Tag Archives: #გაზსადენი

„მეტალ ქონსტრაქშენ ჯორჯიამ” მიწის გათხრითი სამუშაოების დროს „თბილისი ენერჯის“ კუთვნილი გაზსადენი დააზიანა

შეუთანხმებელი სამუშაოების გამო ერთერთმა კომპანიამ გაზსადენი დააზიანა. გაზმომარაგება 10700 მდე აბონენტს შეუწყდება. თბილისი ენერჯისთან შეუთანხმებლად მომუშავე, შპს ,,მეტალ ქონსტრაქშენ ჯორჯია”-მ, მიწის გათხრითი სამუშაოების დროს შპს `თბილისი ენერჯის კუთვნილი გაზსადენი დააზიანა. ავარიის შედეგად, დღეს 23:15 საათიდან, გაზმომარაგება შეუწყდება სამგორის რ-ნი ორხევის დას – ახვლედიანის ქ. 2, 9, 12, 14, 16, 18, 18ა, 20, 20ა, 21, 22, 22ა, 24, მუხაძის ქ. 3, ...

Read More »

გერმანიას 3 თვე დარჩა გაზის კრიზისის დასაძლევად

ზამთრამდე გერმანიას 3 თვე რჩება. ექსპერტები ოლაფ შოლცის მთავრობის ქმედებებს ,,შენელებულს’’ უწოდებენ. Bloomberg წერს, რომ მათ ვერ მოახერხეს სწრაფი რეაგირება მაშინ, როდესაც რუსეთმა გაზის მიწოდება შეაჩერა. გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის რიგი ქალაქები მნიშვნელოვნად ამცირებენ ცხელი წყლისა და განათების მოხმარებას, რათა თავიდან აიცილონ ,,კატასტროფა’’. ბერლინში, გერმანიის პრეზიდენტის სასახლე ღამით აღარ არის განათებული. ქალაქ ჰანოვერში გათიშულია ცხელი წყალი აუზებსა და სპორტულ დარბაზებში. მთელი ქვეყნის მასშტაბით ამზადებენ გასათბობ თავშესაფრებს, რათა ხალხი ...

Read More »

„TANAP შეიძლება გახდეს რუსული გაზის ალტერნატივა ევროპისთვის“

თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ ტრანსანატოლიური გაზსადენი TANAP შეიძლება გახდეს რუსული გაზის ალტერნატივა ევროპისთვის. ამის შესახებ მან ტელეარხ A Haber-ს განუცხადა. „ორი ძირითადი ალტერნატივიდან ერთ-ერთი არის TANAP, ერთობლივი პროექტი თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის“, – განაცხადა მან. მანამდე ევროკომისიის (EC) პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთმა ნაწილობრივ შეამცირა ან მთლიანად შეაჩერა გაზის მიწოდება ევროკავშირის 12 წევრ ...

Read More »
USAID-ის დახმარებით გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა

“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

 შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 4 აგვისტოს რუსთავი-თელავი-ჟინვალის D-300მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, პროექტის ფარგლებში აღნიშნული გაზსადენის 211.9კმ-ზე არსებული კოროზირებული მონაკვეთი შეიცვლება ახლით. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 4 აგვისტოს 07:00დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ზარიძეების გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, შეზღუდვა შეეხება თიანეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: კახოიანები, ტუშურები, ჭერვალიძეები, ალაჭანი, წიკვრიანთკარი, საკრეჭიო, ზარიძეები, ხობცა და იარაჯულები. ...

Read More »
ქვეყნის გაზმომარაგების თემა კვლავ აქტუალურია

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 3 აგვისტოს საგურამო-ქუთაისის DN-700მმ მაგისტრალური გაზსადენის ზესტაფონის განშტოებაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, პროექტის ფარგლებში აღნიშნული განშტოების 2.3კმ-ზე არსებული კოროზირებული მონაკვეთი შეიცვლება ახლით. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 3 აგვისტოს 05:00დან 12:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქალაქ ზესტაფონსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ზედა საქარა, ცხრაწყარო, ძლოურდანეთი, ქვედა საქარა, კვალითი, დილიკაური, ბოსლევის ნაწილი, შორაპანი, ფუთი, ...

Read More »
ტანაპ

TANAP-ის სიმძლავრე შესაძლოა გაორმაგდეს

TANAP-ის გაზსადენის სიმძლავრე, რომლითაც აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება ხორციელდება საქართველოსა და თურქეთის გავლით, შესაძლოა გაორმაგდეს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ფატიხ დონმეზმა TRT Haber–თან ინტერვიუში განაცხადა. ურთიერთგაგების მემორანდუმის კომენტირებისას, რომელიც აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა გააფორმეს ევროპაში მეტი აზერბაიჯანული გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, მინისტრმა თქვა: „TANAP-ის სიმძლავრე შესაძლოა გაორმაგდეს. ყოველწლიური მოცულობა 16 მილიარდიდან 31–32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება“. მისივე თქმით, ამისათვის ინვესტიციები იქნება საჭირო, ...

Read More »
აზერბაიჯანული გაზის პირველი მიწოდება ევროპაში 2019 წლის ბოლოსთვის დაიწყება

რუსეთმა ‘ჩრდილოეთის ნაკადით’ ევროპისთვის გაზის მიწოდება ორჯერ შეამცირა

რუსეთმა Nord Stream 1-ის გაზსადენით გერმანიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება დღეში 65 მლნ კუბური მეტრიდან 31 მილიონ კუბურ მეტრამდე შეამცირა. ცოტა ხნის წინ Nord Stream 1-ის რუსულმა ოპერატორმა გაზსადენის კიდევ ერთი ტურბინა გამორთო, რასაც გატარებული მოცულობის შემცირება მოჰყვა. გაზპრომის განცხადებით, ტურბინა „კაპიტალურ შეკეთებას“ საჭიროებს. 11 ივლისს რუსეთმა „ტექნიკური შეფერხების“ გამო გაზსადენით ბუნებრივი აირის გატარება მთლიანად გააჩერა. გაზის მიწოდება 21 ივლისს აღდგა, თუმცა მხოლოდ 40 ...

Read More »
დავით მირცხულავა: საქართველო მუდმივად იღებდა რუსულ გაზს

დავით მირცხულავა: აზერბაიჯან-ევროკავშირის მემორანდუმმა კასპიის აუზის ქვეყნებს შესაძლებლობების ახალი ფანჯარა გაუხსნა. აქ განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოს

ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გასულ კვირას ენერგეტიკის სფეროში გაფორმებული ისტორიული მემორანდუმის შემდეგ, ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში კასპიის აუზის ქვეყნების როლი იზრდება. მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ნიშა, რომლის სატრანსპორტო არხებსა და ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე მილსადენებში, ევროპის ბაზრისთვის განკუთვნილმა ენერგორესურსებმა უნდა გაიაროს. რას ცვლის აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ისტორიული ენერგეტიკული მემორანდუმი, ევროკავშირის, სამხრეთ კავკასიისა და კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებისთვის და რა როლი ...

Read More »

შაჰ-დენიზიდან თურქეთში გაზის მიწოდება დროებით შეჩერდება

აზერბაიჯანის „შაჰ-დენიზის“ გაზის კონდენსატის საბადოდან, თურქეთისთვის გაზის მიწოდება მიმდინარე წლის აგვისტოში შეჩერდება. ამის შესახებ  თურქეთის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანიის BOTAŞ-ის განცხადებაშია ნათქვამი. „2022 წლის 14-დან 28 აგვისტომდე შაჰ-დენიზი-თურქეთის (ბაქო-თბილისი-ერზრუმის) მილსადენზე დაგეგმილი რემონტის გამო, ტურკგოზუს შესასვლელი პუნქტიდან ეროვნული გაზის გამანაწილებელი ქსელის გაზის მიწოდება 14 დღის განმავლობაში შეუძლებელი იქნება. გაზის გამანაწილებელ ეროვნულ ქსელში მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსზე პრობლემები გეგმიური რემონტის გამო მოსალოდნელი ...

Read More »

გერმანიის ვიცე-კანცლერი: Nord Stream 2-ის გაშვება კატეგორიულად შეუძლებელია

გერმანია რუსული გაზსადენის Nord Stream 2-ის ექსპლუატაციაში გაშვებას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით მილსადენის გაშვება „კატეგორიულად შეუძლებელია“, რადგან ეს ნიშნავს რუსულ გაზზე დამოკიდებულების ზრდას და ევროპა ამას არ დაუშვებს. „ეს იქნება თეთრი დროშის აწევის ტოლფასი”, – თქვა ჰაბეკმა. გაზის კრიზისის მენეჯმენტის შესახებ კითხვაზე პასუხისას, ჰაბეკმა აღნიშნა, რომ გერმანიამ კრიზისს აქამდე საკმაოდ ...

Read More »