Tag Archives: #ევროკავშირი

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადისთვის“ ტურბინის დაბრუნება სანქციების დარღვევას არ წარმოადგენს

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ისთვის ტურბინის დაბრუნება არ წარმოადგენს სანქციების დარღვევას. „ბიბისის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ტიმ მაკფიმ განაცხადა. მისი თქმით, კანადის მიერ ტურბინის დაბრუნება არ წარმოადგენს სასანქციო რეჟიმის დარღვევას, რადგან სანქციები არ ვრცელდება ბუნებრივი აირის ტრანზიტისთვის განკუთვნილ აღჭურვილობაზე. გუშინ კანადამ განაცხადა, რომ დააბრუნებს „სიმენსის“ შეკეთებულ ტურბინას, რომელიც საჭიროა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მუშაობისთვის. როგორც მედია წერს, ტურბინა გადაეცემა ...

Read More »

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის აგვისტოს ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 8%-ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 945 დოლარი შეადგინა. 1000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 1 ივნისს ასცდა. ზოგადად, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრად მოიმატა: თუ 23 თებერვალს ფიუჩერსების საანგარიშსწორებო ფასი 1038,6 დოლარი იყო ათასი კუბურ ...

Read More »

ევროპარლამენტის მიერ გაზისა და ატომური ენერგიის მწვანე ენერგიის წყაროებად აღიარებას გარემოსდამცველი ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან

6 ივლისს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭრა ატომური ენერგიის და ბუნებრივი გაზის ჩართვას მდგრადი საქმიანობების ტაქსონომიაში, რაც მდგრადი ინვესტიციების დასაშვები სფეროებს განმსაზღვრელი დოკუმენტია. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კამათი და წინააღმდეგობა გარემოს დამცველი ორგანიზაციებისა და მწვანე პარტიებისგან, რომელთა აზრითაც გაზის ჩართვა მწვანე ტაქსონომიაში გაზრდის სათბური აირების გაფრქვევებს და რუსეთს გაუჩენს გაზის გაზრდილი გაყიდვებით დამატებით შემოსავლებს. სინამდვილეში, უკრაინის ომის ფონზე, ეს სიახლე შეიძლება გაგებულ-იქნას როგორც ...

Read More »

ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა

ყაზახეთი მზადაა, თავისი ნახშირწყალბადების პოტენციალი მსოფლიო ბაზრებზე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, იუწყება ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური. თოყაევმა შეშფოთება გამოთქვა მსოფლიოში ენერგოუსაფრთხოების საფრთხეებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ყაზახეთი მზადაა, გამოიყენოს თავისი ნახშირწყალბადების პოტენციალი მსოფლიო და ევროპის ბაზრებზე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. თოყაევის თქმით, ქვეყანა მოწოდებულია, განავითაროს მდგრადი კავშირები ევროკავშირთან, რომელიც ყაზახეთის მთავარი და მნიშვნელოვანი სავაჭრო ...

Read More »

გერმანიაში რუსულ გაზზე უარის თქმა ტრილიონ ევროდ შეფასდა

გერმანია თანდათან რეცესიას უახლოვდება და რუსულ გაზზე უარის თქმა, მას ტრილიონი ევრო დაუჯდება, განაცხადა საფონდო ბირჟის ექსპერტმა და ეკონომისტმა იენს ერჰარდტმა Handelsblatt-თან ინტერვიუში. სპეციალისტის თქმით, გერმანია რთულ პერიოდს გადის ანტირუსული სანქციების შედეგებისა და გაზის მიწოდების შემცირების რისკის ფონზე. „მაღალი ინფლაცია, გეოპოლიტიკური კრიზისი და ვალის მაღალი დონე, ეს მაღალი ტვირთია. ჩვენ ამას გერმანიაშიც ვიგრძნობთ”, – განაცხადა მან. ერჰარდტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია და მთლიანად ევროპა რუსეთის შეზღუდვით ...

Read More »

ნიგერია მზადაა, ევროპაში გაზის დეფიციტი შეავსოს

ნიგერიის პრეზიდენტი მოჰამედ ბუჰარი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზადაა, ევროპაში გაზის დეფიციტი შეავსოს, რომელიც რუსეთი-უკრაინის ომის გამო შეიქმნა. ამის შეახებ, მან ლისაბონში, თავის პორტუგალიელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბუჰარის განცხადებით, ნიგერიის მოსახლეობა 200 მილიონს შეადგენს და მისი ძირითადი ნაწილი ახალგაზრდა თაობაა. ამასტან, ნიგერია აფრიკის კონტინენტზე თავისუფალი ვაჭრობის ზონას (AFCFTA) წარმოადგენს. ნიგერიის პრეზიდენტმა პორტუგალიას მოუწოდა, რომ მისი ქვეყანა საიმედო პარტნიორად განიხილოს, იმ ...

Read More »

ევროპაში 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა, $1 600-ს გადააჭარბა

ევროპაში, 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა, $1 600-ს გადააჭარბა, აღნიშნულს ლონდონის ბირჟის მონაცემები ადასტურებს. ნიდერლანდებში, აგვისტოს ფიუჩერსის ფასმა 1 000 კუბურ მეტრზე $1 606,5 შეადგინა. ჯამში, ვაჭრობის დაწყებიდან 1 000 კუბური მეტრი გაზის ფასი 6,5%-ით გაიზარდა. ბოლო რამდენიმე კვირაა რუსეთმა გაზის მიწოდება შეუმცირა იტალიას, გერმანიას, საფრანგეთსა და ავსტრიას. მოსკოვმა თქვა, რომ ტექნიკური პრობლემების გამო ბალტიის ზღვის ქვეშ გამავალი „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენის ...

Read More »
თურქეთმა გაზის იმპორტზე ყატართან მემორანდუმი გააფორმა

ლატვიას, ავსტრიასა და სლოვაკეთს ევროკავშირის მასშტაბით გაზის უმსხვილესი რეზერვები აქვთ

ბუნებრივი აირის სავალდებულო შენახვაზე შეთანხმების შემდგომ, ამჟამინდელი მდგომარეობით, წლიურ მოხმარებასთან შედარებით მომავალი ზამთრისთვის ევროკავშირში გაზის უმსხვილესი რეზერვები ლატვიას, სლოვაკეთსა და ავსტრიას აქვთ. ცნობისთვის, ბუნებრივი აირის სავალდებულო შენახვაზე შეთანხმებას ევროკავშირმა გასულ თვეში მიაღწია. მაგალითისთვის, ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის ოპერატორის მონაცემებით, სლოვაკეთის რეზერვები წლიური მოხმარების 36%-მდე უკვე შევსებულია. ქვეყანას შემნახველი საწყობი ჩეხეთშიც აქვს, რომელიც სლოვაკეთის სადისტრიბუციო ქსელთანაა დაკავშირებული. აღნიშნული რეზერვებით, სლოვაკეთი ბუნებრივი აირის ...

Read More »

ევროპა ენერგოკრიზისის ზღვარზე – რას უპირისპირებს დასავლეთი რუსული გაზის შემცირებას

ევროპისთვის რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება კვლავ დიდი თავის ტკივილია. წლის ბოლომდე კონტინენტზე რუსული ნავთობის იმპორტის 90%-ით, გაზის იმპორტის კი ორი მესამედით შემცირებას აპირებენ. გეგმა ამბიციურია, თუმცა საქმე უფრო რთულადაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. რუსეთი, რომელიც მსოფლიოში გაზის მარაგებით პირველია, ბუნებრივ აირს პოლიტიკურ იარაღად იყენებს. სანქციებზე საპასუხოდ, მან უკვე 60%-ით შეამცირა ბუნებრივი აირის მიწოდება მილსადენ Nord Stream 1-ით, რომელიც გერმანიისა და სხვა ...

Read More »

ზელენსკი: ევროპაში რუსული გაზის ნაწილი შეიძლება უკრაინულმა ელექტროენერგიამ ჩაანაცვლოს

უკრაინა ემზადება ევროკავშირისთვის ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდისთვის. ამის შესახებ 30 ივნისს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ საღამოს ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. “დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, უკრაინამ დაიწყო ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ექსპორტი ევროკავშირში, რუმინეთში. და ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. ჩვენ ვემზადებით მიწოდების გაზრდისთვის. უკრაინულმა ელექტროენერგიამ ევროპელების მიერ მოხმარებული რუსული გაზის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება ჩაანაცვლოს. ანუ ეს ჩვენთვის არ არის მხოლოდ ...

Read More »