Tag Archives: #ელექტრომობილი

ქვეყნების რეიტინგი, 2022 წელს ბატარეების წარმოების მიხედვით

მაშინ როდესაც მსოფლიო ელექტრომობილების ეპოქისკენ მიისწრაფვის, ბატარეების წარმოება ბევრი სახელმწიფოსთვის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, პრიორიტეტული ხდება. თუმცა ბატარეების წარმოებაში ლიდერი კვლავ ჩინეთია, რომელიც პირველობისთვის ბრძოლაში სხვა ქვეყნებზე ბევრად ადრე ჩაერთო. ლითიუმ-იონური ბატარეების მიწოდების ჯაჭვის რეიტინგი, რომელიც BloombergNEF-ის მონაცემებზე დაყრდნობითაა შედგენილი, ნათლად აჩვენებს და პროგნოზირებს ჩინეთის დომინირებას 2022-2027 წლების პერიოდში, ქვეყნებს შორის ბატარეების წარმოების საერთო სიმძლავრის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ 2022 ...

Read More »

Tesla ევროპასა და ამერიკაში ელექტრომობილების ფასებს ამცირებს

მილიარდერ ილონ მასკის კომპანია Tesla ევროპასა და ამერიკაში ელექტრომობილების ფასებს მეხუთედით ამცირებს, რათა საკუთარ პროდუქციაზე მოთხოვნა გაზარდოს ეკონომიკური დაღმასვლისა და სხვა ბრენდებიდან გაზრდილი კონკურენციის პირობებში. კომპანის თანახმად, ამ შემცირებით, რომელიც მიწოდების და ქარხნებამდე კომპონენტების გადატანის ხარჯების კლებამ განაპირობა, ფასები 2 წლის მინიმუმამდე დაიკლებს. აშშ-ში Tesla-მ ფასები 13,000 დოლარით შეამცირა, ზოგიერთი მოდელის ღირებულებამ კი მეხუთედითაც დაიკლო. დიდ ბრიტანეთში მოდელ 3-სა და ...

Read More »
"ტესლას" ახალი ელექტრომობილი ერთჯერადად 320 კილომეტრს გაივლის

Tesla თურქეთის ბაზარზე შესვლის საკითხს განიხილავს

ელექტრომობილების ამერიკულ მწარმოებელ Tesla-ს სურს, თურქეთის ბაზარზე შევიდეს, ხოლო თურქეთის მიზანია ინვესტიციების მოზიდვა ელექტრომობილების გიგანტისგან, განაცხადა  ინდუსტრიისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა თურქული მედიის ცნობით. მისი თქმით, კომპანია ამჟამად თავისი გავლენის გაფართოებას მთელ მსოფლიოში ცდილობს. „თურქეთს აქვს ძალიან სერიოზული სტიმულირების სისტემა, განსაკუთრებით ინვესტიციების და კვლევისა და განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ ვამბობთ, მობრძანდით, ისარგებლეთ ამით და ჩადეთ ინვესტიცია“, – განაცხადა მინისტრმა.  ვარანკი, რომელიც ცოტა ...

Read More »

Apple-მა თვითმართვადი ელექტრომობილის გამოშვება 2026 წლამდე გადადო

კომპანია Apple-მა ავტოპილოტით აღჭურვილი ელექტრომობილის გამოშვების ამბიციური გეგმა 2026 წლამდე გადადო – ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. მათივე ცნობით გეგმის ცვლილება იმ ფაქტორებმა განაპირობა, რომ ავტოპილოტის სისტემა პროგნოზირებული ტემპით ვერ განვითარდა და თვითმართვადი სისტემის გამოყენება მხოლოდ სპეციალურ, ისეთ გარემოშია შესაძლებელი, როგორიც ავტობანია. Bloomberg-ის ცნობით, სრულად თვითმართვადი ელექტრომობილის გამოშვებას Apple-ი აღარ გეგმავს. ელექტრომობილს, რომელსაც Apple-ი 2026 წელს გამოუშვებს, ჩვეულებრივი საჭე და ავტოპილოტი ...

Read More »

მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი ავტომობილი წარმოების ეტაპზე გადავიდა

ჰოლანდიურმა ავტომწარმოებელმა, Lightyear-მა, რომელიც უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში მსოფლიოში პირველი, მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილის ტექნოლოგიებს იკვლევდა, ავტომობილი საბოლოო, წარმოების ეტაპზე გადაიყვანა. კომპანიის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, Lightyear 0-ის წარმოება საბოლოოდ დაიწყო და ის დღის სინათლეს სულ მალე იხილავს. Lightyear-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის განმარტებით, ბრენდის მიერ შექმნილი პირველი, მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილი დამტენ ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებული საერთოდ არ იქნება. ავტომობილი ელემენტების სრულად დამუხტვის შემთხვევაში ...

Read More »

რა კეთდება ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის?

რა კეთდება ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის? როგორც „კომერსანტს“ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში განუცხადეს, ამ მიზნით სააგენტოს მხრიდან მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა და უკვე ამოქმედებული სტანდარტების პარალელურად მომავალი წლიდან კიდევ დამატებითი სტანდარტი ამოქმედდება. სააგენტოში აცხადებენ, რომ 2023 წლიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის მიმართ სტანდარტი მეტად მკაცრდება. როგორც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში განმარტავენ, დღეისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე გამონაბოლქვის მიმართ მოქმედებს შემდეგი სტანდარტი: 1. ...

Read More »

თურქეთში შიდა წარმოების ელექტრომატარებელი შექმნეს

თურქეთი შიდა წარმოების ელექტრომატარებლის გასაშვებად ემზადება. კომპოზიცია 160 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას შეძლებს. თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს დაქვემდებარებული კომპანია TÜRASAŞ აგრძელებს შიდა წარმოების ელექტრო კომპონენტების წარმოებას და ტესტირებას. TÜRASAŞ-ის წარმომადგენელმა საქარიას პროვინციაში ერდალ აბამ, ჟურნალისტებს ელექტრომატარებლების ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. მისი თქმით, დასრულებულია ორი პროტოტიპის ელექტრომატარებლის მშენებლობა, ტესტირების პროცესის დასრულება კი მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. „სამუხრუჭე და მაღალსიჩქარიანი სისტემების ტესტები, ასევე მატარებლების ზოგადი ...

Read More »

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტ ელექტრომობილს ყიდულობენ

პორტალ Elements-ის ანალიტიკოსებმა შეისწავლეს ელექტრომობილების მსოფლიო ბაზარი ბოლო 10 წლის განმავლობაში და დაადგინეს რომ 2011 წელს მსოფლიოში 55 ათასი ელექტრომობილი გაიყიდა, ხოლო 2021 წელს – 7 მილიონი. ელექტრომობილების გაყიდვები ბევრგან გაიზარდა, თუმცა ნამდვილი დრაივერი გახდა ჩინეთი, სადაც მათზე მოთხოვნა 2014 წლიდან მკვეთრად გაიზარდა. გასულ წელს ჩინეთში 3,5 მლნ ელექტრომობილი გაიყიდა. 2016 წელს ქვეყანაზე მოდიოდა მსოფლიოში გაყიდული ელექტრომობილების ნახევარი და მას ...

Read More »

E-SPACE: საქართველოში ელექტრომობილების შემოყვანის ზრდის ტენდენციაა

2022 წელს საქართველოში ელექტრომობილების შემოყვანის ზრდის ტენდენციაა. როგორც E-Space-ის აღმასრულებელი დირექტორი ავთანდილ შავიშვილი ამბობს, ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში დაახლოებით 20-30 ელექტრომობილი შემოდიოდა, 2022 წლის დასაწყისში რაოდენობა გაიზარდა და პირველი სამი თვის განმავლობაში 50-მდე ელექტრომობილს მიაღწია. ბოლო 2 თვის განმავლობაში კი, საქართველოში შემოსული ელექტრომობილების რაოდენობა 70-80-მდე გაიზარდა. “ეს ბევრი არ არის, თუმცა კარგია, რომ ზრდის ტენდენციაა”, – აღნიშნა ავთანდილ შავიშვილმა. მისი ...

Read More »
თბილისის რაიონების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით შეეზღუდება

ფინეთმა რუსული ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა დაადასტურა

კომპანია Fingrid-მა, რომელიც აკონტროლებს ელექტრო ქსელს ფინეთში, დაადასტურა, რომ რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება შაბათს ღამით შეწყდა. ამის შესახებ, „ევროპული სიმართლე“ Helsingin Sanomat-ზე დაყრდნობით იუწყება. RAO Nordic-მა, რუსულიც ენერგეტიკული კომპანია Inter RAO-ს შვილობილი კომპანია, განაცხადა, რომ 14 მაისიდან ელექტროენერგიას აღარ მიაწოდებს ფინეთს. რეიმა პაივინენი, Fingrid-ის მთავარი ოპერაციული ოფიცერი, ამბობს, რომ RAO Nordic-ის მიერ მოხსენებული მიწოდების შეწყვეტის მიზეზი გადახდის სირთულეებია. რა დგას ამის ...

Read More »