შეიძლება თუ არა ნამახვანის ჩანაცვლება მზის ელექტროსადგურებით?

ჰესების წინააღმდეგ მიმდინარე დისკუსიების დროს ხშირად ისმის კითხვა: შეიძლება თუ არა ნამახვანის ჩანაცვლება მზის ელექტროსადგურებით? ენერგეტიკის ექსპერტი მურმან მარგველაშვილი აღნიშნულ კითხვას საკუთარ facebook გვერდზე პასუხობს:

“ჰესების წინააღმდეგ მიმდინარე დისკუსიის მონაწილენი ხშირად მცდარი არგუმენტებით მანიპულირებენ, რასაც საზოგადოება შეცდომაში შეყავს და საბოლოოდ მათ პოზიციებს ასუსტებს.

მაგალითად, გაისმის ნამახვანის ჰესის მზის სადგურით ჩანაცვლების წინადადება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია: 433 მეგავატიანი ნამახვანი გამოიმუშავებს 1500გვტსთ ელექტროენერგიას. იგივე რაოდენობის ელექტროენერგიის მიღებას ესაჭიროება 1150 მგვტ სიმძლავრის მზის სადგური, რომელიც 23 კვადრატულ კილომეტრს დაიკავებს და დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი დაჯდება. მას გამომუშავება ექნება მხოლოდ დღისით და დამოკიდებული იქნება ამინდის ცვალებადობაზე. ამ ცვალებადობის დაბალანსებას კი თავად დასჭირდება 700-800 მგვტ სარეზერვო მარეგულირებელი სიმძლავრე, ანუ ისევ წყალსაცავიანი ან ჰიდრომააკუმულირებელი ჰესი ოღონდ ბევრად უფრო მძლავრი.

ეს პოსტი არ არის ნამახვანის აშენება-არაშენებაზე. არამედ მხოლოდ იმაზე, რომ ენერგეტიკა პროფესიული დარგია და პროფესიული ცოდნა ესაჭიროება!”

Leave a Reply