ვოლვო ქარსი აცხადებს, რომ ელექტრომობილებში, რომელსაც მომავალში გამოუშვებს, ტყავს არ გამოიყენებს და მას ეკოლოგიურად სუფთა მასალით ჩაანაცვლებს. ამ მეთოდით მზადდება სალონები ვოლვოს C40 და შემდეგი თაობის XC90 მოდელებისთვის. ინფორმაციას კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ავრცელებს.
„ვოლვო ქარსი ტყავის მასალის მაღალხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივების მოძიებაში ლიდერია. კომპანია არ ღალატობს აღებულ ვალდებულებებს და მუშაობს პრინციპით – „ცხოველებისთვის ზიანის მიყენების გარეშე“.
ეს არის ცვლილებების ჯაჭვი, – დიზაინერები ყველა ინდუსტრიაში მოდიდან დაწყებული, ავტომობილის ინტერიერით დამთავრებული, სამუშაო მასალას ცვლიან. ამ მიმართულებით, საავტომობილო ინდუსტრიაში ვოლვო ქარსი ლიდერია. კომპანია მუდმივად ეძებს და აუმჯობესებს მასალას ახალი ელექტრო ავტომობილების ასორტიმენტისთვის. კომპანია მოდისა და დიზაინის სამყაროს აჩვენებს, რომ ბუნებრივი არ ნიშნავს კომპრომისს, ხარისხის ან კომფორტის ხარჯზე.
ვოლვოს აქვს ამბიცია და მზად არის გაამართლოს ახალი მოლოდინი პრემიუმ სექტორში, – მაღალი ხარისხი ეკომეგობრული მასალის გამოყენებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.