Tag Archives: #ენერგეტიკა

შვედეთი ევროპაში ელექტროენერგიის უდიდესი ექსპორტიორი გახდა

შვედეთმა საფრანგეთს გაუსწრო და ევროპაში, მიმდინარე წელს ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი ნეტო ექსპორტიორი გახდა. ენერგეტიკის ანალიტიკური პლატფორმის EnAppSys ცნობით, შვედეთმა 2022 წლის 6 თვეში 16 ტერავატი/საათში ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა. შვედეთის ელექტროენერგიის დიდი ნაწილი ფინეთსა და დანიაში ექსპორტირდება. ცნობილია, რომ საფრანგეთი უფრო მეტ ელექტროენერგიას ყიდის, ვიდრე ყიდულობს, მაგრამ სტრუქტურული პრობლემების გამო 2022 წელს საფრანგეთმა უფრო მეტი ელექტროენერგია შეისყიდა, ვიდრე ექსპორტზე გაიტანა. ევროპისთვის ელექტროენერგიის მეორე ნეტო ექსპორტიორია ...

Read More »

სექტემბრიდან საქართველოში ახალი ენერგეტიკული ბაზარი გაიხსნება, რომელშიც 22 მსხვილი კომპანია ჩაერთვება

სექტემბრიდან საქართველოში ახალი ენერგეტიკული ბაზარი გაიხსნება. პროექტის ფარგლებში, მომხმარებლები და მიმწოდებლები თავად ივაჭრებენ ელექტროენერგიის ფასზე და არ იქნებიან დამოკიდებული ერთ კონკრეტულ კომპანიაზე. ენერგეტიკული ბაზრის გახსნა საშუალებას მისცემს კომპანიებს, საქმიანობა უფრო იაფი გადაიხადონ. როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროექტში 22 მსხვილი კომპანია ჩაერთვება. „თუ ადრე მომხმარებლები „თელასიდან“ და „ენერგო პრო ჯორჯიადან“ ყიდულობდნენ ენერგიას, ბაზრის ...

Read More »

რა უნდა ვიცოდეთ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი კლიმატის კანონპროექტიდან

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა  ახალი კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც კლიმატის წინააღმდეგ საბრძოლველად აშშ-ის ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტიციებსაც აერთიანებს. ჯანდაცვის ვალდებულებებთან ერთად, „ინფლაციის შემცირების აქტი“ $369 მილიარდს გამოყოფს განახლებადი ენერგიისა და სათბური აირების ემისიების შემცირებისთვის. ექსპერტთა ნაწილის აზრით, აშშ-ში, 2030 წლისთვის, ემისიების დაახლოებით 40%-ით შემცირებაა შესაძლებელი. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აქტს უწოდა „კლიმატის ცვლილების ეგზისტენციალურ კრიზისთან საბრძოლველად ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელმაც ყველაზე მდიდარ კორპორაციებს ...

Read More »

ინფლაცია ევროპაში: გერმანიაში ვარაუდობენ, რომ ენერგორესურსებზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება

გერმანიის ფინანსთა მინისტრის კრისტიან ლინდნერის განცხადებით, გერმანია 10 მილიარდი ევროს ოდენობის საგადასახადო შეღავათებს შესთავაზებს დასაქმებულებს, რათა უკეთ გაუმკლავდნენ მზარდ ინფლაციას. ივლისში გერმანიაში ინფლაცია მაღალ ნიშნულზე იყო და 7.5 პროცენტი შეადგინა, მაისში კი ამ მონაცემმა 7.9 პროცენტს მიაღწია, რაც 1973 წლის ნავთობის კრიზისის პერიოდიდან მოყოლებული რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი იყო. კრისტიან ლინდნერი აღნიშნავს, რომ ბევრი ადამიანისთვის ყოველდღიური ცხოვრება ძალიან გაძვირდა. ხელისუფლება ვარაუდობს, ...

Read More »

დავით ნარმანია – რუსეთზე ენერგოდამოკიდებული არ ვართ

ხშირად ხდება მანიპულირების საგანი, რომ საქართველო ენერგეტიკულად რუსეთზეა დამოკიდებული – რუსეთზე ენერგოდამოკიდებული არ ვართ,- ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ელექტროენერგიის როგორც აზერბაიჯანიდან, ისე თურქეთიდან შემოტანის შესაძლებლობა აქვს, ბუნებრივ გაზის 90%-ზე მეტი კი აზერბაიჯანიდან შემოდის და მხოლოდ ძალიან მცირე მოცულობის იმპორტი ხდება რუსეთიდან. „ხაზს ვუსვამ, რომ ის, თუ საიდან შემოაქვს ქვეყანას ...

Read More »

მოლდოვა ზაპოროჟიეს ბირთვული კატასტროფისთვის ემზადება – კიშინოვის მერია რეკომენდაციებს აქვეყნებს

კიშინოვის მერიამ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული კატასტროფის შემთხვევაში მოსახლეობისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა. ინფორმაციას NewsMaker ავრცელებს. ატომური კატასტროფის შემთხვევაში მერია მოქალაქეებს, უპირველეს ყოვლისა, დახურულ ოთახში შესვლასა და იქ დარჩენას ურჩევს. რეკომენდაციეაში წერია, რომ ოთახში უნდა დაიხუროს ფანჯრები, კარი და ამოივსოს სავენტილაციო ხვრელები. ასევე, გამოირთოს სავენტილაციო სისტემა, თუკი ასეთი არსებობს. თუ მოქალაქე მანქანაშია, მაშინვე უნდა აწიოს საქარე მინები, გამორთოს ვენტილაცია და დატოვოს დაბინძურების ...

Read More »

თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონში 11 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დარიალის, ირაკლი აბაშიძის, ტიციან ტაბიძის, ფალიაშვილის, ცხვედაძის, მიშველაძის და ძმები კიკნაველიძეების ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო ...

Read More »
როგორ ითვისებს საქართველო არსებულ ენერგოპოტენციალს

ენერგობაზარზე ვითარების გართულების შემთხვევაში, ბრიტანეთში ზამთარში პერიოდულად შესაძლოა, ელექტროენერგია გამორთონ

ენერგობაზარზე ვითარების გართულების შემთხვევაში, კრიზისული გეგმით, ბრიტანეთში ზამთარში პერიოდულად შესაძლოა, ელექტროენერგია გამორთონ. დასავლური მედიის ცნობით, ეს არის გეგმა ყველაზე ცუდი სცენარისთვის, რომელიც სავარაუდოდ განხორციელდება, თუ ცივი ამინდი საწვავის დეფიციტს დაემთხვევა. როგორც „ბლუმბერგი“ წერს, გეგმის მიხედვით, გაზზე მომუშავე ელექტროსადგურებისთვის მიწოდება შეიძლება, შეწყდეს, რაც გამოიწვევს ელექტროენერგიის შეწყვეტას ბიზნესებისთვის და საცხოვრებელი სახლებისთვის. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ახალი პროგნოზები აჩვენებს, რომ ენერგიის წლიური გადასახადები შეიძლება, იანვრიდან 4 200 ფუნტ ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის, გოგოლის, კონსტიტუციის, ფიროსმანის, გოგი დოლიძის, მარჯანიშვილის, უშანგი ჩხეიძის, დოდო აბაშიძის, გროზნოს, კაპანაძის, კიკვიძის, პალიასტომის, როსტოვის, ქინქლაძის, თეთნულდის, ბენიამინ ჩხიკვიშვილის, გოგი ზაზიშვილის, ხათუნა დონდუას, მარუაშვილის, უზნაძის, მიხეილ წინამძღვრიშვილის და ბაქოს ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ...

Read More »

ყაზახეთი ელექტროენერგიის გამომუშავებას ამცირებს

აზახეთში ელექტროენერგიის გამომუშავებამ 2022 წლის მაისში 8,5 მილიარდი კილოვატსათი (კვტ/სთ) შეადგინა, რაც 2,8 პროცენტით ნაკლებია 2021 წლის მაისთან შედარებით და 3,5 პროცენტით ნაკლები 2022 წლის აპრილთან შედარებით, იუწყება Trend ყაზახეთის სტატისტიკის კომიტეტზე დაყრდნობით. კომიტეტის მონაცემებით, ყაზახეთში ელექტროენერგიის გამომუშავებამ 2022 წლის პირველ ხუთ თვეში 48,5 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა, რაც 1,2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ყაზახეთის ელექტროენერგიის იმპორტმა 2022 წლის მაისში 108,7 ...

Read More »