Tag Archives: #ნამახვანი

რას გულისხმობდა ეკონომიკის მართვის რუსული მოდელი – კითხვები, რომლებსაც გიორგი ქობულია არ პასუხობს

რამდენიმე დღის წინ “აიპრესმა” საქართველოში რუსული ენერგეტიკული ლობის შესახებ  ჟურნალისტური მოკვლევის პირველი ნაწილი გამოაქვეყნა. მოკვლევაში ვრცელი ნაწილი ეთმობა ეკონომიკის ექსმინისტრის გიორგი ქობულიას დამოკიდებულებას საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით. კერძოდ, ქობულიას საჯარო განცხადებებიდან  გამომდინარე, იგი მიიჩნევდა, რომ ელექტროენერგიაზე ფასები მოლაპარაკებებით უნდა გადაწყდეს და ეს უნდა გვარდებოდეს სახელმწიფო კომპანიების მიერ. ამასთან, წლების წინ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრობამდე პერიოდში, როდესაც იგი ავტორიტეტული საკონსულტაციო კომპანია  McKinsey-ის რუსეთის ...

Read More »

შუახევი ჰესზე იყო ზედამხედველობის პრობლემა, ვფიქრობთ, ნამახვანჰესზე სხვანაირად ავაწყოთ

ნათია თურნავამ საქართველოში არსებულ იმ ჰესებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელსაც ექსპლუატაციის პროცესში პრობლემა შეექმნა. მინისტრის თქმით, შუახევი ჰესთან დაკავშირებით შეიქმნა ზედამხედველობის პრობლემა, რის გამოსწორებასაც სამინისტრო ნამახვანჰესის შემთხვევაში გეგმავს. „რაც შეეხება შუახევს, რაც შეეხება სხვა რამდენიმე ჰესის შემთხვევას, ავარიები, რა თქმა უნდა, ყველგან ხდება. არ არის აუცილებელი, რომ ეს ჰიდროსადგურზე მოხდეს, თბოსადგურზე, მაგალითად, შეგახსენებთ მე-10 ბლოკის აფეთქება და ა.შ. ეს არასდროს არ ...

Read More »

ევროპელი ახალგაზრდა მწვანეები ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტს მხარდაჭერას უცხადებენ

ევროპელი ახალგაზრდა მწვანეების ფედერაციამ სოლიდარობა გამოუცხადა, გუშინ ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას. „პროტესტი ეკოლოგიური განადგურების წინააღმდეგ საქართველოში”, – წერენ ისინი. შეგახსენებთ, რომ გუშინ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებია: „გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ...

Read More »

კერძო ინვესტიცია მიწის ფლობის ან სარგებლობის გარეშე წარმოუდგენელია

„ნამახვანი ჰესის“ მშენებელ კომპანიას გადავცემთ მხოლოდ იმ მიწას, რაც პროექტთან არის თავსებადი და დასაბუთებულად საჭირო“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. „მე პარლამენტშიც განვაცხადე, რომ თუ ვინმეს, დავუშვათ, აქვს კითხვა, კონკრეტული მიწა სჭირდება თუ არა პროექტს, კომპანია ვალდებულია გახსნას დოკუმენტები და მას აჩვენოს ეს პროექტი. ჩვენ მიწა უპირობოდ კი არ გადავეცით კომპანიას, არამედ გადავეცით მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული ნაგებობების განლაგებისთვის. ...

Read More »
ნამახვანჰესი დაპატარავდა, შემდეგი ხუდონჰესია

ქრონოლოგია – რა პროცესები გაიარა “ნამახვანჰესის” პროექტმა გარემოსდაცვითი მიმართულებით

პარლამენტში “ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით განხილვა მიმდინარეობს, სადაც ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის მონაწილეობით „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებიან.სხდომაზე გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა წარადგინა ქრონოლოგია პროექტთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი განხილვების და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. სამინისტრომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილება 2020 წლის ...

Read More »

ქუთაისში ნამახვანჰესების კასკადის მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა

გუშინ ნამახვანჰესების კასკადის მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა ქუთაისში, სადაც ცენტრალურ მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდნენ. აქციაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე უფლებადამცველები მონაწილეობენ. აქციას მონიტორინგს სახალხო დამცველი წარმომადგენლები უწევენ. „ჩვენ თავიდან ხუთი ადამიანი ვიყავით და დღეს ვდგავართ ათასობით ადამიანი, რადგან ჩვენ დავდექით სიმართლის მხარეს და სიმართლემ გაზარდა ჩვენი რაოდენობა. რაც უნდა ძლიერი იყოს მტერი, რომელიც გვიპირისპირდება, აუცილებლად სიმართლით ...

Read More »

ნათია თურნავა – „ნამახვანჰესი“ არის ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების საერთო სიკეთე

„ნამახვანჰესი“ არ არის პროექტი, რომელიც ეკუთვნის ერთ რომელიმე კომპანიას. მიუხედავად იმისა, რომ ჰესს უცხოელი ინვესტორი აშენებს, ეს არის ქართული პროექტი, საქართველოს კუთვნილი ენერგეტიკული ობიექტი, ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების საერთო სიკეთე, რომელსაც ყველა ერთად შევქმნით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შესახებ ოთხი ახალი ინიციატივის დაანონსების დროს განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ ჰესის ...

Read More »

პაატა ცინცაძე: საქართველოში ჰიდროსადგურების მშენებლობას ალტერნატივა არ აქვს

საქართველოს საინჟინრო და ენერგეტიკის აკადემიების ნამდვილი წევრის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის პაატა ცინცაძის განცხადებით, საქართველოში ჰიდროსადგურების მშენებლობას ალტერნატივა არ აქვს.  როგორც ცინცაძემ აღნიშნა, ქვეყანამ  საკუთარი, ჰიდრორესურსი უნდა გამოიყენოს, რათა ენერგოდამოუკიდებლობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას. „გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს არ გააჩნია ბუნებრივი აირისა და ნავთობის მარაგები, ერთადერთი რესურსი, რითაც შეგვიძლია ვაწარმოოთ ელექტროენერგია, არის ჰიდრორესურსი. ჰიდრორესურსებიაბლობისთვის საჭიროა საკუთარი რესურსების გამოყენება და ამ შემთხვევაში ჩვენ ...

Read More »
ანდრია გვიდიანი: “ენერგეტიკის სექტორში ინვესტორზე ორიენტირებული საინვესტიციო გარემოა”

“ნამახვანჰესზე საქმიანი განხილვის ნაცვლად, ადგილობრივებმა შოუს მოწყობა გადაწყვიტეს”

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანი “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით ქუთაისში გამართულ შეხვედრას ეხმიანება.  “კონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრები “ნამახვანჰესის” ირგვლივ სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად, საქმეზე სასაუბროდ ჩავიდნენ. თუმცა, სამწუხაროდ, ადგილობრივმა მოსახლეობამ მოლაპარაკებების მაგიდა ააყირავა. ეს იყო სამუშაო შეხვედრა, სადაც იმ ტექნიკურ საკითხებზე უნდა ყოფილიყო საუბარი, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აინტერესებს. შეხვედრას ესწრებოდნენ ტექნიკურ საკითხებზე პასუხისმგებელი სამინისტროს წარმომადგენლები. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის და ე.წ. გარემოსდამცველები მხოლოდ ...

Read More »

გიორგი აბრამიშვილი: “კომუნიკაცია დაგვიანებული იყო”

სურათი ნათელია – ერთი მხრივ, არის კონსტრუქციული შეთავაზებები და მეორე მხრივ დესტრუქცია, – ასე შეაფასა ენერგეტიკოსმა გიორგი აბრამიშვილმა ნამახვანჰესის ინვესტორთან მიღწეული შეთანხმების 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ და გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რიონის ხეობის მცველებს და აქტივისტებს გააცნეს. თურნავა და დავითაშვილი შეხვედრის მხოლოდ დასაწყისს დაესწრნენ, მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს და იქაურობა დატოვეს, ხოლო შეკრებილებმა ...

Read More »