მართალია, მთავრობები ენერგოკრიზისისგან მოსახლეობის დასაცავად მილიარდებს ხარჯავენ, წელს ევროპულ ოჯახებს მაინც იმაზე მეტის გადახდა უწევთ ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაში, ვიდრე ოდესმე. ოქტომბერში ბუნებრივი აირის საშუალო ფასმა ევროკავშირსა და ბრიტანეთში, ერთ კილოვატსაათზე თითქმის €0.18 შეადგინა, რაც ენერგეტიკული საკონსულტაციო კომპანია VaasaETT-ის ინფორმაციით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია. იმავე ინტერვალით, საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის ხარჯები 67%-ით, ერთი კილოვატსაათისთვის €0.36-მდე გაიზარდა. ენერგეტიკული გადასახადების მაჩვენებლები ...
Read More »