სლოვენიის ხელისუფლება 430 მილიონ ევროს გამოყოფს ქვეყანაში ენერგორესურსების გაძვირების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
„ენერგეტიკული კრიზისის შედეგების შესარბილებლად, ჩვენ გამოვყავით დამატებით 340 მილიონი ევრო საბიუჯეტო რეზერვიდან ფერმერების, ეკონომიკისა და ხალხის დასახმარებლად. კიდევ 90 მილიონი მოხმარდება ხელფასების დარეგულირებას საჯარო სექტორში“, – ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: commersant.ge