გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,6 მილიონი ბარელით გაიზარდა და შეადგინა 439,945 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი. ბენზინის მარაგები შემცირდა 1,48 მილიონი ბარელით და შეადგინა 207,84 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები გაიზარდა 0,17 მილიონი ბარელით და შეადგინა 106,357 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა და შეადგინა 12,0 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.
Read More »