Tag Archives: #უკრაინა

მერკელმა და ბაიდენმა Nord Stream 2-ზე ისაუბრეს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მას G7 სამიტის ფარგლებში შეხვედრა ჰქონდა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, სადაც მხარეებმა განიხილეს Nord Stream 2-ის პროექტი. ”ჩვენ (ბაიდენთან) მოკლედ მიმოვიხილეთ Nord Stream 2-ის საკითხი. როგორც თქვენთვის ცნობილია,  მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამერიკის მთავრობასთან და ფედერალური მთავრობის ექსპერტებთან. მე მჯერა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ, ორივე ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა კვლავაც დარჩეს ბუნებრივი აირის სატრანზიტო პარტნიორად”- განუცხადა ...

Read More »

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის ოპერატორი კომპანია აცხადებს, რომ ქსელის პირველი ნაწილის მოწყობა ტექნიკურად დასრულებულია

რუსული გაზსადენის, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის ოპერატორი კომპანია აცხადებს, რომ ქსელის პირველი ნაწილის მოწყობა ტექნიკურად დასრულებულია და გაზსადენის ბუნებრივი აირით გავსება 11 ივნისს დაიწყება. ამასთან ერთად, გაზსადენის მეორე ნაწილის გაყვანა გრძელდება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. შეგახსნებთ, რომ აშშ-ი, უკრაინა და ბალტიის ქვეყნები აქტიურად ეწინააღმდეგებიან აღნიშნული გაზსადენის გაყვანას, რადგან შიშობენ, რომ ის ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე რუსეთის გავლენას გაზრდის. ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა პროექტში მონაწილე კომპანიებს. ...

Read More »
ბლინკენი

ენტონი ბლინკენი: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულება მომხდარი ფაქტია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულება მომხდარი ფაქტია. „გერმანია მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდა და ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გერმანიასთან. პრაქტიკული თვალსაზრისით, გაზსადენის მშენებლობის დასრულება მომხდარი ფაქტია. გაზსადენის ოპერატორისა და მისი დირექტორის წინააღმდეგ სანქციების მიუხედავად, მშენებლობის დასრულების თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა რეაგირებას მოახდენს რუსეთის ნებისმიერ საქმიანობაზე, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ...

Read More »

“მწვანე ენერგიის” წილი უკრაინის ენერგეტიკაში გასული წლის განმავლობაში გაორმაგდა

2020 წელს უკრაინაში ენერგიის წარმოებაში მზისა და ქარის ელექტროსადგურების წილი გაორმაგდა და 6.8% შეადგინა, მაშინ როდესაც 2019 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3.3% იყო. აღნიშნულის შესახებ “უკრენერგოს” პრესსამსახური იუწყება. გასულ წელს ქარისა და მზის სადგურების მიერ გამომუშავებული სიმძლავრე 41%–ით ანუ 1,9 გიგავატით გაიზარდა და 6,4 გიგავატს მიაღწია. საერთო ჯამში, მზისა და ქარის ელექტროსადგურებმა 2020 წლის განმავლობაში 148.9 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს. ...

Read More »

“მჯერა, რომ ბაიდენი არის ჯორდანი პოლიტიკაში, რომელიც ბოლო წუთს ცვლიდა ტაქტიკას და გამარჯვებას ეუფლებოდა”

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ კომპანია Nord Stream 2 AG- ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმას ამერიკელი კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის თამაშის სტილს ადარებს. „ეს მე მაგონებს, მაიკლ ჯორდანის თამაშს, რომელიც ჩემი ფავორიტია. მაიკლ ჯორდანი ხშირად ატყუებდა მოწინააღმდეგეს, ზოგჯერ ვითომ სისუსტის, ან ავადმყოფობის დემონსტრირებით. მას სხვადასხვა საიდუმლო ხრიკი ჰქონდა იმისთვის, რომ მოწინააღმდეგე მოდუნებულიყო და გამარჯვებასთან სიახლოვის ცრუ გრძნობა ...

Read More »
უკრაინა

უკრაინა ცდილობს კრიპტოვალუტების ცენტრი გახდეს

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ღარიბი ქვეყანა სუსტი ეკონომიკით, რომელსაც ექსპორტზე ძირითადად ნედლეული და სასოფლო სამეურნეო პროდუქცია გააქვს – რითი უნდა მოიზიდოთ ინვესტიციები? უკრაინის მთავრობა თვლის, რომ მას ამ შეკითხვაზე პასუხი აქვს – ის ფსონს კრიპტოვალუტეზე აკეთებს და ცდილობს ქვეყანა ვირტუალური ფულის წარმოების და ვაჭრობის ცენტრად აქციოს. სულ მალე კრიპტოფერმა ევროპაში უმსხვილეს ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურთან გაჩნდება. პროექტი 700 მლნ. დოლარის ინვესტიციების ...

Read More »

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მხარდაჭერაში ადანაშაულებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. თეთრი სახლიდან წასვლის შემდეგ, ჩრდილოეთ კაროლინაში პირველი საჯარო გამოსვლის დროს ტრამპმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენმა ამერიკულ ნავთობსადენ „ქისთოუნ ექსელის“ მშენებლობა დაბლოკა, სანაცვლოდ კი, რუსული გაზსადენის მშენებლობას მხარი დაუჭირა. „ბაიდენმა უარი თქვა ჩვენს მილსადენზე, მაგრამ მან დაამტკიცა რუსული მილსადენი, რომელიც მე მთლიანად შევაჩერე გერმანიასა და ევროპის ...

Read More »

“„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ რუსეთის ხელში ნამდვილი იარაღია – გაუგებარია, რომ რუსეთს ამ იარაღისთვის ტყვიები ისეთმა დიადმა ქვეყანამ შეიძლება მიაწოდოს, როგორიც ამერიკაა”

აშშ-ის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-სთვის სანქციების დაწესებაზე უარის თქმა რუსეთისთვის ტყვიის მიწოდების ტოლფასია, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ გამოცემა Axios-თან ინტერვიუში. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ იარაღია, ნამდვილი იარაღია რუსეთის ხელში. გაუგებარია, რომ რუსეთს ამ იარაღისთვის ტყვიები ისეთმა დიადმა ქვეყანამ შეიძლება მიაწოდოს, როგორიც ამერიკაა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენმა მას პირდაპირი მესიჯი გადასცა, რომ აშშ მზად იყო გაზსადენის ...

Read More »

ვლადიმერ პუტინი: გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2-ის“ პირველი ხაზით ბუნებრივი აირის მიწოდება შესაძლოა, ათ დღეში დაიწყოს

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2-ის“ პირველი ხაზით ბუნებრივი აირის მიწოდება შესაძლოა, დაახლოებით ათ დღეში დაიწყოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. რუსეთის ლიდერის თქმით, „გაზპრომი“ ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის მზად არის, ამიტომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება გერმანიის მარეგულირებელ უწყებაზე. ამასთან, პუტინი ვარაუდობს, რომ გაზსადენის მეორე ხაზის მშენებლობა დასრულდება 1,5-2 თვეში. მისი თქმით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არის ევროპისთვის ეკონომიკურად ...

Read More »

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პირველი ხაზის მშენებლობა დასრულდა

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პირველი ხაზის მშენებლობა დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზსადენის პროექტის ოპერატორი, კომპანია Nord Stream 2 AG-ი ავრცელებს. „დღეს გაზსადენის პირველი ხაზის მშენებლობა დასრულდა. ჯერ კიდევ საჭიროა გაზსადენის დაგებული მონაკვეთების შეერთება. მეორე ხაზზე გაზსადენის დაგების სამუშაოები გრძელდება“, – ნათქვამია კომპანია Nord Stream 2 AG-ის განცხადებაში. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ კიდევ ერთი გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის „ტყუპისცალია“, რომელიც 2012 წლიდან ამოქმედდა. ორივე მილსადენი გათვლილია ...

Read More »