Tag Archives: #ნავთობპროდუქტები

ლექვინაძე: საწვავის გაიაფება აგვისტოს დასაწყისიდანაა მოსალოდნელი

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საქართველოში საწვავის გაიაფება აგვისტოს დასაწყისიდანაა მოსალოდნელი. მისი განმარტებით, მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ მაღალი ფასები იყო, რისი გავლენაცაა საქართველოში საწვავის ბაზარზე დღევანდელი ფასწარმოქმნა. „მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარებიდან და ფასებიდან გამომდინარე, ასევე ლარის კურსის დინამიკის გათვალისწინებით, რომელიც გამყარების ტენდენციას აჩვენებს, ჩვენი მოლოდინია, რომ აგვისტოს დასაწყისიდან საქართველოში გარკვეულწილად შემცირების ტენდენცია საცალო ფასებზეც უნდა აისახოს. ...

Read More »
ირანის პოზიციები ნავთობს ისევ აიაფებს

ირანმა ნავთობის ექსპორტიდან შემოსავალი 580%-ით გაზარდა

ირანის ნავთობის ექსპორტის შემოსავალი 580%-ით გაიზარდა 2022 წლის ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, განაცხადა ირანის მთავრობის ეკონომიკურმა წარმომადგენელმა აჰსან ხანდუზმა, იტყობინება IRNA. ირანული კალენდრის მიხედვით, წელი 2022 წლის 21 მარტს დაიწყო. ამ თარიღიდან ოთხი თვის განმავლობაში ნავთობის ექსპორტის შემოსავლები 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 580%-ით გაიზარდა. ხანდუზის თქმით, შემოსავლების ზრდა გამოწვეულია ნავთობის ექსპორტის ზრდით, ასევე ქვეყნის შიგნით გაცვლითი კურსის ცვლილებით სახელმწიფო ბიუჯეტის ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2022 წლის  27 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  106.11 (+1.71)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  97.25 (+2.27)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

როგორ გახდა რუსეთი საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელი საქართველოსთვის

პირველი 6 თვის განმავლობაში, ყველაზე დიდი შემომტანი, ამასთან, ყველაზე დიდი მომწოდებელი ქვეყანა გახლავთ რუსეთის ფედერაცია“,- ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. ვანო მთვრალაშვილის თქმით, წლის დასაწყისიდან, ომის დაწყებამდე, რუსეთი საქართველოსთვის, საწვავის მომწოდებლებს შორის, მეოთხე პოზიციას იკავებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ომმა საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის გაძვირება გამოიწვია, რუსეთი გახდა იაფი საწვავის უმსხვილესი მიმწოდებელი. „პირველი ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

2022 წლის  26 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  105,15  (+  1,95)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96,70  ( +  2,00)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

„უახლოეს პერიოდში საწვავის ფასების შემცირება აუცილებლად დაიწყება“ – რამ განაპირობა ქვეყანაში დიზელის სიძვირე

„ლარის კურსის გამყარება ხელს შეუწყობს იმას, რომ უახლოეს პერიოდში საწვავის ფასების შემცირება აუცილებლად დაიწყება“,- ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. ამასთან, ვანო მთვრალაშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რამაც ადგილობრივ ბაზარზე დიზელის ტიპის საწვავის სიძვირე გამოიწვია. „დიზელის საწვავზე არის აბსოლუტურად რთული ვითარება. ასეთი ფასები არასდროს ყოფილა და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ახლა აქტიურ ფაზაშია სასოფლო-სამეურნეო ...

Read More »

ოკუპირებულ დონეცკში სანავთობო ბაზა იწვის

რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში სანავთობო ბაზა იწვის. შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სოციალურ ქსელში ვრცელდება ხანძრის ამსახველი კადრები. სანავთობო ბაზას ცეცხლი უკიდია დონეცკის ბუდენოვსკის რაიონში. რუსული მედიის ცნობით, ხანძარი ბაზაზე უკრაინული მხარის სარაკეტო იერიშების შედეგად გაჩნდა. უკრაინის ხელისუფლებას აღნიშნულ მონაცემებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

Read More »

BPაზერბაიჯანში ერთ-ერთ პროექტს აჩერებს და ტოვებს მას

ბრიტანულმა ნავთობისა და გაზის კომპანია BP-მ გამოაცხადა კასპიის ზღვაში აზერბაიჯანის პერსპექტიული ნავთობისა და გაზის საბადოების ბლოკზე საძიებო სამუშაოების შეწყვეტისა და პროექტიდან გასვლის შესახებ. ბახტიარ ასლანბეილმა, BP-ის კასპიის რეგიონის კომუნიკაციების დირექტორმა, განუცხადა ჟურნალისტებს, რომ კომპანიის მიერ 2020-2022 წლებში გაბურღული სამი საძიებო ჭაბურღილი, რომელიც 2020-2022 წლებში აბშერონის ნახევარკუნძულის ზედაპირული წყლის პროექტის (SWAP) ფარგლებში იყო გაბურღული, ცარიელი აღმოჩნდა – „არ არსებობს კომერციულად მნიშვნელოვანი, ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  25 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  104.63 (+1.43)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96.33 (+1.63)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ევროპარლამენტმა 2025 წლიდან „მწვანე საავიაციო საწვავის“ სავალდებულო გამოყენებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა საავიაციო საწვავის საეტაპო წესდებას მხარი დაუჭირა. ახალი წესები, ეტაპობრივად, ნავთის ნაკლებად დამაბინძურებელი ენერგიის წყაროებით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, უახლესი გადაწყვეტილებით, პარლამენტმა „მწვანე საწვავის“ განმარტებაც გააფართოვა. ახალი რეგულაციებით, საწვავის მომწოდებლები 2025 წლიდან, ნავთში მინიმუმ 2% მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) შერევის ვალდებულებას იღებენ. 2050 წლამდე, მდგრადი საავიაციო საწვავის მოცულობა ნავთში 85%-მდე გაიზრდება. გეგმა ბევრად უფრო ამბიციურია, ვიდრე წინა მიზანი, რომელიც 2050 ...

Read More »