Tag Archives: #ელექტრომანქანა

FORD ელექტრომობილების 3 ქარხანას ააშენებს

Ford–ი მისი შემდეგი თაობის ელექტრო F სერიის პიკაპისთვის 3 ქარხანას ააშენებს ტენესის და კენტუკის შტატებში, რისთვისაც ავტომწარმოებელი კომპანიის ისტორიაში ყველაზე დიდ ინვესტიციას განახორციელებს. $11,4 მლრდ-ის პროექტი, თითქმის 11,000 სამუშაო ადგილს შექმნის. Bloomberg-ის ინფორმაციით, ქარხნები მუშაობას ონლაინ რეჟიმში, 2025 წლიდან დაიწყებენ. ამასთან Ford–ის გეგმის ნაწილია, რომ 2025 წლისთვის $30 მლრდ–ის ინვესტიცია განახორციელოს ელექტრომობილებისთვის და გახდეს მთავარი მოთამაშე იმ ბაზარზე, სადაც ახლა ...

Read More »

ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდა ევროპაში ახალი სამსახურების პერსპექტივებს აჩენს

სამშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ელექტრო მანქანებზე გადასვლა ავტოინდუსტრიას დიდი ცვლილებების განხორციელებისაკენ უბიძგებს, ევროკავშირს კი აიძულებს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გადაკვალიფიცირების პროგრამებში, რათა მუშახელს ნულოვანი გამონაბოლქვის მომავალში ცხოვრება გაუადვილოს. Boston Consulting Group-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2030 წლისათვის ევროპული ავტო ინდუსტრიის დასაქმების მაჩვენებელი 1%-ით დაეცემა შიდა წვის ძრავიანი მანქანებიდან ელექტრომობილებზე გადასვლის მიზეზით. შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით ევროპაში ავტოინდუსტრიაში 5.7 მილიონი ადამიანია ...

Read More »

Rivian-ი პირველი ავტომწარმოებელია, რომელმაც ბაზარზე ელექტროპიკაპი წარადგინა

ელექტრომობილების სტარტაპი, Rivian-ი, პირველი ავტომწარმოებელი გახდა, რომელმაც სამომხმარებლო ბაზარზე ელექტროპიკაპი წარმოადგინა. აღნიშნული ქმედებით მან აჯობა ელექტრომობილების ისეთ მსხვილ და ინოვატორ მწარმოებლებს, როგორიც Tesla, General Motors-ი და Ford-ი არიან. Rivian-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, არჯი სკარინჯმა, ტვიტერის საკუთარ პროფილზე განაცხადა, რომ კომპანიის პირველმა R1T პიკაპმა მომხმარებლებისათვის უკვე გაიარა საწარმოო ხაზი ილინოისში მდებარე ქარხანაში. „თვეების განმავლობაში განხორციელებული წარმოებამდელი ავტომობილების გამოცდის შემდეგ, კომპანიამ ...

Read More »

Lucid-ის ახალი ელექტრომობილი გადაადგილების დიაპაზონით Tesla-ს აჭარბებს

ელექტრომობილების მწარმოებელი Lucid Group-ი აცხადებს, რომ მისი სადებიუტო სედანის ელექტრო ვერსია აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) მიერ შეფასდა, როგორც ყველაზე გრძელი გადაადგილების დიაპაზონის ელექტრომობილი. Lucid-მა განაცხადა, რომ EPA-მ Air Dream Edition-ის ელექტრო ვერსიას ოფიციალური რეიტინგის სახით 520 მილის დიაპაზონი მიანიჭა. ეს მონაცემი აჭარბებს Tesla-ს უმაღლესი დიაპაზონის მოდელ S-ს, რომელსაც EPA-ს განსაზღვრული სავარაუდო მანძილი 405 მილი აქვს. Lucid-ი ამ სპეციფიკაციებით 500-ზე ნაკლები ავტომობილის წარმოებას გეგმავს. მათი ღირებულება $169,000 იქნება. კომპანია კალიფორნიაში დაფუძნებული ავტომწარმოებელია. მას ხშირად უწოდებენ Tesla-ს პოტენციურ კონკურენტს, ნაწილობრივ იმიტომ, ...

Read More »

ვოლვო ელექტრომობილებში ტყავის ნაცვლად ეკოლოგიურად სუფთა მასალას გამოიყენებს

ვოლვო ქარსი აცხადებს, რომ ელექტრომობილებში, რომელსაც მომავალში გამოუშვებს, ტყავს არ გამოიყენებს და მას ეკოლოგიურად სუფთა მასალით ჩაანაცვლებს. ამ მეთოდით მზადდება სალონები ვოლვოს C40 და შემდეგი თაობის XC90 მოდელებისთვის. ინფორმაციას კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამომავლოდ კი ამ სიას 60-სერიის ავტომობილები და XC40 Recharge დაემატება. კომპანია აცხადებს, რომ ვოლვოს მიერ შექმნილი, ბუნებრივი და გადამუშავებული ნედლეულისგან დამზადებული, ახალი მასალები, მაღალი ხარისხისა ...

Read More »

Rolls-Royce-ის სრულად ელექტროთვითმფრინავმა ბრიტანეთში პირველი ფრენა განახორციელა

გასულ კვირას Rolls-Royce-ის პირველმა სრულად ელექტროთვითმფრინავმა პირველი ფრენა განახორციელა და დიდი ბრიტანეთის ცაში დაახლოებით 15 წუთამდე დაყო. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოთხშაბათს თვითმფრინავმა ფრენის ტესტირების ინტენსიური ეტაპი დაიწყო. ფრენის მიზანი კი ელექტროენერგიისა და ძრავის სისტემის შესახებ ინფორმაციის მიღება იყო. Rolls-Royce-ის თანახმად, თვითმფრინავმა ფრენისას 400 კილოვატი სიმძლავრის ძრავა გამოიყენა, რაც ელექტროთვითმფრინავებისათვის ოდესმე აწყობილი ყველაზე მძლავრი ელემენტია.  კომპანიის გეგმით, პროექტის ...

Read More »

მიკროჩიპების უკმარისობის გამო, Skoda ავტომობილების წარმოებას 1 კვირით აჩერებს

ჩეხური საავტომობილო კომპანია Skoda მიკროჩიპების უკმარისობის გამო ჩეხეთის ქარხნებში ავტომობილების წარმოებას 1 კვირით აჩერებს. წარმოების დაპაუზება მოხდება 27 სექტემბერს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის პროფკავშირები ავრცელებს. მათი მონაცემებით, ავტომობილების წარმოება შეწყდება კომპანიის ჩეხეთში მოქმედ სამივე ქარხანაში, რომლებშიც 34 ათასი ადამიანია დასაქმებული. ის თანამშრომლები, რომლებსაც იძულებითი „დასვენება“ მოუწევთ ხელფასის 85%-ს მიიღებენ. ამ თანხაში ასევე შევა გათვალისწინებული პრემიებიც. როგორც ჩეხურ კომპანიაში აცხადებენ, Volkswagen-ის ...

Read More »
ჩინეთი ელექტრომობილების გაყიდვების კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზეა

საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 32%-ით შემცირდა

საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 32%-ით შემცირდა. „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 174 ცალ ელექტრომობილში $3.2 მილიონი გადაიხადა. 2020 წლის საანგარიშო პერიოდში, 256 ცალი ელექტრომობილის იმპორტში $3.9 მილიონი დაიხარჯა. „საქსტატის“ მიერ „ბიზნეს ფორმულასთვის“ მიწოდებული ინფორმაციით, იმპორტიორების TOP-3 ასეთია; აშშ – 89 ცალი/$1.3 მილიონი ჩინეთი – 39 ცალი/$310 ათასი გერმანია – 19 ცალი/$1.2 მილიონი წყარო: “ბიზნესფორმულა”

Read More »

ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლის შემდეგ რენო საფრანგეთში 2,000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს

ხუთშაბათს ფრანგულმა ავტომწარმოებელმა „რენომ“ განაცხადა, რომ ის 2000–მდე სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს. შემცირება ძირითადად შეეხება ინჟინრებსა და მსგავს პოზიციებზე დასაქმებულებს. Renault ელექტრომანქანების ინდუსტრიაში გადასვლას გეგმავს, შესაბამისად, მას სხვადასხვა პოზიციაზე ახალი თანამშრომლების დაქირავება მოუწევს. ჯგუფის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ უახლესი გეგმების შესახებ უკვე დაიწყეს პროფკავშირებთან მოლაპარაკება. აღსანიშნავია, რომ Renault–ში ფართო რესტრუქტურიზაცია მიმდინარეობს, რის შედეგადაც ქვეყანაში 4600 სამუშაო ადგილის შემცირება არის დაგეგმილი. ...

Read More »

ინდოეთი ელექტრო და წყალბადის ავტომობილების წარმოების სტიმულირებისთვის 3,5 მლრდ დოლარს ჩადებს

ინდოეთის ხელისუფლება აპირებს უახლოეს მომავალში 257 მილიარდი რუპია (3,5 მილიარდი დოლარი) გამოყოს ელექტრო და წყალბადზე მომუშავე ავტომობილების წარმოების სტიმულირებისთვის. როგორც გაზეთი The Economic Times-ი წერს, ეს გადაწყვეტილება „პარიზის კლიმატის შეთანხმების“ შესაბამისად, სასათბურე გაზების გაფრქვევის შემცირებას შეუწყობს ხელს. მსგავსი ინიციატივა ინდოეთს საშუალებას მისცემს დააჩქაროს გადავიდეს ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებებზე, ისეთებზე როგორიცაა ელექტრომობილები და წყალბადის საწვავზე მომუშავე ავტომობილები. როგორც გამოცემა წერს, ქვეყანას ...

Read More »