Tag Archives: #გაზი

გერმანიამ რუსული გაზის მოხმარება თითქმის გაანახევრა, ხოლო რუსულ ნავთობს საბოლოოდ ემშვიდობება

რუსული გაზის მოხმარების თითქმის განახევრებით, გერმანია ემზადება მთლიანად მიატოვოს რუსული ნავთობი, დაბლოკოს მიწოდების ბოლო არხი, რომელიც არ მოექცა ევროკავშირის ემბარგოს ქვეშ. გერმანიის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამამუშავებელი ქარხანა Schwedt, რომელიც ბერლინს და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს საწვავს აწვდის, იანვრიდან “დრუჟბას” მილსადენით რუსეთიდან ნავთობის შესყიდვას შეწყვეტს. ქარხანა, რომელიც ომამდე ეკუთვნოდა “როსნეფტს”, შემდეგ კი ნაციონალიზდა და ენერგეტიკული რეგულატორის კონტროლის ქვეშ მოექცა, „ბოლო თვეების განმავლობაში ემზადებოდა ...

Read More »

გერმანულმა კონცერნმა RWE-მ აშშ-დან თხევადი გაზის შეძენაზე კონტრაქტს ხელი მოაწერა

გერმანულმა ენერგეტიკულმა კონცერნმა RWE-მ ხელი მოაწერა კონტრაქტს 2.25 მილიონი ტონა თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) შეერთებული შტატებიდან შეძენაზე, მაგრამ გაზის მიწოდება შეიძლება არ დაიწყოს 2027 წლამდე. ამ ინფორმაციას RWE Supply & Trading 28 დეკემბერს ავრცელებს. შეთანხმებული მოცულობები ითვალისწინებს 30 თხევადი გაზის ტანკერის ან დაახლოებით 3 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი გაზის გერმანიაში შეტანას, კონტრაქტი 15 წლიანია. RWE-ს ამერიკული კომპანია Sempra Infrastructure-ის პარტნიორია, ...

Read More »
კახა კალაძე გაზპრომის წარმომადგენლებს შეხვდა

„გაზპრომის“ ექსპორტმა, XXI-ე საუკუნის დასაწყისიდან ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია

რუსული „გაზპრომის“ ექსპორტი 2022 წელს თითქმის განახევრდა – XXI-ე საუკუნის დასაწყისიდან ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია. უკრაინაში საომარი მოქმედებების შემდეგ ევროპისკენ გაზის ნაკადი საგრძნობლად შემცირდა. წელს რუსულმა გაზის გიგანტმა 100,9 მილიარდი კუბური მეტრი საწვავი გაყიდა ყოფილ საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ. ეს 2021 წლის მაჩვენებელზე  46%-ით ნაკლებია. ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანიის მარაგები მნიშვნელოვნად შემცირდა. მიმდინარე წლის დასაწყისში ევროპის ...

Read More »
Skyland Petroleum–ი საქართველოდან ჩინეთში ნავთობის მიწოდებას გეგმავს

ეგვიპტემ ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავებაზე ტენდერი გამოაცხადა

ნილოსის დელტასა და ხმელთაშუა ზღვაში ნავთობისა და გაზის საბადოების განვითარების უფლებებზე, ეგვიპტის ხელისუფლებამ ახალი საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. ტენდერი მოიცავს 12 ველს, რომელთა ნახევარი ოფშორულია. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 30 აპრილია.

Read More »

ნოვაკი: თურქეთი რუსეთთან გაზის ჰაბის შექმნაზე გადაწყვეტილებას 2023 წელს მიიღებს

„გაზპრომი“ აქტიურად მუშაობს თურქეთთან და ბაზრის სხვა მონაწილეებთან გაზის ჰაბის შექმნაზე. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა. „ახლა „გაზპრომი“ აქტიურად მუშაობს თურქ კოლეგებთან, ამ პროექტში სხვა შესაძლო მონაწილეებთან ერთად სხვა ქვეყნებიდან. ეს იქნება ერთგვარი კერა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ რუსი მომწოდებლები, არამედ სხვა ექსპორტიორებიც“, – განაცხადა ნოვაკმა. ვიცე-პრემიერის თქმით, თურქეთში გაზის ჰაბის შესახებ გადაწყვეტილებები 2023 წლის განმავლობაში იქნება მიღებული. ნოვაკმა ...

Read More »

თურქეთში, საკარიას გაზის საბადოს მარაგი 710 მილიარდ კუბურ მეტრს აღწევს – თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი

შავი ზღვის თურქულ სექტორში „საკარიას“ საბადოს მარაგების მოცულობა 710 მილიარდ კუბურ მეტრს აღწევს. შეფასებები ეფუძნება ამ სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის, DeGolyer & MacNaughton-ის დასკვნებს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა. მისი თქმით, „საკარიას“ საბადოზე სამუშაოებში 50-ზე მეტი გემია ჩართული. „შავი ზღვის საბადოდან სამი წყალქვეშა მილსადენის გაყვანა და ტესტირება გრძელდება. 170 კმ სიგრძის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა ...

Read More »
ბოლივიაში აღმოჩენილია ახალი ნავთობსაბადო

აშშ-ში 10 წლის განმავლობაში გაზის მოპოვება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

აშშ-ში 23 დეკემბრისთვის წინა დღესთან შედარებით ბუნებრივი აირის მოპოვებამ 10%-ით იკლო, ამის მიზეზი კი ქვეყნის გარკვეულ ტერიტორიაზე არასახარბიელო კლიმატური პირობებია – წერს Bloomberg. სააგენტოს მონაცემებით, გაზის მოპოვების ძირითად რაიონებში, მათ შორის, ტექსასის შტატში, რომელიც მთავარი მიმწოდებელია, ტემპერატურა ნულს ქვემოთ დაეცა. ამან კი გამოიწვია მილების მოყივნა და მოპოვების შეჩერება. ამასთან, აღნიშნულია, რომ ქვეყნის შიგნით გაზის მოხმარება გაზრდილია 2019 წლის მაქსიმალურ დონემდე. ...

Read More »

რუსეთის ვიცე-პრემიერი – რუსეთი მზადაა, Yamal-Europe-ის გაზსადენით ევროპისთვის გაზის მიწოდება განაახლოს

რუსეთი მზად არის, განაახლოს ევროპისთვის გაზის მიწოდება Yamal-Europe-ის გაზსადენით, რომელიც ადრე შეჩერებული იყო პოლიტიკური მიზეზების გამო, – ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ს განუცხადა. „ევროპის ბაზარი აქტუალური რჩება, რადგან გაზის დეფიციტი გრძელდება და ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ აღვადგინოთ მიწოდება. მაგალითად, Yamal-Europe გაზსადენი, რომელიც პოლიტიკური მიზეზების გამო შეჩერდა, გამოუყენებელი რჩება“, – განაცხადა ნოვაკმა. მისი თქმით, ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი უკრაინაში ომის დაწყებამდე არსებულ ნიშნულამდე დაეცა

ევროპაში გაზის ფასი უკრაინაში ომის დაწყებიდან მინიმუმამდე დაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. კერძოდ, სამშაბათს ნიდერლანდების ბირჟაზე, ევროპის უმსხვილეს ჰაბზე მეგავატსაათი აირის ფასი 77 ევროს ჩამოსცდა (820 ევრო ერთი ათასი კუბური მეტრისთვის). ეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გერმანიის ქსელების ფედერალური სააგენტოს ცნობით, ბუნებრივი აირის ფასის შემცირების მიზეზებს შორის შედარებით თბილი ამინდია, რის გამოც შემცირდა გაზის მოხმარება, ასევე ...

Read More »

უკვე მეორე კვირაა ევროპაში გაზის ფასი ინტენსურად მცირდება

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასმა ბოლო 24 სთ-ის მანძილზე  1000 კუბურ მეტრზე დაახლოებით 895 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის მოცულობა დღეში 33 მილიონ ...

Read More »