Tag Archives: #ატომური

ატომური ენერგეტიკა ევროპამ ისევ შეიყვარა

ენერგეტიკულმა კრიზისმა, რომელმაც გაზის და ნახშირის ფასები კატასტროფულად გაზარდა, ევროპაში ატომური ენერგეტიკის აღორძინების თაობაზე დებატები განაახლა. ამ დროისთვის ევროკავშირში ელექტროენერგიის საბითუმო ფასი 1 მვტ.საათზე 100 დოლარს გადააჭარბა, გაზის კი 1000 კუბურ მეტრზე 1000 დოლარს. შექმნილ კრიზისულ ვითარებაში ევროპის ქვეყნების მთავრობები მოსახლეობისთვის გაზის და ელექტროენერგიის ტარიფების სუბსიდირებაზე დაფიქრდნენ და ეს მაშინ, როდესაც, პოსტსაბჭოთა სივრცისგან განსხვავებით, ევროკავშირში რიგითი მომხმარებლებისთვის ტარიფები უფრო მაღალია, ...

Read More »

ბირთვული მოლაპარაკების საკითხებში ევროკავშირის საგანგებო ელჩი თეირანს 14 ოქტომბერს ეწვევა

ბირთვული მოლაპარაკების საკითხებში ევროკავშირის საგანგებო ელჩი ენრიკე მორა თეირანს ხუთშაბათს, 14 ოქტომბერს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, ჩიხში შესული მოლაპარაკებების განახლების თარიღი ჯერ უცნობია. ვიზიტი თეირანსა და ბრიუსელს შორის კონსულტაციების შედეგია. მხარეები 2015 წლის ბირთვული შეთანხმების გადარჩენას ცდილობენ, რომელსაც ვაშინგტონი გამოეთიშა და შედეგად, ირანმა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარი განაცხადა.

Read More »

ირანი ბირთვული მოლაპარაკებების განახლებისთვის ახალ პირობებს ვერ დააყენებს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ირანი ბირთვული მოლაპარაკებების განახლებისთვის ახალ პირობებს ვერ დააყენებს. „თუ ირანი მოლაპარაკებების განახლებისთვის ახალ პირობებს დააყენებს, მაშინ ჩვენ ამას უარვყოფთ. მოვუწოდებთ ირანს, რაც შეიძლება მალე განაახლოს მოლაპარაკებები“, – აღნიშნეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა 10 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივების განბლოკვა მოითხოვა. 29 ივლისს აშშ-ის სახელმნწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ...

Read More »

რუსეთში ატომური სადგურის ენერგობლოკი ავარიულად გაჩერდა

რუსეთში კალინინის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკი ავტომატურად გაჩერდა. ამის შესახებ sotnik-tv.com იუწყება. სადგური დაცვის ავტომატურმა სისტემამ გათიშა. ელექტროსადგური ტვერის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. „სადგურის გათიშვის მიზეზების დადგენა მიმდინარეობს. უსაფრთხოების ნორმები არ დარღვეულა“ – ნათქვამია სადგურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში. ამავე ინფორმაციის მიხედვით, დანარჩენი სამი ენერგობლოკი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. რადიაქტიური ფონი სადგურზე და მიმდებარე ტერიტორიაზე „ფონურ მაჩვენებლებს შეესაბამება“. კალინინის ატომური ელექტროსადგური ქალაქ უდომლიას ...

Read More »

ჩეხეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც გამორიცხავს რუსეთის მონაწილეობას აეს-ის მშენებლობაში

ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა 27 სექტმებერს თავისი ხელმოწერით განამტკიცა ადრე არსებული კანონი, რომელიც რუსეთისა და ჩინეთის კომპანიებს უკრძალავს მონაწილოების მიღებას დუკოვანის ატომური ელექტროსადგურის ახალი ბლოკის მენებლობისათვის გამოცხადებულ ტენდერში. ჩეხეთში 1996 წელს შევიდა ძალაში ე.წ. „დაბალი ნახშირწყლების“ შესახებ კანონი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით შესყიდვების შესახებ, რომლის თანახმად ჩეხეთში შეიძლება გამოიყენონ მხოლოდ ამ ჯგუფში შემავალი ქვეყნების ბირთვული ტექნოლგიები. რუსეთი და ჩინეთი ასეთ ...

Read More »

ირანი ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში განაახლებს

ირანი ვენის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში განაახლებს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკება 4+1 ფორმატში განახლდება, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის. საუბარია აპრილში დაწყებულ მოლაპარაკებათა სერიაზე ირანსა და ბირთვულ შეთანხმებაში დარჩენილ ქვეყნებს – გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს, გერმანიას, ჩინეთსა და რუსეთს შორის. აღსანიშნავია, რომ ევროპელი დიპლომატები, ერთგვარ შუამავლის როლს ასრულებენ აშშ-სა ...

Read More »

ბრიტანეთი ახალი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს

გაერთიანებული სამეფო განიხილავს ახალ წინადადებებს უელსში, Wylfa-ს ბირთვული ენერგიის სადგურის ახალი პროექტის შესახებ. ერთი წლის წინ დაფინანსების არარსებობის გამო სხვა გეგმა შეჩერდა. მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ბირთვული ენერგია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნულოვანი ემისიის სამიზნე მაჩვენებელს საუკუნის შუა პერიოდისათვის, მაგრამ მას გაუჭირდა ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელება. ბირთვული ენერგიის პროგრამის გაძლიერება ხდება იმ დროს, როდესაც ბრიტანეთი ენერგეტიკულ კრიზისს ებრძვის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ფასების ზრდა ...

Read More »

ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებებში პროგრესი არ ჩანს

2015 წელს ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმების განახლებასთან დაკავშირებით ივნისში შეჩერებულ მოლაპარაკებებში პროგრესი არ ჩანს. ვაშინგტონმა თეირანს მიანიშნა, რომ მოლაპარაკების გაგრძელება სურს და შეთანხმების მიღწევისთვის სივრცე ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა ეს გაუთავებლად ვერ გაგრძელდება. აღნიშნულის შესახებ “ამერიკის ხმა” იუწყება. აღნიშნული ინფორმაცია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა მედიას ანონიმურობის დაცვის პირობით მიაწოდა. მისი თქმით, ვაშინგტონის მოთმინება სამუდამოდ არ გასტანს, თუმცა მას ...

Read More »

თურქეთი Akkuyu-ს ატომური ელექტროსადგურდან პირველი სიმძლავრის მიღებას 2023 წლის მაისისათვის გეგმავს

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ 2023 წლის მაისისათვის ექსპლუატაციაში შევა Akkuyu-ს ატომური ელექტროსადგურის პირველი რეაქტორი. “Akkuyu-ს ელექტროსადგურის პირველი ერთეულის მშენებლობა, რომელშიც დასაქმებულია 3 000 რუსი და 10 000 თურქი ინჟინერი, დასრულდება 2023 წლის მაისამდე. ჩვენ ამას აღვიქვამთ, როგორც ძალიან მნიშვნელოვან სიმბოლოს” – აღნიშნა პრეზიდენტმა მერსინში სიტყვით გამოსვლისას. სწორედ აქაა განლაგებული თურქეთის პირველი ატომური ელექტროსადგური, იუწყება TASS. შეგახსენებთ, ...

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

IAEA 2050 წლისთვის ბირთვული ენერგიის მოხმარების ზრდას ელოდება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო IAEA ვარაუდობს, რომ ბირთვული ენერგიის გამოყენება 2050 წლისთვის. გაორმაგდება. ამის შესახებ Prime წერს. ორგანიზაციის თანახმად, ასეთი დასკვნები მომდევნო სამი ათწლეულის განმავლობაში ელექტროენერგიის წარმოების შესამჩნევი ზრდის იდეას ემყარება, რასაც ბირთვული ენერგიის ზრდა მოჰყვება. “IAEA- ს ახალი პროგნოზები აჩვენებს, რომ ბირთვული ენერგია დაბალი ნახშირბადის ენერგიის წარმოებაში ისევ განუყოფელ როლს თამაშობს”, – განაცხადა IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ. IAEA ვარაუდობს, ...

Read More »