Tag Archives: #რუსეთი

პუტინმა და ერდოანმა ტელეფონით ისაუბრეს თურქეთში „გაზის კვანძის“ შექმნის წინადადებაზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან სატელეფონო საუბარში განიხილა წინადადება თურქეთის „გაზის კვანძის“ შექმნის თაობაზე. ამის შესახებ კრემლი იტყობინება 18 ნოემბერს. პუტინი პირველად ოქტომბერში გამოვიდა თურქეთში გაზის ბაზის შექმნის წინადადებით, რაც შესაძლებელს გახდიდა დაზიანებული „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენების მარაგისთვის მიმართულების შეცვლას და ევროპის ბაზარზე მის ექსპორტს. ერდოანი მხარს უჭერს ამ იდეას. კრემლის თქმით, ორმა მხარემ ასევე განიხილა შავი ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

მსოფლიო „გაზპრომმა“ აზერბაიჯანისთვის გაზის მიწოდება დაიწყო

“გაზპრომმა” აზერბაიჯანისთვის გაზის მიწოდება დაიწყო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2023 წლის მარტის ჩათვლით, მოცულობა 1 მილიარდ კუბურ მეტრ შეადგენს. “გაზპრომის” განცხადებაში ნათქვამია, რომ გაზის მიწოდება “გაზპრომ ექსპორტსა” და “სოკარის” ახალი ხელშეკრულების შესაბამისად მოხდება. “გაზპრომი” აზერბაიჯანს გაზს 2000-2006 წლებში აწვდიდა, თუმცა, შემდეგ ქვეყანამ შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის მოპოვება გაზარდა საქართველოსა და თურქეთში ექსპორტისთვის. 2017-2018 წლებში მიწოდება განახლდა. 2019 წლიდან, შაჰ-დენიზის მეორე ფაზის გაშვების ...

Read More »

ჩინეთის შემდეგ, რუსულ ნავთობზე უარს ინდოეთიც ამბობს

ინდური ნავთობგადასამუშავებელი ქარხნები თავს შეიკავებენ რუსული ნედლი ნავთობის შეძენისგან 5 დეკემბრის შემდეგ, როდესაც რუსული ნედლეულისთვის დაწესებული სანქციები შევა ძალაში. ამის შესახებ სააგენტო Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს. ინდურ კომპანიას Reliance Industries Ltd, რომელიც ქვეყანაში უმსხვილესი გადამამუშავებელი კომპლექსია, ჯერაც არ გაუკეთებია განაცხადი რუსული ნავთობის გადაზიდვაზე 5 დეკემბრის შემდგომი პერიოდისთვის. ინფორმირებული წყაროების თქმით, კომპანია უცხოური ბანკების რეაქციასა და მეორეული სანქციების დადებას უფრთხის. მას ...

Read More »

ჩინეთმა რუსული ნავთობის შესყიდვები შეამცირა

ჩინური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დეკემბრიდან, რუსული ნავთობის შესყიდვებს ამცირებენ. ინფორმაციას Reuters წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ნავთობით მოვაჭრეები ამბობენ, რომ მომხმარებლებმა შეიძინეს ESPO-ს ციმბირის ნავთობის ბრენდი, რომელიც აღმოსავლეთ ციმბირ-წყნარი ოკეანის მილსადენით (ESPO) მიეწოდება. წყაროებმა ასევე თქვეს, რომ ჩინური საწარმოები მიწოდებისას იხდიდნენ უფრო დაბალი პრემიას, ვიდრე, მაგალითად, ორი კვირის წინ. დამოუკიდებელმა ქარხნებმა გადაწყვიტეს, რუსეთიდან ნავთობის მიწოდების შეფერხებების დაზღვევა, რომელიც შესაძლოა, ევროკავშირის სანქციების ძალაში შესვლის შემდეგ ...

Read More »

ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში: რუსულ გაზს ერთობლივად არ შევისყიდით

ევროკავშირის წევრები ერთობლივად არ შეიძენენ რუსულ გაზს. ამის შესახებ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა “Радіо Свобода”-ს 11 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განუცხადა. “ჩვენი მიწისქვეშა გაზსაცავები სავსეა, ჩვენ ჩავანაცვლეთ რუსული გაზის ყველა დაკარგული მოცულობა ალტერნატიული მომწოდებლებით. ჩვენმა სანდო პარტნიორებმა საგრძნობლად გაზარდეს შეთავაზებები. გარდა ამისა, მომავალ წელს ჩვენ ვქმნით გაზის შესყიდვის საერთო პლატფორმას და შევიძენთ გაზს ყველა სანდო პარტნიორისგან. და გვაქვს ნათელი პრინციპი, ...

Read More »

დეკემბრიდან რუსეთში ნავთობის წარმოება დღეში 1.5 მლნ ბარელით შემცირდება

დეკემბერში, ევროკავშირის ემბარგოს ამოქმედების შედეგად, რუსეთში ნავთობის წარმოება, სავარაუდოდ, 14%-ით, 1.5-1.7 მლნ ბარელით შემცირდება ივნისი-ოქტომბრის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაცია ახალი ამბების რუსულმა სააგენტომ, TASS-მა გაავრცელა. იმის გათვალისწინებით, რომ წარმოება OPEC-მაც შეამცირა ნოემბრისთვის, მოსალოდნელია, რომ რუსული ნავთობის მოპოვების შემცირება უკუპროპორციულად იმოქმედებს ნავთობის ფასებზე და მათ ზრდას გამოიწვევს. ოქტომბერში რუსული ნავთობის დღიური წარმოება OPEC-ის კვოტას, 11 მილიონ ბარელს დღეში, 1.1 ...

Read More »

რუსეთს რუპიები, ხოლო ინდოეთს რუბლი არ აწყობს – მოსკოვი და ნიუ დელი ნავთობის საფასურის გადახდაზე ვერ თანხმდებიან

ინდოეთი, რუსული ნავთობის მთავარი მყიდველი აზიაში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იმპორტის რეკორდული ზრდით. ექვსთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რათა გადახადა შესყიდულ ნედლეულზე რუპიებში ან რუბლებში მოხდეს, შეთანხმებამდე ვერ მიდის. შედეგად, ინფოეთი კვლავ აგრძელებს ბარელებზე გადახდას დოლარებში. Economic Times-ის ინფორმაციით, ინდოელი ოფიციალური პირები და ნავთობის ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნიუ დელიმ უარყო ყველა რუსული იდეა ალტერნატიული ვალუტების შესახებ. ზაფხულში რუსი ოფიციალური პირები დაჟინებით ...

Read More »

“რუსული ნავთობის ყიდვას სარგებელი მოაქვს ინდოეთისთვის”

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარის თქმით, ინდოეთი განაგრძობს რუსეთისგან ნავთობის შეძენას, რადგან ამას ქვეყნისთვის სარგებელი მოაქვს. “ჩვენი ფუნდამენტური ვალდებულებაა, ვუზრუნველყოთ, რომ ინდოელ მომხმარებლებს ჰქონდეთ საუკეთესო წვდომა საერთაშორისო (ნავთბისა და ბუნებრივი აირის) ბაზრებზე ყველაზე ხელსაყრელი პირობებით. ამ მხრივ, ჩვენ ვნახეთ, რომ ონდოეთისა და რუსეთის ურთიერთობა ჩვენთვის სასარგებლოა. ამიტომაც, თუ ეს ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს, ჩვენ ამას გავაგრძელებთ”. – თქვა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ინდოეთი რუსული ...

Read More »

რუსეთი ინდოეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა

ინდოეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი რუსეთი გახდა. ამ პოზიციაზე, რუსეთმა საუდის არაბეთი და ერაყი ჩაანაცვლა, რომლებიც ინდოეთის ბაზარზე, წლების განმავლობაში დომინირებდნენ. ვითარება ინდოეთის ბაზარზე უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და დაწესებული სანქციების შემდეგ შეიცვალა. სექტემბერსა და ოქტომბერში, ინდოეთი, რუსეთისგან დღეში საშუალოდ 900 ათასზე მეტ ბარელ ნავთობს ყიდულობდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, თითქმის 9-ჯერ აღემატება. რუსულ ნავთობზე მოთხოვნის ზრდა სანქციების გარდა, დიდი ფასდაკლებებით ...

Read More »

რუსეთი ნავთობის რეკორდულ რაოდენობას გზავნის

რუსული ნავთობის ექსპორტმა ზღვით მიაღწია უმაღლეს დონეს ბოლო ხუთი თვის განმავლობაში. კერძოდ, რუსეთიდან საზღვაო გზით გადაზიდული ნავთობის მოცულობა გაიზარდა 3,6 მილიონ ბარელამდე დღეში, რაც ყველაზე მაღალია ივნისის თვის დასაწყისიდან. ეს გამოწვეულია რუსეთის ნავთობის ექსპორტზე ევროკავშირის ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებით, აღნიშნავს Bloomberg. ყველაზე დიდი ზრდა, როგორც ნატურით, ასევე პროცენტული თვალსაზრისით, დაფიქსირდა მურმანსკის ტერმინალიდან გადაზიდვებზე. აღნიშნულია, რომ მურმანსკიდან აზიის მიმართულებამდე მოგზაურობა უფრო გრძელია, ...

Read More »