკების შეფასებას, ხოლო რიონის ხეობაში მოხდება პროტესტის მონაწილეების თავისუფალი გადაადგილება

შაბათს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრის ხელმძღვანელის, დირკ ბუშლეს განცხადებით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე მხარეები რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ, მათ შორის პროექტის რისკების შეფასებაზე, ხეობაში პროტესტის მონაწილეების თავისუფალ გადაადგილებასა და საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გეგმებზე. „დღეს გაიმართა ძალიან ხანგრძლივი დისკუსია და შეხვედრა, რაც ნამდვილად პროდუქტიული იყო. მოხარული ვარ, რომ მოვახერხეთ დავასთან დაკავშირებული სამი ძირითადი პუნქტის განხილვა. ​ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ეხება თვით „ნამახვანის“ პროექტს. კერძოდ, ჩვენ ...

Read More »

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები და ხელისუფლება 3 პირობის შესრულებაზე შეთანხმდნენ

„ნამახვანჰესის“ შესახებ მედიაციის პირველ შეხვედრის შედეგი ცნობილია – ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელის დირკ ბუშლეს განცხადებით, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები და ხელისუფლება 3 პირობის შესრულებაზე შეთანხმდნენ. „​დღევანდელ შეხვედრაზე სამ ძირითად საკითხზე მოხდა შეთანხმება. 1) – ვაწარმოებთ რისკების შესწავლას, თუ გამოვლინდება რისკები, შევეცდებით ისინი აღმოვფხვრათ. 2) – როგორ არის შესაძლებელი რიონის ხეობაში სიტუაციის განმუხტვა – შევთანხმდით ბარიერების მოხსნაზე და ...

Read More »
ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

ენერგეტიკოსები ნამოხვანჰესზე პრემიერის უპრეცენდენტო გადაწვეტილებას აფასებენ – „დროულია, მაგრამ ადვილი არ იქნება“

ნამოხვანჰესზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მოგვიანებით ენერგეტიკოსებიც გამოეხმაურნენ. მათთვის მთავრობის მეთაურის პოზიცია მისაღებია, მაგრამ რამდენად მოხერხდება ყველა მხარისთვის მისაღები პირობების შეთანხმება, ძველი სათქმელია. ჰესი რომ უნდა აშენდეს, ეს უდავოა, მაგრამ ხელშეკრულების პირობების შეცვლა მარტივი არ იქნება. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით და პრინციპულად აღნიშნა, რომ ნამოხვანჰესის პრობლემა მემკვიდრეობით დახვდა. მას კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების პირობა არ მოსწონს და ამ ფორმით პროექტის განხორციელება აღარ გაგრძელდება. „ნამოხვანის პრობლემა, ...

Read More »