Tag Archives: #ნავთობკომპანიები

ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან საქართველოში ნავთობის იმპორტი თითქმის გაოთხმაგდა

ომის დაწყების შემდეგ, რუსეთიდან საქართველოში ნავთობის იმპორტი თითქმის, გაოთხმაგდა. კერძოდ, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, მარტში საქართველოში 21,881 მლნ აშშ დოლარის ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა, აგვისტოში კი 83,059 მლნ აშშ დოლარის. ამასთან, მზარდი იყო ყოველთვიური მონაცემებიც. უფრო დეტალურად, საქსტატზე დაყრდნობით, გთავაზობთ ინფორმაციას, რომელ თვეში, რა რაოდენობის პროდუქტი შეიძინა საქართველომ რუსეთისგან: მარტი – 21,881 მლნ აშშ დოლარი აპრილი – ...

Read More »

G7 მოუწოდებს OPEC+-ს გაზარდოს ნავთობის მოპოვება

G7-ის ფინანსთა მინისტრებმა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებმა, OPEC +-ის იმედგამაცრუებელი გადაწყვეტილების შემდეგ ნავთობის მოპოვების კვოტების შემცირების შესახებ, ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებს მოუწოდეს გაზარდონ წარმოების მოცულობა. „ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებთან წარმოების გაზრდის აუცილებლობაზე, რათა შემცირდეს ცვალებადობა ენერგეტიკულ ბაზრებზე. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას OPEC + ქვეყნებთან ამ მნიშვნელოვან საკითხზე მიწოდების პრობლემების ფონზე, მიუხედავად მათი ბოლო იმედგაცრუებული გადაწყვეტილებისა. ”, – ნათქვამია განცხადებაში. გასულ ...

Read More »

ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა

2022 წლის  17 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  91.85 (+0.22)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.84 (+0.04)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ბოლო 2 თვის განმავლობაში პირველად, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 46$-ზე დაბლა დაეცა

IEA-მ მსოფლიო ნავთობის მარაგების ზრდა დააანონსა

მსოფლიოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების კომერციული მარაგი აგვისტოში ივლისთან შედარებით 36,5 მილიონი ბარელით გაიზარდა, ხოლო OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ქვეყნებში – 15 მილიონი ბარელით. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ოქტომბრის ანგარიშზე დაყრდნობით, ინდიკატორები კვლავ ხუთწლიან საშუალოზე დაბალი იყო. „აგვისტოში გლობალური მარაგები გაიზარდა 36,5 მილიონი ბარელით, რადგან ხმელეთზე მარაგების შემცირება (-27,8 მილიონი ბარელი) კომპენსირდება ოფშორული ნავთობის მარაგების ზრდით (+64,3 მილიონი ბარელი)“, ნათქვამია ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი თითქმის $2-ით შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,84 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 96,14 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

რუსეთში, ბელგოროდში, დაბომბვის შედეგად, ნავთობბაზა კვლავ იწვის

ბელგოროდში, ჭურვის ჩამოვარდნის გამო, ნავთობის ბაზაზე ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა. „ისევ დაბომბვა განხორციელდა. ერთ-ერთი ჭურვი ბელგოროდის რაიონში, ნავთობბაზაზე მოხვდა“,- წერს გუბერნატორი „ტელეგრამზე“. მისი ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა 98 დოლარს მიაღწია

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,04ვ აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 97,98 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  14 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  91.91 (-2.65)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.98 (-3.13)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ვის დაწყდება გული „თურქულ ნაკადზე“ და რა გეგმები აქვს თურქეთს

უკრაინა: რუსეთი, გაზსადენ „თურქული ნაკადის“ საბოტაჟისთვის ემზადება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია თურქული ნაკადის გაზსადენის საბოტაჟისთვის ემზადება. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარტნიორებს, გამოხატონ მტკიცე პოზიცია და საჯაროდ განაცხადონ, რომ გაზსადენ Nord Stream 2-ის გაშვება ან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება არ მოხდება. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჯაროდ გააფრთხილა, რომ რუსეთი ემზადება უკრაინის გაზის ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურის შესაძლო დაზიანებისთვის, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე პროვოკაციების საბაბით, ...

Read More »

უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ რუსეთიდან ინდოეთში ნავთობის ექსპორტი 5-ჯერ გაიზარდა

უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ რუსეთიდან ჩინეთსა და ინდოეთში წიაღისეული საწვავის ექსპორტი საგრძნობლად გაიზარდა. შედეგად, მიუხედავად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპასა და იაპონიაში შემცირებული მიწოდებისა, რუსეთი წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალს საომარი მოქმედებების დასაფინანსებლად კვლავ იყენებს. ენერგეტიკისა და ჰაერის სისუფთავის კვლევის ცენტრის ანალიზის თანახმად, ივლის-აგვისტოში, თებერვალსა და მარტთან შედარებით, ჩინეთში რუსეთიდან ენერგეტიკული ექსპორტის ღირებულება 30 მილიონი ევროთი (17%-ით) გაიზარდა. ქვანახშირის ექსპორტსა და ...

Read More »