Tag Archives: #ალტერნატიული

უკრაინის ომის ფონზე განახლებადი ენერგიის ფასები იზრდება

მიწოდების ჯაჭვის „ქაოსურობისა“ და ხარჯების ზრდის ფონზე, მთავარ გლობალურ ბაზარზე ქარისა და მზის ენერგიის ფასები წელიწადში თითქმის 30%-ით გაიზარდა. გლობალურ ბაზარზე მსგავსი ტიპის შეფერხებები კოვიდ-19-ის პერიოდში საგრძნობლად გახშირდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ კი სიტუაცია გაუარესდა. LevelTen Energy-ის კვარტალური ინდექსის თანახმად, გასულ წელს განახლებადი ენერგიის ხელშეკრულების ფასები ჩრდილოეთ ამერიკაში – 28.5%-ით, ხოლო ევროპაში 27.5%-ითაა მომატებული. მაშინ, როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, კლიმატური ...

Read More »

შეიმუშავეს ახალი სისტემა, რომელსაც მზის ენერგიის შენახვა 18 წლის განმავლობაში შეუძლია

შვედეთის ჩალმერსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეიმუშავეს ახალი სისტემა, რომელიც ინახავს მზის ენერგიას თხევადი სახით 18 წლის განმავლობაში. გუნდმა გამოსცადა თავისი მოწყობილობა, სახელწოდებით მოლეკულური მზის თერმული სისტემა (MOST), თერმოელექტრული გენერატორთან მიერთებით. ამით აჩვენეს, რომ სისტემა აწარმოებს ელექტროენერგიას. მკვლევრები ამ ტექნოლოგიაზე უკვე ათ წელზე მეტია რაც მუშაობენ. ახლა კი მიაჩნიათ, რომ მათი ნამუშევარი შეიძლება გამოიყენონ დაბალი სიმძლავრის ელექტრო მოწყობილობებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ელექტროენერგიას. სისტემა ...

Read More »

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით KTW-მ მზის ელექტრო სადგურები დაამონტაჟა

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით საინტერესო პროდუქტების დანერგვას და შეთავაზებას განაგრძობს. გარემოზე ზრუნვისა და ელექტროენერგიის ხარჯების შემცირების მიზნით, ბანკმა ბიზნესებს ეკომეგობრული გადაწყვეტა-„ენერგოკრედიტი“ შესთავაზა. მზის პანელების შესაძენად განკუთვნილი პროდუქტით უკვე არაერთმა კომპანიამ ისარგებლა, მათ შორის “კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ” (KTW). პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მიერ 1 025 734 ლარის მოცულობის ინვესტიცია გაიცა, რაც KTW-ს პატარძეულის საწარმოში 450 კვტ. სიმძლავრის მზის ელექტრო სადგურის ...

Read More »
მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

ევროპის მზის უდიდესი ორმხრივი ფერმა საბერძნეთში იხსნება

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გასულ კვირას საბერძნეთში მზის ახალი პარკი გაიხსნა. ახალი მზის პარკი ევროპაში პანელების ყველაზე დიდი ორმხრივი სისტემაა. საბერძნეთი 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის დამონტაჟებული სიმძლავრის გაორმაგებას (19 გიგავატამდე) გეგმავს. ქვეყანას დამაბინძურებელი და ძვირად ღირებული  იმპორტირებული წიაღისეული საწვავისგან დამოუკიდებლობა სურს, რისთვისაც საბერძნეთის პრემიერმა განახლებადი ენერგიის პროექტებზე ნებართვის გაცემის პროცესის დაჩქარების პირობა დადო. საბერძნეთის მიზანი ევროკავშირის გეგმებს უკავშირდება, რაც მწვანე ენერგიაზე ...

Read More »
საქართველოში მზის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება

მეცნიერებმა შექმნეს მზის პანელი, რომელიც ღამით ელექტროენერგიას გამოიმუშავებს

მეცნიერებმა გამოიგონეს ახალი ტიპის მზის პანელი, რომელსაც შეუძლია ღამით ელექტროენერგიის გამომუშავება. სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს ფოტოელექტრული (PV) უჯრედი, რომელიც რადიაციული გაგრილების მეთოდს იყენებს. საუბარია ფოტოელექტრული უჯრედის რადიაციული გაგრილებაზე. ამის საშუალებით ის უზრუნველყოფს განახლებადი ენერგიის 24 საათიან გამომუშავებას. თერმოელექტრული გენერატორის ჩვეულებრივი PV მზის პანელში ჩართვის გზით, მეცნიერებმა 50 mW/m2 ღამის ელექტროენერგიის გამომუშავება შეძლეს. ის ფუნქციონირებს, როგორც ჩვეულებრივი მზის პანელი დღის განმავლობაში. ...

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

გაერთიანებული სამეფო რვა ბირთვული რეაქტორის მშენებლობას გეგმავს

გაერთიანებული სამეფოს ახალი ენერგეტიკული სტრატეგიის ფარგლებში, ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად, არსებულ ობიექტებზე დამატებით რვა ბირთვული რეაქტორის განთავსება განიხილება. სტრატეგია, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ენერგოდამოუკიდებლობას გააძლიერებს და ქვეყანას მზარდი ენერგოფასებისგან დაიცავს, ქარის, წყალბადისა და მზის ენერგიის წარმოების ზრდასაც ითვალისწინებს. მთავრობის განცხადებით, ბირთვული წარმოების გასაძლიერებლად ახალი ორგანო Great British Nuclear-ი ამოქმედდება. გეგმის თანახმად, 2050 წლამდე, პროგნოზირებადი ელექტრომოთხოვნის 25%-ის, შესაბამისად 24 გიგავატი ელექტროენერგიის ...

Read More »
ენერგიის განახლებადი წყაროები გერმანიაში

ევროპის ქვეყანები, სადაც ყველაზე მეტ ელექტროენერგიას განახლებადი რესურსებიდან გამოიმუშავებენ

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და შექმნილმა კრიზისმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად არის ევროპა დამოკიდებულ რუსეთის ბუნებრივ რესურსებზე. რუსეთი ევროპისთვის გაზისა და ნავთობის მიწოდებას პოლიტიკურ იარაღად იყენებს და ევროკავშირის ქვეყნებს რესურსების მიწოდების შეჩერებით ემუქრება. შესაბამისად, ევროპის ქვეყნებმა უკვე იმაზე დაიწყეს ფიქრი, რომ რუსული გაზისა და ნავთობის მიწოდებაზე დამოკიდებულება მინიმუმამდე დაიყვანონ და განახლებადი რესურსებით ენერგიის მიღება გაზარდონ – წერს „ევრონიუსი“. განახლებადი რესურსების ...

Read More »
ახალი სიტყვა განახლებედი ენერგიის წარმოებაში

2021 წელს, პირველად, გლობალური ელექტროენერგიის 10% ქარისა და მზის სადგურებმა გამოიმუშავეს

ლიმატისა და ენერგეტიკული საერთაშორისო კვლევითი ცენტრის, Ember-ის ახალი კვლევის თანახმად, პირველად, 2021 წელს გლობალური ელექტროენერგიის 10% ქარისა და მზის სადგურებმა გამოიმუშავეს. კვლევის შედეგებს BBC ავრცელებს. Ember-ის მონაცემების თანახმად, მსოფლიოს 50 ქვეყანა თავისი ენერგიის მეათედზე მეტს სწორედ ქარისა და მზის წყაროებიდან იღებს. საერთაშორისო გამოცემა აქვე წერს, რომ პოსტ პანდემიურ პერიოდში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. გაიზარდა წიაღისეული საწვავით ნახშირზე მომუშავე ...

Read More »

ბორელი: ირანის ბირთვულ შეთანხმების ხელმოწერასთან ძალიან ახლოს ვართ

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი აცხადებს, რომ მხარეები ირანის ბირთვული ხელშეკრულების ხელმოწერასთან ძალიან ახლოს არიან. „ვფიქრობ შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვდგავართ და ვიმედოვნებ ეს შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა დოჰას ფორუმზე გამოსვლისას. 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულება ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა თეირანის მიერ სამხედრო ატომურ პროგრამაზე უარის თქმის სანაცვლოდ. 2018 წელს შეთანხმება აშშ-მ ცალმხრივად დატოვა. ...

Read More »

ჩინეთი, 2025 წლამდე, განახლებად ენერგიაში ინვესტირებას აძლიერებს

2025 წლამდე ჩინეთი განახლებადი ენერგიის გამომუშავების ზრდას გეგმავს, თუმცა სამომავლო გეგმებში ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოებას კვლავ წინა ფლანგზე აყენებს. ჩინეთის მთავრობის განცხადებით, კლიმატური მიზნების მიღწევის პირობებში, ენერგოუსაფრთხოების დასაბალანსებლად სუფთა საწვავისა და წიაღისეული საწვავის კომბინაცია მნიშვნელოვანია. ჩინეთი ნედლი ნავთობის წლიურ მოპოვებას 200 მილიონ ტონაზე შეინარჩუნებს, ხოლო 2025 წლამდე, ბუნებრივი აირის წარმოებას 230 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზრდის. არსებული გეგმებით, 2025 ...

Read More »