Tag Archives: #ნავთობი

ევროკავშირის გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ნავთობი წარმოუდგენელ ნიშნულამდე გააძვიროს

ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებს. რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხს ბალტიის ქვეყნები კერძოდ, კი ლიეტუვა აყენებს, როგორც ომის თანმხვედრ ლოგიკურ ნაბიჯს. ამას უკვე მოჰყვა დაძაბულობა საერთაშორისო ბირჟებზე და ნავთობის ღირებულებამ ერთ დღეში 115 დოლარს მიაღწია, თუმცა გაცილებით უარესი კიდევ წინ იქნება, თუკი ევროპა პრინციპულობას გამოიჩენს. ამას გარდა, ევროგაერთიანება რუსეთისთვის სანქციების მე-5 პაკეტზე მუშაობს. პარალელურად, მიმდინარე კვირაში ბრიუსელში აშშ-ს ...

Read More »

ფრანგული TOTALENERGIES წლის ბოლომდე რუსული ნავთობის შესყიდვას შეწყვეტს

ფრანგული ენერგეტიკული გიგანტი TotalEnergies წლის ბოლომდე რუსული ნავთობის შესყიდვას შეწყვეტს, თუმცა უარს არ ამბობს რუსული ბუნებრივი აირის იმპორტზე. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებას CNN აქვეყნებს. “უკრაინაში ვითარების გაუარესების და ევროპისთვის მიწოდების ალტერნატიული წყაროების არსებობის გათვალისწინებით, TotalEnergies-მა ცალმხრივად გადაწყვიტა არ დადოს ან განაახლოს რაიმე კონტრაქტი რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვის შესახებ, რათა შეაჩეროს რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ყველანაირი შესყიდვა. ეს უნდა მოხდეს ...

Read More »
სახელმწიფო კომპანიებისგან საწვავს 1.33–დან 1,47 ლარამდე ფასად შეიძენს

რა ღირს საწვავი საქართველოს სამეზობლოში და მსოფლიოში?

ბენზინის საშუალო ფასი მთელ მსოფლიოში არის 1.33 აშშ დოლარი ლიტრზე. თუმცა, ქვეყნებს შორის ამ ფასებში არსებითი განსხვავებაა. როგორც წესი, მდიდარ ქვეყნებს უფრო მაღალი ფასები აქვთ, ხოლო ღარიბ ქვეყნებსა და ნავთობის მწარმოებელ და ექსპორტირებულ ქვეყნებს მნიშვნელოვნად დაბალი ფასები. ქვეყნებში ფასების სხვაობა გამოწვეულია ბენზინის სხვადასხვა გადასახადებით და სუბსიდირებით. საქართველოში საწვავის ფასი მაქსიმუმზეა, ბენზინგასამართ სადგურებში მისულ მძღოლებს 1 ლიტრი დიზელის შესაძენად 4 ლარზე ...

Read More »

ნავთობის ფასმა $120-ს გადააჭარბა

2022 წლის 23 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  120.58 (+4.98)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  113.72 (+4.71)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთ თვეში ბენზინი 17%-ით და დიზელი 43%-ით გაძვირდა

საწვავზე ფასების რეკორდულად ზრდის პარალელურად, საქართველოში დიზელის ფასმა ბენზინისას გადააჭარბა, რაც იშვიათი მოვლენაა. ამის მიზეზი მსოფლიო ტრენდია. რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთ თვეში 1 ტონა (1300 ლიტრი) ბენზინის ფასი 17%-ით $917-დან $1072-მდე, ხოლო დიზელის 43%-ით $824-დან $1181-მდე გაიზარდა. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა კომერსანტთან საუბარში განმარტა დიზელზე ფასების სწრაფი ზრდა ომამდეც შეინიშნებოდა, ომის შემდეგ კი პროცესი დაჩქარდა. ვანო მთვრალაშვილის ...

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

საქართველოში ეკოსაწვავი 4.19 ლარი, პრემიუმი კი 3.85 ლარი გახდა

რუსეთ-უკრაინის ომის  პარარელურად, ბოლო კვირების განმავლობაში მსოფლიოში საწვავის ფასი იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ  2022 წლის 22 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა, ის მაინც მაღალ ნიშნულზე რჩება. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  115.48  (-  0,14)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ...

Read More »

საწვავის ფასმა საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა

საწვავის გაძვირების გამო საგაზაფხულო სამუშაოების შესრულება მოსახლეობის დიდ ნაწილს გაუჭირდება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ დარგი დიდწილად სუბსიდირებული უნდა გახდეს, რათა ხალხს ხარჯი შეუმსუბუქდეს. როგორც აგროექსპერტი პაატა აროშიძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის ყველა პროგრამა უნდა ჩაირთოს, მათ შორის, ვაუჩერის მექანიზმი და საწვავის სუბსიდირება, რის გარეშეც ხვნა-თესვით სამუშაოებს გლეხების უმეტესობა ვერ გაუმკლავდება. ,,საგაზაფხულო პერიოდი კარს მოგვადგა. სუბსიდირება ვაუჩერული სისტემის გამოყენება, ხვნა-თესვის პროგრამების ...

Read More »

მსოფლიოს უამრავი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ნავთობის სიძვირის გამო, დიდი პრობლემების წინაშეა

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საწვავის იმპორტი 14,9%-ით გაიზარდა. ცვლილება გამოწვეულია ეკონომიკის ზრდის ტენდენციით, ვინაიდან პანდემიური პერიოდის გამო ეკონომიკები დიდწილად შემცირებული იყო და შემდგომი პერიოდის ზრდა როგორც იმპორტზე, ასევე ნავთობპროდუქტების მოხმარებაზეც დადებითად აისახა. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა სიტუაცია რადიკალურად შეცვალა და გლობალური ბაზრები ახალი მოცემულობის წინაშე დააყენა. ახლა ფასების ზრდა შეუქცევადი პროცესია და მსოფლიოს უამრავ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ...

Read More »

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსულ ენერგორესურსებს უნდა ჩავეხსნათ, რადგან ამ თანხით პუტინი ომს აფინანსებს

რუსულ ენერგორესურსებს უნდა ჩავეხსნათ. ჩვენ ინტერესშია, რომ გავწყვიტოთ ეს კავშირი რუსეთთან, რადგან ამ თანხით პუტინი ომს აფინანსებს, – ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან კორჩოკმა განაცხადა. მისი თქმით, სლოვაკეთი 100 %ით დამოკიდებულია რუსულ ნავთობზე. „პოლიტიკური თვალსაზრისით ეჭვი არ არის, რომ რუსულ ენერგორესურსებს უნდა ჩავეხსნათ. მსჯელობა დღეს გადავიდა ამ იდეის განხორციელების გზებზე. ერთ ღამეში ამის გაკეთება შეუძლებელია, რადგან 15 წლის ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის 21 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  115.06 (-0.62)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  111.50 (-0.07)  დოლარი/ბარელზე.

Read More »