Tag Archives: #ჰესი

„რიონის ხეობის მცველებმა“ წელიწადნახევრიანი კარვებით პროტესტი შეწყვიტეს

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გუმათში შემაჯამებელი აქციით დაასრულეს კარვებში მიმდინარე 550-დღიანი პროტესტი, ჰესის მშენებელი კომპანიის, „ენკა რინიუებლზის“ მიერ რიოინის ხეობის დატოვების შემდეგ. ვარლამ გოლეთიანმა, „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ–ერთი ლიდერმა აქციაზე შეკრებილებს უთხრა, რომ კარვებში ყოფნას აზრი აღარ აქვს, თუმცა დაამატა, რომ ხელისუფლებას ჰესის მშენებლობის შესახებ არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვს და პროტესტი შესაძლოა სხვა ფორმით გაგრძელდეს. „დღეს შემაჯამებელი აქციაა, რომ დასრულდეს პროტესტის ეს ...

Read More »

თიბისისა და კომპანია “ფერის” პარტნიორობის ფარგლებში, “ხობი 2 ჰესის” გვირაბის გაყვანა დასრულდა

თიბისის მხარდაჭერით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში “ხობი 2 ჰესის” 7 კილომეტრამდე სიგრძის გვირაბის გაყვანა დასრულდა. პროექტის ინფრასტრუქტურული ნაწილის განხორციელებას კომპანია “ფერი” უზრუნველყოფს. დამფუძნებლები კი, “ფერისთან” ერთად, ისეთი მსხვილი კომპანიები არიან, როგორებიცაა: “კავკასუს როად პროჯექტ”, “მეიდანი” და “ჯი დი ენერჯი”. პროექტის ჯამური ინვესტიცია $84 მლნ–ია, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა $28 მლნ–ს შეადგენს. „ხობი 2 ჰესის“ სიმძლავრე – 46.7 მეგავატი, წლიური გამომუშავება კი 195 გვტ/სთ-ია. პროექტი 2015 წელს დაიწყო და ის ...

Read More »

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “ხობი 2 ჰესის” გვირაბის გაყვანის სამუშაოები დასრულდა

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყლის მიმდებარედ „ხობი 2 ჰესის“ გვირაბის გაყვანის სამუშაოები წარმატებით დასრულდა. საქართველოს ბანკის მიერ პროექტის მხარდასაჭერად 28 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია გამოიყო. სოფელ მუხურიდან  1.2 კმ-ის დაშორებით განთავსებული ჰესის სიმძლავრე 46.7 მეგავატს უტოლდება. პროექტი 6,658 მეტრის სიგრძის გვირაბს და სხვა ინფრასტრუქტურას აერთიანებს. პროექტს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია“ ახორციელებს. “ხობი 2 ჰესის” პროექტს საფუძველი 2015 ...

Read More »
ანდრია გვიდიანი: “ენერგეტიკის სექტორში ინვესტორზე ორიენტირებული საინვესტიციო გარემოა”

„მთავარია საზოგადოებამ დაინახოს, რომ ჰესების სარგებელი პირდაპირ დაკავშირებულია მის კეთილდღეობასთან“

ეკონომისტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც  დიდი ჰესების სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენებას ეხებოდა, ეხმაურება. პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „ენერგოუსაფრთხოების და დამოუკიდებლობის საკითხმა ბოლო თვეებში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ამ კონტექსტში საგულისხმოა პრემიერის განცხადება, რომ დიდი ჰესები, შესაძლოა სახელმწიფომ ააშენოს. რა თქმა უნდა, კერძო სექტორის მიერ ქართულ ენერგეტიკაში ინვესტირება ძალიან კარგია. თუმცა, თუ სახელმწიფოს ჩართულობა დაასრულებს იმ სპეკულაციებს, ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების დროს, სამ წელიწადში დაიგო 96 კილომეტრი გზა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჰესების მშენებლობის პროექტებთან დაკავშირებით ინვესტორებთან კონსულტაციები გვაქვს

კონსულტაციები გვაქვს სხვადასხვა ინვესტორებთან, გვინდა რომ დავიწყოთ ჰესების მშენებლობის პროექტები,  გვაქვს გეგმა, რომ მათ შორის სახელმწიფომაც მიიღოს ნაწილობრივი მონაწილეობა დიდი პროექტების განხორციელებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეკონომიკა იზრდება და თუ შევადარებთ კოვიდამდელ, 2019 წლის პერიოდს, ტურიზმი დაახლოებით 80-90%-ით არის აღდგენილი. „ეკონომიკა იზრდება, ტურიზმის მატება გვაქვს, 1-2 კვირაში საბოლოო მონაცემები გამოვა და ამის თაობაზე ...

Read More »
ენგურჰესი გარკვეული პერიოდებით მუშაობას შეწყვეტს

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა სტრატეგიული ობიექტების პრივატიზების აკრძალვა უარყო – სიაშია „ენგურჰესიც“

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ე.წ. დეპუტატებმა 5 აპრილის სესიაზე „აფხაზეთის რესპუბლიკის სტრატეგიული ობიექტების შესახებ“ ე.წ. კანონპროექტი მეორე და საბოლოო მოსმენით უარყვეს. დოკუმენტი ითვალისწინებდა სტრატეგიული ობიექტების პრივატიზაციისა და იჯარით გაცემის აკრძალვას. სტრატეგიულ ობიექტებს მიეკუთვნება „შინაგან საქმეთა სამინისტროს“, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“, „თავდაცვის სამინისტროს“ და „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კონტროლის“ ქვეშ მყოფი ქონება. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების სიაში შედის ენერგეტიკული ობიექტები (ენგურჰესის ჩათვლით), საჰაერო მოძრაობის მართვისა ...

Read More »

ჭყონია: ნამახვანჰესმა ინვესტორებისთვის ცუდი შთაბეჭდილება დატოვა

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებლის, თემურ ჭყონიას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებამ საქართველოს საინვესტიციო იმიჯი შელახა. მისი განმარტებით, ინვესტორისთვის გარანტირებული უნდა იყოს, რომ ქვეყანაში კანონის დაცვა მოხდება. „საქართველოში საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით, „ნამახვანჰესის“ პროექტმა ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, რადგან კანონმდებლობის ზემოთ დადგა, მე ვფიქრობ, ადამიანების არასამართლიანი მოთხოვნები. ქვეყანაში მოქმედი კანონები დაცული უნდა იყოს. ჩვენთან უკანონობა კი არ არის, კანონები არსებობს, რომელსაც არ იცავენ. ეკონომიკას ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: ნამახვანი ჰესის პროექტი უნდა განხორციელდეს, ოღონდ სწორად

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ნამახვანი ჰესის პროექტი უნდა განხორციელდეს. ლევან დავითაშვილის განმარტებით, ამ პროცესში არსებული ხარვეზები უნდა გამოსწორდეს და  მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია დამყარდეს. “სამწუხაროა, რომ კიდევ ერთი პროექტის დაგვიანებაზე გვიწევს საუბარი. ამაზე პასუხისმგებლობა ბევრმა მხარემ უნდა გაიზიაროს. აქ არ იყო მხოლოდ ერთი რგოლის პრობლემა. კომუნიკაციის პრობლემა იყო ინვესტორიც მხრიდანაც. ასევე გადამეტებული და უპასუხისმგებლობები ქმედებები დავინახეთ ზოგიერთი ჯგუფის მიერ. ამან სახელმწიფოს რისკები ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ეკოლოგიის კუთხით თბილისში კატასტროფა გვაქვს

პრემიერი: მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ტემპები და ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში

ჩვენ გვჭირდება დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა ენერგეტიკის სექტორში, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მან შესაბამის სამინისტროებს დავალებები უკვე მისცა. „მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ტემპები და ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში, იქნება ეს მცირე, საშუალო ზომის თუ დიდი ჰესები. მე დავალება მივეცი ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს. რამდენიმე დღეში შევიმუშავებთ საბოლოო მოდელს და ვფიქრობთ, რომ უკვე მომავალ ...

Read More »

შუახევი ჰესის პირველ ქართველ ფინანსურ დირექტორად მამუკა სხილაძე დაინიშნა

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას’’ ფინანსურ დირექტორად მამუკა სხილაძე დაინიშნა. მან ამ პოზიციაზე Tata Power-ის წარმომადგენელი, ყოფილი დირექტორი ანანდ სოლანკი შეცვალა. ინვესტორების მიზანია,  კომპანიაში წამყვანი პოზიციები დაიკავონ ქართველმა პროფესიონალებმა. დღეს, კომპანიის თანამშრომელთა  98%  საქართველოს მოქალაქეები შეადგენენ. მამუკა სხილაძეს აქვს ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობის გამოცდილება საქართველოს ენერგო სექტორში. ის იყო საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემის (GSE) ფინანსური დირექტორი და მმართველი საბჭოს წევრი. მისი წარმატებული ...

Read More »