Tag Archives: #ენერგეტიკა

ოლივერ ვარჰეი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, დღეს, თბილისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ის მნიშვნელოვანი პროექტები დაასახელა, რომლიც ევროკავშირისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. „ჩამოვთვალე ის საკვანძო პროექტები, რომელიც ფლაგმანურია ჩვენთვის. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შავი ზღვის ელექტროკაბელი. რომელიც მწვანე ენერგიას მოიტანს საქართველოდან ევროპაში. იმედი მაქვს, რომ ეს მყისიერად გამოიწვევს განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციებს საქართველოში. ჰიდრო, მზის და სხვა მიმართულებით და საქართველო ...

Read More »

ევროპას საქართველოსთან ენერგეტიკაში სანდო პარტნიორობა სურს

საქართველოში მყოფმა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ენერეტიკაში პარტნიორობასთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა: რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში შავი ზღვა არის ჩვენი გეგმების ცენტრი. პრემიერმა უკვე ბრძანა, რომ შავი ზღვის ელექტროკაბელი, რომელიც ძალიან სიმბოლური მნიშვნელობისაა ყველასთვის, სიმბოლური ისტორიულად, იმდენად, რამდენადაც დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან, კავკასიას ევროპასთან და სიმბოლური იმიტომ, რომ ყველა დავინახავთ, რომ რუსეთის ომი უკრაინაში არის ის ფონი, როლის საფუძველზეც გვჭირდება სანდო ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი: დიდი ჰესების პროექტებში, სადაც ამის საჭიროება იქნება, სახელმწიფო შესაძლებელია, მათ შორის, ფინანსურადაც პროექტის მონაწილე გახდეს

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ქვეყანაში დიდი ჰესების პროექტების განსახორციელებლად სახელმწიფომ შესაძლოა, ფინანსური მონაწილეობა მიიღოს. მისი განმარტებით, თუ ვერ ხდება პროექტის ბოლომდე მიყვანა, სახელმწიფო განიხილავს მონაწილეობას, თუმცა, მცირე მასშტაბით და არა – სრულად. „რაც შეეხება „ნენსკრა-ჰესს“ – ბუნებრივია, საქართველოს მთავრობის და საქართველოს ინტერესია, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება. უშუალოდ ამ პროექტთან მიმართებით, ბუნებრივია, დეტალებს ვერ მოგახსენებთ, თუმცა ის, ...

Read More »
დაბინძურებული ჰაერი კლავს - შეშა, გაუმართავი ტრანსპორტი, მანგანუმის საბადოები...

აშშ და ევროკავშირი, ნავთობისა და მეთანის ემისიების აღმოსაფხვრელად, ახალ ინიციატივას შეიმუშავებენ

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, გაეროს კლიმატური სამიტის ფარგლებში, ახალი, ერთობლივი შეთანხმების დაანონსებას გეგმავენ. აშშ-ისა და 28 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის მიზანი წიაღისეული საწვავის სექტორიდან ძლიერი სათბური აირის, მეთანის ემისიების შემცირებაა. ორგანიზაციის წევრები იმედოვნებენ, რომ მათ ინიციატივას სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან. Reuters-ის ინფორმაციით, ინიციატივის პროექტში წერია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ენერგეტიკის სექტორთან როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო დონეზე, დაკავშირებულ საკითხებსა და ...

Read More »
თუ ახლა არ ვუშველეთ ენერგეტიკას ზამთარში შესაძლოა დიდი პრობლემები შეგვექმნას

როგორც არ უნდა ვიწვალოთ და ვიმიტინგოთ, ჰესები აუცილებლად გვჭირდება – ენერგეტიკოსი

„ნამახვანჰესის“ ინვესტორმა, თურქულმა კომპანია „ენკამ“ არბიტრაჟს მიმართა, მაგრამ როგორც ეკონომიკის მინისტრი ამბობს, მიუხედავად ამისა, პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ის აუცილებლად განხორციელდება. „ენკამ” ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და არბიტრაჟს მიმართა, თუმცა კომპანიასთან დიალოგის რეჟიმში ვართ. საუბარია სხვადასხვა ტიპის ცვლილებაზე, რომელიც შეიძლება არსებულ შეთანხმებაში შევიდეს, რადგან ეს მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტი განხორციელდეს. ამ ფორმატით, თუ სხვა ფორმატით, ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება. უახლოეს პერიოდში მოლაპარაკებების ...

Read More »
დავით მირცხულავა: გაზპრომთან მიმართებაში პოლიტიკური ფასის გადახდა არ მოგვიწევს

ენერგოკრიზისში მყოფი ევროპისათვის ელექტროენერგიის მისაწოდებლად საქართველოში დიდი ენერგოპროექტები დაიგეგმა

დაახლოებით 2 წელიწადში  საქართველოში შეიძლება ელექტროენერგიის ექსპორტის დიდი შესაძლებლობა გაჩნდეს. ამის საშუალებას იძლევა შავი ზღვის ფსკერზე კაბელი, რომლითაც საქართველო შეიძლება რუმინეთს დაუკავშირდეს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ენერგომატარებლებზე არნახული მოთხოვნაა, ჩვენს ქვეყანას, თუნდაც გატარების მხრივ, ჯერჯერობით არანაირი რეურსი არ გააჩნია შესაბამისი ინფრასტრუქტურის არქონის გამო. თუმცა პერსპექტივა დიდია, რითაც თვითონ ევროპა და შუა აზიის ქვეყნები  მაქსიმალურად არიან დაინტერესებულნი და იწყებენ გეგმის შემუშავებას ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომელსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

14 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს II, IV მიკრორაიონების, 26 მაისის, კოსტავას, ბახტრიონის, სულაკაურის, კაპანელის, ქანთარიას, ხომლის და ჭილაიას ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ...

Read More »

უკრაინამ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა 203 მლნ დოლარად შეაფასა

რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიშის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოფხვრას დაახლოებით 203 მლნ დოლარი დასჭირდება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. მისი მონაცემებით, თბოელექტროსადგურების გენერაციისა და ელექტრო გამანაწილებლების აღდგენას 7,5 მლრდ გრივნა (203 მლნ დოლარი) დასჭირდება. „ეს სამუშაოები მოითხოვს მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს. 68 მლნ დოლარი დასჭირდება დაზიანებული თბოელექტროსადგურების აღდგენას, ხოლო 135 მლნ დოლარი გამანაწილებელი სისტემების გამართვას“ – განაცხადა ...

Read More »

ნიდერლანდები უკრაინას ენერგეტიკული სისტემის აღსადგენად 110 მილიონ ევროს გამოუყოფს

ნიდერლანდები უკრაინას დამატებით 110 მილიონ ევროს გადასცემს ენერგომომარაგების სისტემის აღსადგენად. ამის შესახებ Twitter-ზე 11 ნოემბერს ნიდერლანდების შიდა ვაჭრობისა და თანამშრომლობის განვითარების მინისტრმა ლიშე შრეინმახერმა განაცხადა. “უკრაინა ემზადება მკაცრი ზამთრისთვის. მისი ენერგომომარაგების სისტემების ნახევარი განადგურებულია. უახლოეს თვეებში უკრაინელებს მძიმე პირობები ელით. ნიდერლანდები დამატებით 110 მილიონ ევროს გამოყოფს (სულ 180 მილიონი ევრო) ენერგომომარაგებისა და საცხოვრებლის ზამთარში დასახმარებლად. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ”, – წერს ...

Read More »

ევროპაში დაწყებული ენერგოკრიზისი საქართველოს და აზერბაიჯანს კიდევ ერთ დიდ შანსს აძლევს

დღეს ევროპაში ენერგოკრიზისია. გაზისა და ნათობის დეფიციტის შემდეგ, პრობლემებია ელექტროენერგიის კუთხით. შესაბამისად, ევროპა ალტერნატიული წყაროების მოძიებას გამალებით ცდილობს. ერთ-ერთი მიმართულება საქართველო და აზერბაიჯანია. როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, არსებობს პერსპექტივა იმისა, რომ 3-5 წელიწადში, როგორც აზერბაიჯანი, ასევე საქართველოც რეგიონის წონიანი მოთამაშეები გახდნენ. 9 თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 31%-ით გაიზარდა, რაც შეეხება პირველ და მეორე კვარტალს, საქართველოს ჰიდროელექტროსადგურებმა დაახლოებით 7 მილიონი კვტ/საათი ...

Read More »