Tag Archives: #ნავთობი

რუსეთი ინდოეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა

ინდოეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი რუსეთი გახდა. ამ პოზიციაზე, რუსეთმა საუდის არაბეთი და ერაყი ჩაანაცვლა, რომლებიც ინდოეთის ბაზარზე, წლების განმავლობაში დომინირებდნენ. ვითარება ინდოეთის ბაზარზე უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და დაწესებული სანქციების შემდეგ შეიცვალა. სექტემბერსა და ოქტომბერში, ინდოეთი, რუსეთისგან დღეში საშუალოდ 900 ათასზე მეტ ბარელ ნავთობს ყიდულობდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, თითქმის 9-ჯერ აღემატება. რუსულ ნავთობზე მოთხოვნის ზრდა სანქციების გარდა, დიდი ფასდაკლებებით ...

Read More »

რუსეთი ნავთობის რეკორდულ რაოდენობას გზავნის

რუსული ნავთობის ექსპორტმა ზღვით მიაღწია უმაღლეს დონეს ბოლო ხუთი თვის განმავლობაში. კერძოდ, რუსეთიდან საზღვაო გზით გადაზიდული ნავთობის მოცულობა გაიზარდა 3,6 მილიონ ბარელამდე დღეში, რაც ყველაზე მაღალია ივნისის თვის დასაწყისიდან. ეს გამოწვეულია რუსეთის ნავთობის ექსპორტზე ევროკავშირის ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებით, აღნიშნავს Bloomberg. ყველაზე დიდი ზრდა, როგორც ნატურით, ასევე პროცენტული თვალსაზრისით, დაფიქსირდა მურმანსკის ტერმინალიდან გადაზიდვებზე. აღნიშნულია, რომ მურმანსკიდან აზიის მიმართულებამდე მოგზაურობა უფრო გრძელია, ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის 8 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  97.92 (-  0.65)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  91.79  (-  0.82)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ბრიტანეთი რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას აკრძალავს, თუ ის price cap ფასზე ძვირად გაიყიდება

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მოამზადა ეკონომიკური კანონპროექტი, რომელიც 5 დეკემბრიდან კრძალავს სატრანსპორტო მომსახურების გაწევას რუსულ ნავთობზე, თუ ის გაყიდული იქნება საფასო ჭერზე უფრო მაღალ ფასად – ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი ავრცელებს. „ახალი კანონპროექტი, რომელიც დღეს წარმოვადგინეთ, ხელს შეუშლის ქვეყნებს გამოიყენონ ბრიტანული მომსახურება რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის, თუ ის არ იქნა შეძენილი საფასო ჭერის კოალიციის (Price Cap Coalition) მიერ დადგენილ ფასად“, ...

Read More »
დღეიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტი აღდგება

ნავთობის ტრანზიტის სამ მარშრუტშია, რომლებსაც ყაზახეთი განიხილავს

ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო, NC KazMunayGas-სთან ერთად, ნავთობის ტრანსპორტირების სამ მარშრუტს განიხილავს, რომლებშიც საქართველოც მოხვდა. ეს მარშრუტებია – „აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“, „აქტაუ-ბაქო-სუფსა“ და „აქტაუ-ბაქო-ბათუმი“. ამის შესახებ ყაზახური მედია წერს. „ამჟამად მიმდინარეობს ნავთობის საექსპორტო მიმართულებით გადაზიდვისთვის დამატებითი მარშრუტების შემუშავება. ამ დროისთვის, აზერბაიჯანულ მხარესთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ტრანსპორტირების საკითხებზე, მუშაობა ამ მიმართულებით გრძელდება”, – აცხადებენ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში. ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ამჟამად, კასპიის მილსადენის კონსორციუმი ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

2022 წლის 7 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  98.57 (+  3.90)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92.61  (+  4.44)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე მორიგი აფეთქება მოხდა

რუსეთში, ნავთობტერმინალზე აფეთქება მოხდა

რუსეთში, ბელგოროდის რეგიონში ნავთობტერმინალზე აფეთქება მოხდა. ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ სოფელ გოლოვჩინოში, ნავთობის ტერმინალი იწვის. მსხვერპლი არ არის. გლადკოვმა აღნიშნა, რომ 21 ნოემბრამდე, რეგიონში საფრთხის დონე მაღალია, რაც „ტერორისტული თავდასხმების” მნიშვნელოვან რისკზე მიუთითებს.

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა $100-ს გადააჭარბა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,61 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 100,87 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ოქტომბერში, ნავთობისა და გაზიდან რუსეთის ბიუჯეტმა საპრონოგზო შემოსავალზე 7,5 მლრდ რუბლით ნაკლები მიიღო

ოქტომბერში, ნავთობისა და გაზიდან რუსეთის ბიუჯეტმა საპრონოგზო შემოსავალზე 7,5 მლრდ რუბლით ნაკლები მიიღო “ფაქტობრივად მიღებული ნავთობისა და გაზის შემოსავლების მთლიანი გადახრა მოსალოდნელი თვიური მოცულობიდან და საბაზისო თვიური მოცულობის შეფასებიდან, 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს შეადგენდა მინუს 7,5 მილიარდ რუბლს”, – ამის შესახებ ხუთშაბათს, რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროში განაცხადა, წერს “ინტერფაქსი”. ფედერალური ბიუჯეტის ნავთობისა და გაზის დამატებითი შემოსავლების მოსალოდნელი რაოდენობა, რომელიც დაკავშირებულია ნავთობის ...

Read More »

Shell – მოგებას 126%-ით ზრდის

Shell- მესამე კვარტალში $9.5მლრდ-ს აფიქსირებს. ეს მონაცემი 126%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2021/Q3: $4.2მლრდ). აპრილიდან ივნისამდე Shell-ის მოგებამ მიაღწია რეკორდულ 11,5 მილიარდ დოლარს, თუმცა ზრდა შენელდა მას შემდეგ, რაც ნავთობმა გაიაფების ტენდენცია აჩვენა. ნავთობისა და გაზის ფასები გაძვირდა მას შემდეგ,რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ნავთობის ფასების მატებამ კი გაზარდა ქვეყნების მიმართ მოწოდებები,რომ გაზარდონ გადასახადები ნავთობკომპანიებზე. წყარო: BBC. წყარო: gbc.ge

Read More »