Tag Archives: #აირი

იტალიაში ნაგვის ნარჩენებისგან მიღებული გაზით რუსულ გაზს ჩაანაცვლებენ

იტალიური კომპანია, Maire Tecnimont ნაგავსაყრელების ნარჩენების გადამუშავების ახალ მეთოდს ნერგავს და ხუთ წელიწადში ნაგვისგან ენერგომომარაგებისთვის და გათბობისთვის საჭირო გაზის 10%-მდე მოცულობის წარმოებას გეგმავს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალესანდრო ბერნინიმ Bloomberg-ს განუცხადა, რომ ეს საწვავი რუსული ბუნებრივი აირის ჩანაცვლებას შეძლებს. ბერნინის თქმით, ქვეყნის ნაგავსაყრელებზე ყოველწლიურად, დაახლოებით, 16 მილიონი ტონა ნარჩენი გროვდება, რაც მეორად გადამუშავებას არ ექვემდებარება. პროექტი, Green Circular District ათი ქარხნის ...

Read More »

ბრიტანულმა Centrica-მ თხევადი აირის შეძენაზე აშშ-სთან 15 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

ბრიტანულმა ელექტროენერგიის მწარმოებელმა კომპანია Centrica Plc-მა ხელი მოაწერა 7 მილიარდ ფუნტ სტერლინგის (8,45 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების 15 წლიან კონტრაქტს აშშ-დან თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე. აღნიშნულის თაობაზე თავად Centrica იტყობინება. ხელშეკრულება გაფორმდა ამერიკულ Delfin Midstream Inc-თან. ბრიტანული კომპანია აპირებს წელიწადში 1 მილიონი ტონა თხევადი აირის შეძენას Delfin Deepwater Port-ის გათხევადებული გაზის მზიდების მეშვეობით. აღნიშნული პროექტი ჯერ არ არის დასრულებული. ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 2000 აშშ დოლარს ჩამოსცდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 2,5%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე  1 987 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »
უკრაინა რუსულ გაზზე სრულად უარის თქმას გეგმავს

რუსულ სახელმწიფო კომპანია „ტრანსნეფტში“ აცხადებენ, რომ უკრაინამ უნგრეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში რუსული ნავთობის ტრანზიტი შეაჩერა

რუსულ სახელმწიფო კომპანია „ტრანსნეფტში“ აცხადებენ, რომ უკრაინამ ევროპაში რუსული ნავთობის ტრანზიტი შეაჩერა. „როიტერის“ ინფორმაციით, რუსულ კომპანიაში განაცხადეს, რომ ნავთობის ტრანზიტი მილსადენ „დრუჟბას“ გავლით შეჩერებულია უნგრეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში. „როიტერის“ ცნობით, „ტრანსნეფტში“ განაცხადეს, რომ მათ გადაიხადეს აგვისტოს თვის ტრანზიტის საფასური, თუმცა თანხა უკან დაუბრუნდათ. სახელმწიფო კომპანიის წარმომადგენლის, იგორ დემინის თქმით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო, იმის ნაცვლად, რომ თავად გადაწყვიტონ, დაუშვან თუ არა ტრანზაქცია, ევროპულმა ბანკებმა ...

Read More »
საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

Conexus Baltic Grid-ის ინფორმაციით, ლატვია რუსეთიდან გაზს კვლავ იღებს

ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისა და შენახვის ლატვიური ოპერატორის, Conexus Baltic Grid-ის ინფორმაციით, რუსული გაზი ლატვიაში კვლავ მიედინება, – ამის შესახებ Deutsche Welle წერს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციიდან გაზი ქვეყანაში ესტონეთში მდებარე სადგურ Luhamaa-ს გავლით შეედინება. „აპრილის დასაწყისში, ლატვიამ უარი თქვა რუსული გაზით მომარაგებაზე, მას შემდეგ, რაც გადაწყვიტა, არ შეესრულებინა მოსკოვის მოთხოვნა რუსული გაზის საფასურის რუბლით გადახდის შესახებ. თუმცა, ივნისში გაზის გადაცემის სისტემის მთავარმა ლატვიურმა ოპერატორმა Latvijas gāze-მ შესყიდვები განაახლა. Latvijas gāze-მ ხაზგასმით ...

Read More »
ბოლივიაში აღმოჩენილია ახალი ნავთობსაბადო

ახალ საბადოზე თურქმენეთს დღეში დამატებით 700 000 კუბური მეტრი გაზის მოპოვება შეუძლია

თურქმენეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე შერეპლის გაზის საბადოზე, დღეში 700 000 კუბური მეტრი სამრეწველო ბუნებრივი აირი იქნა მიღებული. აღნიშნულის  შესახებ Nebit-Gaz-ი იუწყება. “ექსპერტების აზრით, ჭაბურღილის დღიური დებეტი 695 000 კუბურ მეტრს ბუნებრივ აირს შეადგენს. პირველადი წარმოების მსგავსი მოცულობა საფუძველს იძლევა ვიფიქროთ, რომ ხსენებული საბადო საკმაოდ პერსპექტიულია”, – ნათქვამია ანგარიშში. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ამჟამდ საბურღი სამუშაოები მიმდიანრეობს ასევე ველაიაში და კიდევ ორ ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი $2 100-მდე გაიზარდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 1,6%-ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე  2 100 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »

კვიპროსის იმ ტერიტორიაზე, რომლეზეც გაზის დიდი მარაგი აღმოაჩინეს თურქეთს პრეტენზიები აქვს

იტალიურმა და ფრანგულმა ენერგოკომპანიებმა Eni-მ და Total-მა, რომლებიც ერთობლივად არიან დაკავებულნი კვიპროსის შელფზე ბუნებრივი აირის მოძიებაში, აღმოაჩინეს ლურჯი საწვავის დიდი მარაგი კვიპროსის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის (EEZ) მეექვსე ბლოკში. ამის შესახებ კვიპროსის სამაუწყებლო კორპორაცია (RIK) იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ამის შესახებ ოფიციალური განცხადება დამატებითი კვლევის შემდეგ არის მოსალოდნელი. აღნიშნულია, რომ აღმოჩენილ ახალ საბადოს მიმდებარედ შესაძლოა მდებარეობდეს გაზის სხვა მარაგები. გაზის მარაგების აღმოჩენის ...

Read More »

გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ოლაფ შოლცი არ განიხილავს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ექსპლუატაციაში გაშვებას

გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ოლაფ შოლცი არ განიხილავს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ექსპლუატაციაში გაშვებას ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით სირთულეების შექმნის შემთხვევაში. უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა შტეფენ ჰებეშტრაიტმა განაცხადა. „დიახ, ის გამორიცხავს მსგავს შესაძლებლობას“, – განაცხადა ჰებეშტრაიტმა კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა გერმანიის კანცლერი გაზსადენის ამუშავების შესაძლებლობას ბუნებრივი აირით მომარაგებასთან დაკავშირებით შესაძლო სირთულეების შექმნის შემთხვევაში. ჰებეშტრაიტის თქმით, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი ...

Read More »

ევროპულმა საბჭომ გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების შესახებ რეგულაცია მიიღო

ევროპულმა საბჭომ ზამთარში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების შესახებ რეგულაცია მიიღო. ამის შესახებ ევროპული საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი. „ევროკავშირის ენერგომომარაგების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, საბჭომ დღეს მიიღო რეგულაცია ზამთარში ბუნებრივ აირზე მოთხოვნის ნებაყოფლობითი შემცირების შესახებ (15%-ით). რეგლამენტი ითვალისწინებს საბჭოს შესაძლებლობას აამოქმედოს გაფრთხილება მიწოდების უსაფრთხოების შესახებ, ამ შემთხვევაში გაზის მოთხოვნის შემცირება გახდება სავალდებულო“, – ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაზის მოთხოვნის შემცირების მიზანი ზამთრისთვის გაზის ...

Read More »