Tag Archives: #სადგური

უკრაინა: უგლეგორსკის თბოსადგურზე შეტევისას რუსეთს მძიმე დანაკარგები აქვს

რუსული საოკუპაციო ჯარები დონეცკის რეგიონში უგლეგორსკის თბოელექტროსადგურზე კონტროლის დამყარებას ცდილობენ, ბრძოლა გრძელდება. ასევე სასტიკი ბრძოლებია ტროტა – სემიგორიეს დასახლებების მიმართულებით, რომელიც თბოსადგურის მახლობლად მდებარეობს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ რეზიუმეში. “ბახმუტის მიმართულებით მტერმა დაბომბა ჩვენი ჯარები ბერესტოვოეს, ბელოგოროვსკის, ნოვაია კამენკას, პოკროვსკის, ბახმუტის, ვესელაია დოლინას, ზაიცევის, მაისკის და ნიუ-იორკთან ახლოს, გარდა ამისა, რუსეთმა საჰაერო დარტყმა მიაყენა ბახმუტს. მნიშვნელოვანი ...

Read More »

უკრაინელებმა უგლეგორსკის თბოსადგურიდან მტერი განდევნეს

„რუსმა დამპყრობლებმა უგლეგორსკის თბოსადგურს შეუტიეს, მაგრამ უკრაინელმა დამცველებმა აიძულეს, გაქცეულიყვნენ“, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი წერს. რაც შეეხება სხვადასხვა მიმართულებით განვითარებულ მოვლენებს, უკრაინის გენშტაბის ცნობით: „სევერსკის მიმართულებით მტერი აგრძელებს უპილოტო საფრენი აპარატების საჰაერო დაზვერვის განხორციელებას ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონების სასაზღვრო რაიონებში. ხარკოვის მიმართულებით მტერმა ქვემეხი და სარაკეტო არტილერია ესროლა მოსპანოვოს, პეტროვკას, რუსული ტიშკის, ბაზალიევკას, პეჩენეგის, ცირკუნის, პიტომნიკის, დემენტიევკას, კორობოჩკინოსა და ...

Read More »

რუსულმა ძალებმა უგლეგორსკის თბოსადგურზე შეტევა განაახლეს

რუსულმა ძალებმა უგლეგორსკის თბოელექტროსადგურზე შეტევა განაახლეს, ბრძოლა გრძელდება, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული. მათივე ცნობით, დონეცკის მიმართულებით მტერმა ზაკეტნის, სივერსკის, გრიგოროვკას, ტატიანოვკას, დონეცკის და რაიგოროდოკის რაიონები დაბომბა. უკრაინელმა დამცველებმა წარმატებით მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმა სპორნოე-ივანო-დარიევკას მიმართულებით. „ბახმუტის მიმართულებით, მტერმა საჰაერო დარტყმები განახორციელა ბერესტოვოსა და ნიუ-იორკის დასახლებებთან. განახორციელა საარტილერიო დაბომბვა ბერესტოვოეს, სოლედარის, ზვანოვკასა და სემიგორიეს რაიონებში“, – ...

Read More »

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს უფროსი რუსეთისთვის „ბოიკოს კოშკების“ სახმედრო მნიშვნელობას განმარტავს

რეზნიკოვმა განაცხადა, რომ 2014 წელს მითვისებული ამ ობიექტების დახმარებით, რუსეთმა არა მხოლოდ მოიპარა გაზი უკრაინიდან, არამედ მოაწყო იქ ელექტრონული ომის სადგურები. ”რუსები იყენებდნენ კოშკებს, როგორც თავიანთი გემების დაცვის საშუალებას, იმალებოდნენ მათ უკან, რათა ჩვენს ნეპტუნებს ვერ შეძლებოდათ სისტემებზე დამიზნება,” – განმარტა რეზნიკოვმა. ”ისე მოხდა, რომ ვიღაცამ ამ კოშკებზე დაუდევრად მოწია და ახლა რუსები მათ უკვე ვეღარ გამოიყენებენ ხსენებული მიზნით.” „მოწევასთან“ ...

Read More »

„ენერგო-პრო ჯორჯია“ ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურზე ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურის არც ერთი შენობა, მათ შორის არც სამართავი პულტი და არც სამანქანო დარბაზი, – ამის შესახებ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებაშია ნათქვამი. „ღამით ხანძარი გაჩნდა ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე, მაღალი ძაბვის ქვსედაგურში არსებულ ძალოვან ტრანსფორმატორზე. ცეცხლი მოკლე დროში გავრცელდა ახლომდებარე სხვა ტრანსფორმატორებზე. ხანძარი ოპერატიულად დააფიქსირა ჰესის მორიგე პერსონალმა და სამაშველო სამსახურის შესაბამისი მეხანძრე ბრიგადებმა დროის მოკლე მონაკვეთში დაიწყეს ხანძრის ...

Read More »

„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ გარდაბანში მაღალი ძაბვის ახალი ქვესადგური ექსპლუატაციაში გაუშვა

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ გარდაბანში ახალი 110/35-10 კვ ძაბვის ქვესადგური ექსპლუატაციაში გაუშვა. ამ დროისთვის, დასრულდა ქვესადგურის გაშვების პირველი ეტაპი, რომლის საინვესტიციო ღირებულებამ 2,5 მლნ ლარი შეადგინა. 72 საათის განმავლობაში ქვესადგური საცდელ რეჟიმში იმუშავებს. შემდეგ, ჩვეულ რეჟიმში გადავა და ხელს შეუწყობს აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებას. აღნიშნული ქვესადგური აშენდა ელექტროენერგიით მომარაგების გაზრდილი სიმძლავრეების დასაკმაყოფილებლად. ქვესადგურიდან ელექტროენერგია მიეწოდება ვაზიანის, საცხენჰესის, გამარჯვების დასახლებებს და ...

Read More »
შპს „გარდაბნის თბოსადგურს“ ტარიფი დაუდგინდა

გარდაბნის ახალი თბოსადგური განახლებული კონფიგურაციით აშენდება

გარდაბნის ახალ თბოელექტროსადგურზე ინტერესთა გამოხატვა განახლებული კონფიგურაციით გამოცხადდება. გაზის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური „გარდაბანი 3“ 272 მგვტ-ის ნაცვლად, უფრო დიდი სიმძლავრის იქნება. „უახლოეს მომავალში გამოცხადდება სახელმწიფოს მიერ ინტერესთა გამოხატვა. მიგვაჩნია, რომ კონფიგურაცია შესაცვლელია. უფრო დიდი მოცულობის თბოელექტროსადგურის მშენებლობაა სისტემისთვის საჭირო და რენტაბელური, სწორედ ამიტომ, პროექტში შესაბამისი ცვლილებები შედის,“ – განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ და აღნიშნა, რომ სწორედ ეს ...

Read More »

ფინეთმა რუსეთთან ატომური სადგურის მშენებლობაზე კონტრაქტი გაწყვიტა

ფინურმა ენერგეტიკულმა კომპანია Fennovoima-მ რუსულ სახელმწიფო კომპანია “როსატომთან” ფინეთში ატომური სადგურის მშენებლობაზე კონტრაქტი შეაჩერა. ფინელების თანახმად, “როსატომის” მხრიდან ვადის გადაცილებამ პროექტის შესრულება შეუძლებელი გახადა, ამას უკრაინაში დაწყებული ომიც დაემატა, რამაც რისკები კიდევ უფრო გაზარდა. Fennovoima-მ “როსატომის” შვილობილ კომპანია RAOS-სთან პროექტის აშენების შესახებ კონტრაქტს 2013 წელს მოაწერა ხელი. Hanhikivi 1 ფინეთის რიგით მესამე ატომური ელექტროსადგური იქნებოდა, 1970-იანი წლების შემდეგ კი – ...

Read More »

“ოკუპანტების რაკეტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს კრიტიკულ სიახლოვეს ჩაუარეს”

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში აცხადებენ, რომ რუსი ოკუპანტების მიერ დღეს გასროლილმა ორმა რაკეტამ სადგურს კრიტიკულად სახიფათო სიახლოვეს ჩაუარა. ამის შესახებ ელექტროსადგურის პრესსამსახური იტყობინება. “დაბალ სიმაღლეზე რაკეტების ფრენა, სადაც – დიდი რაოდენობით ბირთვული მასალებით – 7 ატომური დანადგარია განთავსებული, ქმნის უზარმაზარ რისკებს. რაკეტები ერთ-ერთ ბირთვულ დანადგარს რომ მოხვდეს, შეიქმნება  ბირთვული და რადიაციული კატასტროფა მთელი მსოფლიოსთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში. რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე გამთენიისას ...

Read More »

ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ოკუპანტების ყოფნა ბირთვულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის

“Energoatom”-ის ხელმძღვანელის, პეტრ კოტინის თქმით, მზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსული ბირთვული კორპორაციის Rosatom-ის თანამშრომლების ყოფნა,  ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. “სადგურზე როსატომის თანამშრომლები არიან. გაუგებარია, რას აკეთებენ ისინი იქ. ისინი იქ არ უნდა იყვნენ. ეს ობიექტის ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის”. – თქვა კოტინმა. მისი თქმით, რუსული ჯარების მიერ სადგურის ოკუპაციის გამო, ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოდ მუშაობა შეუძლებელია. 4 მარტს, რუსმა დამპყრობლებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი ...

Read More »