Tag Archives: #ელექტროენერგია

სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიაზე შეღავათით ისარგებლებენ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის ზოგიერთი რაიონის ნაწილს 10 ოქტომბერს, ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. „დიდუბის რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, დისევის და ბოხუას ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის (ნაწილობრივ), ბალანჩინის, ლუბლიანას, შალვა ერისთავის და ბელიაშვილის ...

Read More »

საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 10%-ით გაიზარდა

საქართველოში გენერაცია 9.8%-ითაა გაზრდილი. აღნიშნულის შესახებ განცხადება სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ გააკეთა. მისი თქმით, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.8%-ს შეადგენს, რაც გამოწვეულია უკეთესი ჰიდროლოგიით და ასევე იმითაც, რომ ენგურჰესის რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი გამომუშავება. „მიმდინარე წელს 2021 წელთან შედარებით ელექტროენერგიის წარმოება გაზრდილია 9.8%-ით. წინა წელს ელექტროენერგიის ჯამურმა გამომუშავებამ შეადგინა 12,431 მლრდ კვტ/სთ, ხოლო 2022 წელს –  საპროგნოზო მაჩვენებლების შესაბამისად, ჯამური ...

Read More »

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 7 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის (ნაწილობრივ), აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), მერვე ლეგიონის დასახლების (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), სამგორის, ოსიპ მანდელშტამის, ალექსანდრე წულუკიძის, დოლაბაურის, იორის, პატარძეულის, უჯარმის, ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – „ენკასთან“ გვაქვს მოლაპარაკებები არსებულ შეთანხმებაში სხვადასხვა ტიპის ცვლილებაზე, ნამახვანი რჩება სტრატეგიულ პროექტად და ამ თუ სხვა ფორმატით, აუცილებლად განხორციელდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, კომპანია „ენკამ“ „ნამახვაჰნესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანიასთან სხვადასხვა ტიპის ცვლილებაზე, რომელიც შესაძლოა, შევიდეს არსებულ შეთანხმებაში. მისივე თქმით, ნამახვანი სტრატეგიულ პროექტად რჩება და აუცილებლად განხორციელდება. „იცით, რომ „ენკამ“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, მიმართა არბიტრაჟს, თუმცა ჩვენ დიალოგის რეჟიმში ვართ კომპანიასთან. გვაქვს მოლაპარაკებები, საუბარი სხვადასხვა ტიპის ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 6 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვარკეთილის IIIა მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სამგორის და სესილია თაყაიშვილის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 ...

Read More »

6 ოქტომბერს სემეკი ქ. რუსთავში სასმელი წყლის ავარიული წყვეტების შემცირებაზე „რუსთავის წყალის“ საინვესტიციო გეგმას განიხილავს

6 ოქტომბერს, საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) განიხილავს ქ. რუსთავში სასმელი წყლის ხშირი ავარიული წყვეტების აღმოფხვრის მიზნით შპს „რუსთავის წყალის“  მიერ წარდგენილ საინვესტიციო გეგმას. საჯარო სხდომაზე საკითხის განხილვა 12:00 საათზე დაიწყება. სხდომას დაესწრება ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი, ნინო ლაცაბიძე. მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს სემეკმა შპს „რუსთავის წყალი“ ქ. რუსთავში ხშირი ავარიული წყვეტების გამო სახელმწიფო ბიუჯეტის ...

Read More »
სომხეთში საქართველოსგან იაფფასიანი ელექტროენერგიის შეძენას განიხილავენ

საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტი დაიწყო

ზამთრის მოახლოებასთან და ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტი დაიწყო, ხოლო ექსპორტი მინიმუმამდე დაიყვანა. როგორც „კომერსანტს“ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განუცხადა, საქართველომ სექტემბრიდან ელექტროენერგიის იმპორტი დაიწყო. ნარმანიას თქმით, საქართველოს ელექტროენერგია აზერბაიჯანიდან შემოაქვს, ხოლო გასულ თვეში ექსპორტს, ისიც მცირე რაოდენობით სომხეთში ახორციელებდა. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მონაცემებზე დაყრდნობით გეტყვით, რომ ელექტროენერგიის ექსპორტი სექტემბერში მცირე მოცულობით, მხოლოდ სომხეთში ...

Read More »

თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 5 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, სააკაძის, ჯავის, მოლოკოვის, გრუზინსკის, იმერეთის, ღოღობერიძის, ბეჟანიშვილის, ტოროშელიძის, ქსოვრელის, ქართველიშვილის, ღრმაღელის, ქართლის, ილურიძის, დაისის, თმოგვის, მუხრანის, სვირის, ლომთათიძის, ზედაზენის, დიდი ჯიხაიშის და ნათაძის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

4 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. საბურთალოს რაიონი 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ცაგერის, დები იშხნელების, გურამ ფანჯიკიძის, ტაშკენტის, კოსტავას, კანდელაკის, შარტავას, ონიაშვილის, ბუდაპეშტის, ცაგარელის, იოსებიძის, გაგარინის, ნუცუბიძის, დუდუ დადიანის, გურიელის და გამრეკელის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა- ფშაველას VI კვარტლის ...

Read More »

სლოვენიის ხელისუფლება 430 მლნ ევროს გამოყოფს ქვეყანაში ენერგეტიკის ფასების ზრდის წინააღმდეგ საბრძოლველად

სლოვენიის ხელისუფლება 430 მილიონ ევროს გამოყოფს ქვეყანაში ენერგორესურსების გაძვირების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. „ენერგეტიკული კრიზისის შედეგების შესარბილებლად, ჩვენ გამოვყავით დამატებით 340 მილიონი ევრო საბიუჯეტო რეზერვიდან ფერმერების, ეკონომიკისა და ხალხის დასახმარებლად. კიდევ 90 მილიონი მოხმარდება ხელფასების დარეგულირებას საჯარო სექტორში“, – ნათქვამია განცხადებაში. წყარო: commersant.ge

Read More »