Tag Archives: #ენერგოსექტორი

ლაშა პაპაშვილი: „ჰესის მშენებლობისას არ უნდა დაიზაროს არც მთავრობამ არც ინვესტორმა მეტი კომუნიკაცია“

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი Forbes Talks-ში სტუმრობისას ქვეყანისთვის დიდი ენერგოპროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სახელმწიფომ ამ ნაწილში მოსახლეობასთან უნდა ითანამშრომლოს. „როდესაც შენ რაღაც უშველებელ ჰესს აშენებ ადგილობრივ მოსახლეს ყოველთვის ექნება პროტესტი. ამიტომ არ უნდა დაიზაროს არც ინვესტორმა და არც მთავრობამ, კეთილი უნდა ინებო და მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს, მათი პრობლემების მოგვარება… თუ ქვეყანას სჭირდება სოფლის გადასახლება, თუ ამის ეკონომიკური დასაბუთება ...

Read More »

სემეკში ნეტო აღრიცხვის სიახლეებზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით ნეტო აღრიცხვის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობაზე, მონტაჟსა და ექსპლუატაციაზე მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები. სემეკის თავმჯდომარემ და წევრებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს სემეკის მიზანი ნეტო აღრიცხვის განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით, იმსჯელეს ახალი ენერგეტიკული ბაზრის სიახლეებზე, რომელიც 2021 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება, მოისმინეს კომპანიების მოსაზრებები. ნეტო აღრიცხვა ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი ენერგიების ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: მყინვარების დნობაზე „ნამახვანი“ გავლენას არ მოახდენს

მყინვარების დნობაზე „ნამახვანის“ წყალსაცავის გავლენა, პრაქტიკულად, გამორიცხულია, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ჰესების საკითხი განიხილება. „უწყობს თუ არა ეს წყალსაცავი მყინვარის დნობას ხელს? არსებობს ბევრი სამეცნიერო მასალა, მათ შორის ძალიან ბევრი ქართველი მეცნიერისა და კლიმატის ცვლილების მოდელირება არის გაკეთებული ძალიან დეტალურად, დაფუძნებული ასევე იმ გამოცდილებაზე, რომელიც ჩვენ ...

Read More »

სემეკმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გადამცემი სისტემის ოპერატორად სერტიფიცირება განახორციელა

სემეკმა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორად სერტიფიცირება განახორციელა. კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად, 2021 წლის 31 დეკემბრამდე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უნდა უზრუნველყოს ყველა იმ ღონისძიების დასრულება, რომელიც საჭიროა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის“ მოთხოვნების შესასრულებლად. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი სხვა საკითხებთან ერთად, ადგენს გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების ვალდებულებას, წესს, ...

Read More »

გიორგი ფანგანმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების ახალი პროექტის ფარგლებში შეხვედრა გახსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის საკითხების შესახებ საერთაშორისო შეხვედრა გახსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივი ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე გიორგი ფანგანმა ისაუბრა ბაზრის მონიტორინგის საკითხების მნიშვნელობაზე, მის სპეციფიკასა და ახალ ენერგეტიკულ ბაზარზე, რომელიც 2021 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება. სემეკის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ...

Read More »

შეიძლება თუ არა ნამახვანის ჩანაცვლება მზის ელექტროსადგურებით?

ჰესების წინააღმდეგ მიმდინარე დისკუსიების დროს ხშირად ისმის კითხვა: შეიძლება თუ არა ნამახვანის ჩანაცვლება მზის ელექტროსადგურებით? ენერგეტიკის ექსპერტი მურმან მარგველაშვილი აღნიშნულ კითხვას საკუთარ facebook გვერდზე პასუხობს: “ჰესების წინააღმდეგ მიმდინარე დისკუსიის მონაწილენი ხშირად მცდარი არგუმენტებით მანიპულირებენ, რასაც საზოგადოება შეცდომაში შეყავს და საბოლოოდ მათ პოზიციებს ასუსტებს. მაგალითად, გაისმის ნამახვანის ჰესის მზის სადგურით ჩანაცვლების წინადადება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია: 433 მეგავატიანი ნამახვანი გამოიმუშავებს 1500გვტსთ ელექტროენერგიას. ...

Read More »

ნათია თურნავა: კატეგორიულად არ ვეთანხმები, თითქოს „ნამახვანჰესის“ ინვესტორს ხეობა გადაეცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ ყველა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის ინვესტორი კომპანიისთვის გადაცემული მიწის თემაზე. „მიწასთან დაკავშირებით ყველაზე მეტი კითხვებია – მე კატეგორიულად ვემიჯნები და არ ვეთანხმები, თითქოს ინვესტორს ხეობა გადაეცა, რადგან ეს ასე ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ...

Read More »

ნათია თურნავა: “ნამახვანი ჰესთან” დაკავშირებით გაგრძელდება დისკუსია ღია ფორმატში, რომ პროექტის მიმართ ნდობა შეიქმნას

„ჩვენი ამოცანაა, რომ, პირველ რიგში, უკეთ გადაწყდეს ადგილობრივი მოსახლეობის საკითხები და პრობლემები „ნამახვანი ჰესის“ პროექტის ფარგლებში და ვამზადებთ საკმაოდ საინტერესო წინადადებებს ამ თვალსაზრისით, რომელიც გულისხმობს პროექტის მომზადებასა და შემდეგ უკვე ზედამხედველობაში როგორც დამოუკიდებელი ექსპერტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის, უფრო ფართო ჩართულობას“ – ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში, „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებული შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის ინფორმაციით, საგნობრივი დისკუსია კვალავაც ...

Read More »

დავით სონღულაშვილი: ჰესების მშენებლობა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის აუცილებელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ერთი რამ ყველაზე ცხადია – ჰესების მშენებლობა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის აუცილებელია. ამის შესახებ სონღულაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც სონღულაშვილმა აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი კითხვები არ უნდა იყოს და მინისტრები ამ კითხვებს მომავალ კვირას პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე კიდევ ერთხელ უპასუხებენ. „აუცილებელია, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ბატონი დავითაშვილის და ქალბატონი ...

Read More »

ნათია თურნავა: “ელექტროენერგიით ვაჭრობის მაღალი მასშტაბის შემთხვევაში, საქართველო დამოკიდებული იქნება არა საკუთარ პოლიტიკაზე, არამედ მეზობლების ნება-სურვილზე”

არავინ ამბობს, რომ ელექტროენერგიით ვაჭრობა უნდა შეწყდეს, მაგრამ საუბარია მასშტაბებზე, რა დოზით ვიქნებით იმპორტზე დამოკიდებული, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, თუ რომელიმე პირი ან ორგანიზაცია აცხადებს, რომ ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა მოგონილი რამ არის, თურნავას განცხადებით, ის ...

Read More »