Tag Archives: #ინფრასტრუქტურა

“„ენკამ“ არბიტრაჟს მიმართა”

ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, კომპანია „ენკამ“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, არბიტრაჟს მიმართა. ეკონიმიკის მინისტრს ნამახვანჰესთან დაკავშირებით კითხვა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ დაუსვა. „ენკამ“ [კონტრაქტის –რედ] შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და არბიტრაჟს მიმართა. თუმცა ჩვენ კომპანიასთან დიალოგის რეჟიმში ვართ და გვაქვს მოლაპარაკებები, საუბარი სხვადასხვა ტიპის ცვლილებაზე, რომელიც შეიძლება შევიდეს არსებულ შეთანხმებაში იმისთვის, რომ ეს ძალიან ...

Read More »

რუსეთის მიერ გახსნილმა ცეცხლმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ელექტროენერგიით მომარაგების ბოლო ხაზი დააზიანა

რუსეთის მიერ გახსნილმა ცეცხლმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ელექტროენერგიით მომარაგების ბოლო ხაზი დააზიანა, რის შედეგადაც სადგურს ელექტროენერგია აღარ მიეწოდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამის შემდეგ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავტომატურ რეჟიმში ჩაირთო დიზელ-გენერატორების სისტემა. კომპანიაშია აცხადებენ, რომ დიზელის არსებული მარაგები ამ რეჟიმში მუშაობისას 10 დღეში ამოიწურება. 5 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა „განკარგულებას“ ზაპოროჟიეს ...

Read More »

ყაზახეთი ტრანსსასაზღვრო ჰაბების ფორმირებას გეგმავს

ყაზახეთის პორტ „აქტაუს“ შეუძლია სატრანსპორტო დერეფნების „ჩრდილოეთ-სამხრეთისა“ და „აღმოსავლეთი-დასავლეთის“ ძირითადი ელემენტი გახდეს. ამის შესახებ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმილოვმა კასპიის მეორე ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გეოგრაფიული მდებარეობისა და უნიკალური სატრანზიტო პოტენციალის გამო, კასპიის ზღვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში. მისი თქმით, ყაზახეთისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოება წარმოადგენს. „ყაზახეთმა გამოკვეთა ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინული ობიექტია

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინული ობიექტია, – განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა, რაფაელ გროსიმ. 5 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა „განკარგულებას“ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის „ფედერალურ საკუთრებაში“ გადაცემის შესახებ. „განკარგულებას“ თანახმად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური „როსენერგოატომის“ 100%-იანი შვილობილი კონცერნი ხდება და „როსატომის“ სახელმწიფო კორპორაციის შემადგენლობაში გადადის. „ეს საერთაშორისო სამართალთან დაკავშირებული საკითხია. ჩვენ გვინდა, რომ ომი დაუყოვნებლივ შეწყდეს და რა თქმა უნდა, ატომური ენერგიის ...

Read More »

უკრაინის საგარეო სამინისტრო – ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის განკარგულებას ბათილად მივიჩნევთ

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულებას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გაკონტროლების უკანონო მცდელობასთან დაკავშირებით, ბათილად მივიჩნევთ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან დანაშაულებისა და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევების გრძელ სიას დღეს დაემატა კიდევ ერთი – ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გაკონტროლების უკანონო მცდელობა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულებას ბათილად მივიჩნევთ. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ამ დანაშაულს, რომელიც კიდევ ...

Read More »

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს, გათავისუფლებულია

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი, იგორ მურაშოვი, რომელიც 30 სექტემბერს რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს, გათავისუფლებულია. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს. „მივესალმები უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის იგორ მურაშოვის გათავისუფლებას. მე მივიღე დადასტურება, რომ ბატონი მურაშოვი უსაფრთხოდ დაბრუნდა საკუთარ ოჯახში“ , – წერს გროსი.

Read More »

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” განცხადებას ავრცელებს

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” განცხადებას ავრცელებს: გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 4 ოქტომბერს „ქუთაისი 1“-ისა და წყალტუბოს გაზგამანაწილებელ სადგურებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 4 ოქტომბერს 04:00დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ წყალტუბოსა და მესხეთის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. კერძოდ, აღნიშნული შეზღუდვა შეეხებათ ქალაქ წყალტუბოსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ფარცხანაყანები, მაღლაკი, თერნალი, უმბრა, ...

Read More »

Baltic Pipe-ს მილსადენით დანიიდან პოლონეთში, ნორვეგიული გაზის ტრანზიტი დაიწყო

ახალი ბალტიის მილსადენით გაზის ამოტუმბვა დაიწყო, რომლითაც ნორვეგიული „ლურჯი საწვავი“ დანიის გავლით პოლონეთს მიეწოდება. ამის შესახებ პოლონეთის გაზსადენების ქსელის Gaz-System-ის ოპერატორის პრესსამსახურში აცხადებენ. გავრცელებული ინფორმაციით, გაზსადენის გაშვება დაგეგმილ ვადებში შედგა. „დღეს ისტორიული დღეა! გაზის მიწოდება დაიწყო Baltic Pipe-ით“, – ნათქვამია განცხადებაში. Baltic Pipe-ის დადგმული სიმძლავრე წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრია. გაზსადენის საზეიმო გახსნა 27 სექტემბერს გაიმართა.

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი: საბერძნეთსა და ბულგარეთს შორის ამოქმედებული გაზსადენი, ბაზარზე თამაშის წესებს შეცვლის

IGB ინტერკონექტორი შეცვლის თამაშის წესებს ბაზარზე და საშუალებას მოგვცემს განთავისუფლდეთ რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან. ამის შესახებ  ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე დაწერა. „ეს მილსადენი ცვვლის თამაშის წესებს ბულგარეთისთვის. ეს არის საკვანძო პროექტი ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის. ევრპას აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ რუსული წიაღისეულისგან გათავისუფლდეს“, – განაცხადა ფორ დერ ლაიენმა გაზსადენის გახსნის ცერემონალზე.

Read More »

CIA-ის გაზსადენებზე შესაძლო შეტევის შესახებ ევროპელები გაფრთხილებული ჰყავდა

აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ჯერ კიდე ზაფხულში გააფრთხილა ევროპელი პარტნიორები “წყალქვეშა გაზსადებენზე” მოსალოდნელი შეტევის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ New York Time-ს ამერიკულ დაზვერვაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, CIA-ს შეტყობინება ევროპელების მიმართ არ ყოფილა კონკრეტულ და არ შეიცავდა შესაძლო თავდამსხელი ორგანიზატორს ან დივერსიის დროს. გაზეთის ცნობით, ამერიკელი მზვერავები უკვე შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ ნაკადის ორივე გაზსადენზე მომხდარი შემთხვევა საბოტაჟი იყო, თუმცა ...

Read More »