Tag Archives: #ენერგოპოლიტიკა

Nato-ს ქვეყნები 14-15 თებერვალს კრიტიკული ინფრასტრუქტურის, კაბელებისა და მილსადენების დაცვას განიხილავენ

Nato-ს ქვეყნები 14-15 თებერვალს კრიტიკული ინფრასტრუქტურის, კაბელებისა და მილსადენების დაცვას განიხილავენ. ამის შესახებ Nato-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „Nato ამაზე მრავალი წელია მუშაობს და ჩვენ ამ სამუშაოს ახალ საფეხურზე ავდივართ. მე გადავწყვიტე, შემექმნა ახალი საკოორდინაციო ჯგუფი Nato-ს შტაბ-ბინაში ჩვენი მოწყვლადობის შესამოწმებლად და ინდუსტრიასთან ურთიერთობისთვის. ეს გააძლიერებს ჩვენს ძალისხმევას თავიდან ასაცილებლად და ეწინააღმდეგება კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, მათ შორის წყალქვეშა კაბელებს ...

Read More »

თურქეთი ტრანსკავკასიურ დერეფანს „ჩრდილოეთის დერეფნის“ ალტერნატივად განიხილავს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ანკარა ტრანსკავკასიურ დერეფანს „ჩრდილოეთის დერეფნის“ ალტერნატივად განიხილავს. ამის შესახებ მევლუთ ჩავუშოღლუმ ბუდაპეშტში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, იტყობინებათურქული სახელმწიფო სააგენტო Anadolu. მისი თქმით, თურქეთი ცდილობს ისარგებლოს რეგიონის შესაძლებლობებით, იყენებს სამმხრივ და ოთხმხრივ მექანიზმებს აზერბაიჯანთან, საქართველოსთან და ირანთან. „როცა ჩრდილოეთის დერეფნის ალტერნატივას ვეღარ ვხედავთ, ვცდილობთ გავხსნათ ამიერკავკასიის, კასპიის და შუა დერეფნები. თურქეთსა და აზერბაიჯანს ამ მხრივ ცენტრალური ადგილი ...

Read More »

ხარკოვის მერი და ლვოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საქართველოს მთავრობას გადაცემული გენერატორების გამო მადლობას უხდიან

ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი და ლვოვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიცკი, მუნიციპალიტეტების სახელით, მადლობას უხდიან საქართველოს მთავრობას ხარკოვისა და ლვოვისთვის გადაცემული გენერატორების გამო. როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელძღვანელისადმი გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, ხარკოვისა და ლვოვის მუნიციპალიტეტები მადლიერი არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომელიც მნიშვნელოვანწილად ეხმარება მათ არსებული გამოწვევების დაძლევაში. “გამოვხატავ გულწრფელ მადლიერებასა და ღრმა პატივისცემას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ...

Read More »

პრემიერმა კომპანია „ACWA Power”-ის პრეზიდენტსა და გენერალურ დირექტორთან ენერგეტიკის სექტორში პოტენციური პარტნიორული პროექტები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია “ACWA Power”-ის პრეზიდენტსა და გენერალურ დირექტორს პედი პადმანათანს შეხვდა. დავოსში გამართულ შეხვედრაზე საინვესტიციო შესაძლებლობები და ენერგეტიკის სექტორში პოტენციური პარტნიორული პროექტები განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოსა და რესურსების უკეთ გასაცნობად კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში მოიწვია. „ACWA Power”-ი ელექტროენერგიის გამომუშავების წამყვანი კერძო დეველოპერია, რომელიც ასევე ავითარებს მსოფლიოში პირველ მასშტაბურ მწვანე წყალბადის პროექტს. კომპანიის სათავო ოფისი საუდის არაბეთში მდებარეობს. ...

Read More »
ბლინკენი

ენტონი ბლინკენი – აშშ უკრაინის ელექტროქსელის აღსადგენად 125 მილიონ დოლარს გამოყოფს

აშშ უკრაინის ელექტროქსელის აღსადგენად 125 მილიონ დოლარს გამოყოფს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ბლინკენის განცხადებით, თანხა ასევე მოხმარდება წყალმომარაგებისა და ცენტრალური გათბობის სისტემების სარეზერვო კვების ბლოკების შეძენას, ასევე გაზის ტურბინების, ტრანსფორმატორებისა და სხვა ენერგეტიკული აღჭურვილობის მარაგების შევსებას. აღნიშნული 125 მილიონი კონგრესის მიერ 2022 წლის დეკემბერში დამტკიცებული დამატებითი დაფინანსების პაკეტიდან გამოიყოფა.

Read More »

გერმანიაში ქვანახშირის საბადოს გაფართოების წინააღმდეგ პროსტეტს გრეტა თუნბერგი შეურთდა

გერმანიაში ქვანახშირის საბადოს გაფართოების გეგმა გააპროტესტეს. მედიის ინფორმაციით, კლიმატის დამცველ აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. საპროტესტო აქციაში 6 000-მდე დემონსტრანტი მონაწილეობდა, მათ შორის შვედი კლიმატის დამცველი, აქტივისტი გრეტა ტუნბერგი. აქციის მონაწილეებმა დასავლეთ გერმანიაში მდებარე სოფელ ლუცერატისკენ მოაწყვეს მსვლელობა. კლიმატის დამცველი აქტივისტები სოფელში თითქმის ორი წლის განმავლობაში იმყოფებიან. პოლიციამ სოფლის მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. აქტივისტები აცხადებენ, რომ ქვანახშირის მაღაროს გაფართოება ბერლინის წარუმატებელი კლიმატის პოლიტიკის სიმბოლოა.

Read More »

პუტინის ენერგეტიკული გამბიტი იშლება, გაზის საწყობები კვლავ სავსეა და ფასები ომამდელ დონემდე დაეცა

რუსული ბუნებრივი აირის ევროპაზე ზეწოლის იარაღად გამოყენების შესახებ, პუტინის გეგმები არ გამართლდა“, – ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება. მედიასაშუალება წერს, თბილმა ამინდმა, მომწოდებლების ფართო სპექტრმა და მოთხოვნის შემცირების მცდელობებმა თავისი როლი ითამაშა. გაზის საწყობი კვლავ სავსეა და ფასები ომამდელ დონემდე დაეცა. გასულ თვეში ევროპამ უკვე განიცადა კრიზისის ყველაზე უარესი პერიოდი. მიუხედავად იმისა, რომ სიცივემ ან მიწოდების შეფერხებამ შეიძლება კვლავ გამოიწვიოს პრობლემები ენერგეტიკულ ბაზრებზე, ...

Read More »

გერმანიის ვიცე-კანცლერი: პუტინი გაზს, როგორც გავლენის ბერკეტს კარგავს

გერმანიის ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა ევროპაში გაზის გავლენის ბერკეტი დაკარგა. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. “გერმანიის პრობლემა, ან თუნდაც ცენტრალური ევროპის პრობლემა ის იყო, რომ ჩვენი კვერცხების ნახევარი პუტინის კალათაში იყო. და მან გაანადგურა ისინი”, – თქვა პოლიტიკოსმა. მან აღიარა, რომ რუსეთის ომმა უკრაინაში ბერლინი დაუცველ მომენტში გამოიჭირა, რადგან გერმანია ზედმეტად ...

Read More »

ჯოზეფ ბორელი – 2022 წლის ენერგეტიკული კრიზისი იყო გარდამტეხი მომენტი ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში

2022 წლის ენერგეტიკული კრიზისი იყო გარდამტეხი მომენტი ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში, პუტინის ფსონმა არ გაამართლა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი პირად ბლოგში წერს, რომ, ვლადიმერ პუტინის პროგნოზით, ევროკავშირის დიდი დამოკიდებულება რუსული წიაღისეული ენერგორესურსების, კერძოდ, გაზის იმპორტზე, საშუალებას მისცემდა, გაეყო ევროკავშირი. ბორელის განცხადებით, არსებული გრძელვადიანი კონტრაქტებით გაზის მიწოდების შეზღუდვით, რუსეთმა ევროკავშირის შანტაჟი ...

Read More »

აშშ-ის წარგზავნილი ირანში: ბირთვული შეთანხმება არ მომკვდარა, მაგრამ თეირანი ჩანს, შეთანხმებისთვის არ არის მზად

აშშ-ის წარგზავნილმა ირანში რობერტ მალიმ განაცხადა, რომ ირანსა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის ბირთვული შეთანხმების აღდგენის თაობაზე მიღწეული მორიგება არ მომკვდარა, მაგრამ ვაშინგტონი სკეპტიკურადაა განწყობილი, „არის თუ არა მზად და შეუძლია თუ არა“ ირანს შეთანხმების მიღწევა მას მერე, რაც უარი თქვა მორიგებაზე და შემდეგ მოსკოვს დაუჭირა მხარი უკრაინასთან ომში. რობერტ მალიმ რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს 22 დეკემბერს უთხრა, რომ სექტემბერში მოლაპარაკებამ ...

Read More »