Tag Archives: #ენერგოსექტორი

თურნავა: დარწმუნებულები ვართ, რომ სემეკი დაბალანსებულ გადაწყვეტილებას მიიღებს

დარწმუნებულები ვართ, რომ სემეკი მიიღებს დაბალანსებულ, ოპტიმალურ გადაწყვეტილებას,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია. მინისტრის თქმით, ელექტროენერგიის ტარიფის დადგენა სემეკის პრეროგატივაა. „გასაგებია, რომ კრიზისი განსაკუთრებით ფინანსური კრიზისი პანდემიის დროს ბევრ კომპანიას შეეხო. რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, იცით რომ საქართველოში კანონმდებლობის თანახმად, ტარიფების დადგენას დამოუკიდებელი რეგულატორი, სემეკი ახორციელებს, რომელიც ...

Read More »

საქართველოს ენერგომოხმარებაში ბუნებრივი გაზის წილი ყველაზე მაღალია და 36.4%-ს შეადგენს

ბუნებრივი გაზის მოხმარება საქართველოში 2019 წელს მკვეთრად 13.9%-ით 2.695 მლიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა, რაც თავის მხრივ 1.670 მლნ ტონა ნავთობის ექვივალენტია. მთელს ენერგომომხამრებაში ბუნებრივი გაზის წილი ყველაზე მაღალია და 36.4%-ს შეადგენს. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. ნავთობის მსგავსად საქართველოს არც საკუთარი გაზის რესუსრსი გააჩნია და მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. 2020 წლის საპროგნოზო ბალანსში ადგილობრივი გაზის წილი 18 მლნ კუბური მეტრით არის განსაზღვრული, რაც ...

Read More »

სემეკი სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით საჯარო სხდომას გამართავს

სამომხმარებლო ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით, რამოდენიმე ენერგო კომპანიის მიმართვის გამო, სემეკი დიტანციურ საჯარო სხდომის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Facebook-ის გვერდზე ავრცელებს: “ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო სემეკი დაინტერესებულ პირებს 29 დეკემბრის სხდომაზე დისტანციურ მონაწილეობას სთავაზობს. კომისია 29 დეკემბერს, საჯარო სხდომაზე განიხილავს კომპანიების – სს „თელასის“, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს „რუსთავის წყალის“ მომართვებს სამომხმარებლო ტარიფებთან ...

Read More »

კრიპტოვალუტის ფერმებმა სვანეთი მძიმე დღეში ჩააგდო

სვანეთში კრიპტოვალუტის ფერმების მიზიდულობის ადგილად რჩება. მიზეზი, რა თქმა უნდა, უფასო ელექტროენერგიაა. რამდენიმე თვის წინ პრობლემა თითქოს ჩაცხრა, მაგრამ ახლა თავიდან იფეთქა. როგორც კი ბიტკოინის ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, „მაინერებიც“ გააქტიურდნენ. რამდენიმე დღის წინ, სვანეთში, დაბა მესტიაში მდებარე სასტუმრო „ბანგურიანის“ დამხმარე ფართში პოლიციამ კრიპტოვალუტის მწარმოებელი ფერმა გამოავლინა, რომელიც უკანონოდ მოიხმარდა იმდენ ელექტროენერგიას, რამდენიც 4-5 სოფელს სჭირდება. დატაცების ფაქტის გამოვლენა მოხდა ...

Read More »

ენერგოკომპანიების ფინანსური მდგომარეობის შესანარჩუნებლად ტარიფის გაზრდა აუცილებელია- მარიამ ჩახვაშვილი

Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი მიიჩნევს, რომ ელექტროენერგეტიკის სექტორში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ენერგოკომპანიებს რომ ფინანსური მდგომარეობა შეუნარჩუნდეთ, სამომხმარებლო ტარიფების გაზრდა აუცილებელია. ანალიტიკოსის მოლოდინით, ტარიფების ზრდა დიფერენცირებული იქნება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისა და კომერციული მომხმარებლებისათვის, თუმცა, ტარიფების ზრდის მოცულობის დასახელებისგან თავს იკავებს. ელექტროენერგიის არსებულ ტარიფებს, რომლებიც სემეკმა 2017 წელს სამი წლის ვადით დაადგინა, 31 დეკემბერს გასდის ვადა. ახალი ტარიფის დასადგენად კომისიის სხდომა 29 ...

Read More »

2020 წელს ენერგოომბუდსმენის სამსახურში შესული განცხადებების რაოდენობით ელექტროენერგეტიკის სფერო ლიდერობს

ენერგოომბუდსმენის სამსახურში შესული განცხადებების რაოდენობის თვლსაზრისით 2020 წელს ელექტროენერგეტიკის სფერო ლიდერობს, – ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის სამსახურის მიერ გავრცელებულ წლის შეჯამებაშია აღნიშნული. ანგარიშის თანახმად, საჩივრების დიდი რაოდენობა შეეხებოდა კომპანიების მიერ განხორციელებულ დარიცხვებს. „სადაო საკითხების ნაწილი ეხებოდა სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით სარგებლობის შეუძლებლობას. მოქალაქეები აგრეთვე გამოხატავდნენ უკმაყოფილებას კომპანიების მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით. განმცხადებლები აგრეთვე მოითხოვდნენ ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერას. სატელეფონო კონსულტაციების უმრავლესობა სახელმწიფო სუბსიდირების საკითხებს ...

Read More »

„ძალიან მალე საქართველოს პირველი კრიპტომილიარდერი ეყოლება“

მინდა გითხრათ, რომ ძალიან მალე საქართველოს ეყოლება პირველი კრიპტომილიარდერი“,-ამის შესახებ ნიუ-იორკის ფორდჰემის უნივერსიტეტის მიწვეულმა პროფესორმა ლევან ბოძაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „NEWSROOM“ განაცხადა. „ძალიან დაძაბული და არასასიამოვნო წელი გვქონდა, თუმცა, პირადად მე წარმატებას მივაღწიე ბევრ ტექნოლოგიურ სფეროში, იმიტომ რომ ყველაფერი ონლაინ ხდებოდა. ამ ხნის განმავლობაში ორი მნიშვნელოვანი კომპანიის შემოყვანა მოვახერხე ქვეყანაში. ეს ყველაფერი ბუნებრივია ელექტრონულად ხდება, ციფრული ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის კომპანიებს ...

Read More »

დავით მირცხულავა – რატომ არის ნამახვან ჰესი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი

ნამახვან ჰესის პროექტის მოწინააღმდეეგებს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა Facebook გვერდზე მიმართავს: „კიდევ რამდენიმე ასპექტზე მინდა შევჩერდე ნამახვან ჰესთან დაკავშირებით: 1. როდესაც ჰესების მოწინააღმდეგები საუბრობენ ნამახვან ჰესზე, მუდმივად ასახელებენ ამ პროექტის განხორციელების და სხვა ნებისმიერი ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოდ მათვის ერთ ერთ მთავარ არგუმენტს, რომ საქართველოში არასოდეს არ ჩატარებულა გენერაციის ობიექტების სტრატეგიული დაგეგმვის ისეთი კვლევა, რომელიც ინტეგრარულად შეაფასებდა ენერგოგენერაციის განვითარების ტექნიკურ ...

Read More »

კრიპტოვალუტის რეგულირება და მოპოვება საქართველოში

2019 წლის ივნისის განისაზღვრა კრიპტოაქტივისა და მის მოსაპოვებლად გამოყენებული სიმძლავრის გადასახადების დაბეგვრა. მიღებული გადაწყვეტილებით: კრიპტოვალუტის ეროვნულ ვალუტაზე გადაცვლა გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადითფიზიკური პირის მიერ კრიპტოაქტივის მიწოდებით მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგანკრიპტოვალუტის მისაღებად გამოყენებული სიმძლავრე (გამოყენებული ელექტროენერგია დროის მონაკვეთში) არ ექვემდებარება დღგ-თი დაბეგვრას, თუ ამ მომსახურების მიმღები წარმოადგენს საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ პირს, ან საქართველოში არ გააჩნია მართვის ადგილი ან მუდმივი დაწესებულება, ...

Read More »

სემეკმა გამანაწილებელ კომპანიებს მრიცხველის ჩვენებების გასწორება დაავალდებულა

სემეკმა გამანაწილებელ კომპანიებს წესების დაცვა დაავალდებულა. როგორც სემეკში აცხადებენ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მიმართა არაერთმა მოქალაქემ იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ ისარგებლეს კომუნალური სუბსიდიით, გამანაწილებელი კომპანიების მიერ მრიცხველების ვადაგადაცილებით წაკითხვის გამო. კერძოდ, მათივე ინფორმაციით, კომპანიებმა მრიცხველებზე ანათვალი აიღეს არა 30-ე დღეს, როგორც ითვალისწინებს კომისიის მიერ დადგენილი რეგულაციები, არამედ 32-ე და 33-ე დღეებზე. “კომისიამ გამანაწილებელ კომპანიებს განუმარტა აღნიშნული დარღვევის ...

Read More »