Tag Archives: #გარემო

მერაბ გაფრინდაშვილი: ჟინვალისა და ზაჰესის ჰესების სწორმა ოპერირებამ თბილისის რიყის უბანი დატბორვას გადაარჩინა

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი ქვედა ნამახვანჰესის საპროექტო არეალში გეოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, ავტორების მოსაზრებებს არ იზიარებს და იმ დადებითზე ამახვილებს ყურადღებას, რისი მოტანაც გარემოს დაცვის კუთხით ჰესებს შეუძლიათ. “არავინ აქცევს ყურადღებას იმ დადებითს, რაც გარემოს დაცვის კუთხით ჰესს შეუძლია მოგვიტანოს. ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც, ისეთ ტერიტორიებზე, სადაც მეწყრულ-გრავიტაციული და ეროზიულ-დატბორვითი პროცესები ხშირია, ...

Read More »

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საქმიანობის პრიორიტეტები განსაზღვრა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე უძღვებოდა, ახალი მოწვევის პარლამენტში კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტები განსაზღვრა და 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც მაია ბითაძემ განაცხადა, კომიტეტის გეგმის შემუშავებისას, განისაზღვრა როგორც ის მიმართულებები, რომლებზეც მუშაობა უნდა დაიწყონ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ასევე დამუშავდა სამინისტროდან მიღებული წინასწარი მონაცემები იმ კანონშემოქმედებითი საქმიანობის შესახებ, რომელსაც ...

Read More »

ბიზნესისთვის ახალი გარემოსდაცვითი ვალდებულებები არ გადავადდება

ბიზნესის მოთხოვნის მიუხედავად, ახალი გარემოსდაცვითი ვალდებულებები არ გადავადდება. როგორც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში აცხადებენ, კომპანიები ახალი რეგულაციის შესახებ დიდიხანია ინფორმირებულები არიან და ვალდებულების გადავადება არ განიხილება. შესაბამისად, კომპანიებს მოუწევთ 1 ივნისამდე დაამონტაჟონ თვითმონიტორინგის სისტემა, რომელიც გარემოს დაბინძურების დონეს განსაზღვრავს. თავის მხრივ კი ბიზნესასოციაციაში განმარტავენ, რომ კერძო სექტორს ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რა მოთხოვნების შესრულება ...

Read More »

ნინო თანდილაშვილი: “რუსთავში ჰაერის დაბინძურების საკითხი მწვავედ დგას”

„ქალაქ რუსთავში ჰაერის დაბინძურების საკითხი ძალიან მწვავედ დგას და ეს, ძირითადად, სამრეწველო საწარმოებს უკავშირდება. აქ სახელმწიფომ და ბიზნესმა გუნდურად უნდა ვიმუშაოთ“, – ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივის“ ეთერში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონპროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.  საქმე ისაა, რომ „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც 2020 წელს პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო, ...

Read More »

Ford-ი ელექტრო და უპილოტო ავტომობილების წარმოებაში $29 მილიარდს ჩადებს

ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანია Ford-ი ელექტრო და უპილოტო ავტომობილების წარმოებისთვის $29 მილიარდს გამოყოფს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯიმ ფარლიმ განაცხადა. მისივე თქმით, $7 მილიარდი ავტონომიური მართვის ტექნოლოგიის შემუშავებას მოხმარდება, $22 მილიარდი კი ელექტრომობილების წარმოების განვითარებაზე დაიხარჯება. კომპანია აქტიურ მუშაობას განაგრძობს ავტომობილების კომპიუტერული სისტემის დასახვეწად. 2023 წლისთვის Ford-ის ავტომობილების საბორტო სისტემები Android-ის პროგრამულ უზრუნველყოფასთან იქნება ინტეგრირებული.

Read More »

ნინო თანდილაშვილი: „შეიქმნება ფონდი, სადაც გარემოზე ზიანისთვის გადახდილი თანხები აკუმულირდება“

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტით საქართველოში მოქმედი 85-მდე საწარმო ვალდებული ხდება, დაბინძურების წყაროებიდან მავნე ნივთიერებები აღრიცხოს და თვითმონიტორინგის სისტემები დანერგოს. ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები.  საკითხთან დაკავშირებით გადაცემა „ქალების ნარატივის“ ეთერში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგეგმება ფონდის შექმნა, სადაც გარემოზე ზიანისთვის გადახდილი თანხა შეგროვდება.  “ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სანქციები მაღალია, ვთქვათ, ...

Read More »

სამხრეთ კორეა მსოფლიოში უდიდეს ოფშორულ ქარის ფერმას ააგებს

სამხრეთ კორეამ ახალი გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ოფშორული ქარის ტურბინების ფერმის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება 48.5 ტრილიონი ვონია (43.2 მილიარდი დოლარი). პროექტის შესაბამისად, მშენებლობა 2030 წლამდე უნდა დასრულდეს. პროექტი პრეზიდენტ მუნ ჯაე-ინის „ახალი მწვანე კურსის“ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. მისი მიზანი, აზიის მეოთხე უდიდესი ეკონომიკის ორგანულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებაა. ამავე კურსის შესაბამისად, სამხრეთ კორეა 2050 წლისთვის გამონაბოლქვისგან თავისუფალი ქვეყანა ...

Read More »

Hyundai ბრიტანულ სტარტაპთან ერთად მფრინავი მანქანებისთვის პირველ აეროპორტს ააშენებს

აღნიშნული პროექტი შეირჩა სამთავრობო პროგრამით, რომელიც მიზნად ისახავს ნულოვანი ემისიის საფრენი აპარატებისა და საჰაერო ტრანსპორტის შექმნას. მფრინავი მანქანების აეროპორტი ინგლისის ქალაქ კოვენტრიში აშენდება. პროექტით ასევე გათვალისწინებული იქნება, თუ როგორ იმუშავებენ საჰაერო ტაქსები ურბანულ ცენტრებში. Urban-Air Port, ბრიტანეთში დაფუძნებული სტარტაპია, რომელიც პარტნიორობას უწევს ავტომობილების გიგანტ Hyundai Motor- ს საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნაში. ნოემბრიდან კოვენტრიის სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ხსენებული აეროპორტი, დაინახონ, თუ ...

Read More »

რას ფიქრობენ საქართველოში კლიმატის ცვლილებაზე – გლობალური გამოკითხვის შედეგები

UNDP-ის მიერ Oxford-ის უნივერსიტეტთან თანმშრომლობით მომზადებული კვლევის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ქვენის 1.2 მილიონი მოქალაქე გამოიკითხა, მსოფლიოს 50 ქვეყანაში  მოსახლეობის დაახლოებით ორ მესამედს სჯერა, რომ კლიმატის ცვლილება გლობალური პრობლემაა, რომელიც დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს. კვლევაში მონაცემები საქართველოდანაც მოხვდა. კერძოდ, კველვის ავტორების განცხადებით, საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია უკავია საშუალო შემოსავლის ქვეყნებს შორის, სადაც კლიმატის ცვლილებას გლობალურ პრობლემად აღიარებენ. კერძოდ, საქართველოში შესაბმის კითხვაზე ამგვარი პასუხი ...

Read More »

2026 წლისთვის ელექტრომობილები მთლიანად ჩაანაცვლებენ საწვავზე მომუშავე მანქანებს

ცნობილმა ავსტრალიელმა ფუტურისტმა რეი ვილსმა განაცხადა, რომ ელექტრომანქანების, როგორიცაა Tesla Model 3 და Nissan Leaf ღირებულება 2023 წლისთვის გაუტოლდება წიაღისეულ საწვავზე მომუშავე მანქანების ღურებულებას. უილსმა ასევე აღნიშნა, რომ 2026 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილები გამოვა. უილსი, რომელიც არის საკონსულტაციო ფირმის Future Smart Strategies ხელმძღვანელი და ალტერნატიული ენერგოკომპანია Horizon– ის დირექტორთა საბჭოს წევრი, დარწმუნებულია, რომ ელექტრომობილების მომავალი შორს არ არის და ბევრად უფრო ...

Read More »