სემეკი სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით საჯარო სხდომას გამართავს

სამომხმარებლო ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით, რამოდენიმე ენერგო კომპანიის მიმართვის გამო, სემეკი დიტანციურ საჯარო სხდომის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Facebook-ის გვერდზე ავრცელებს:

“ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო სემეკი დაინტერესებულ პირებს 29 დეკემბრის სხდომაზე დისტანციურ მონაწილეობას სთავაზობს.

კომისია 29 დეკემბერს, საჯარო სხდომაზე განიხილავს კომპანიების – სს „თელასის“, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს „რუსთავის წყალის“ მომართვებს სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით. სემეკი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ტარიფების დადგენის პროცესის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, მის შესახებ საზოგადოების მუდმივ ინფორმირებას.

ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების შესაბამისად, კომისია სთავაზობს დაინტერესებულ პირებს, მედიასაშუალებებს სხდომაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციურად, პროგრამის საშუალებით, რომლითაც პირდაპირ რეჟიმში შეეძლებათ სხდომაზე განსახილველი საკითხების მოსმენა, საკითხთან დაკავშირებული პოზიციის დაფიქსირება ან/და კითხვის დასმა.

სხდომაზე დისტანციური მონაწილეობისთვის ბმულის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა, მედიის წარმომადგენლებმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: pr@gnerc.org არაუგვიანეს 29 დეკემბრის 12:00 საათისა.

სემეკი შეახსენებს დაინტერესებულ პირებს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების ამჟამად მოქმედი სამომხმარებლო ტარიფები დადგენილია 2017 წელს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. სატარიფო მეთოდოლოგიების შესაბამისად, ახალი გრძელვადიანი ტარიფები ძალაში შევა 2021 წლის 1 იანვრიდან.”

Leave a Reply