Tag Archives: #რუსეთი

კრემლი აღიარებს, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის ამუშავება “ჯერჯერობით შეუძლებელია”

პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა აღიარა, რომ შექმნილ ვითარებაში გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამოქმედება შეუძლებელია. „ისტერიკული რეალობა ჯერჯერობით შეუძლებელს ხდის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაშვებას, მაგრამ პროექტის ინფრასტრუქტურა მზად არის და არსად წავა“, – განუცხადა დღეს, 2 მარტს, მოსკოვში ჟურნალისტებს პესკოვმა. ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. პუტინის პრესმდივნის თქმით, ჯანსაღი აზრი და ეკონომიკური მიზანშეწონილობა მიუთითებს, რომ გაზსადენი სწრაფად უნდა ამუშავდეს. ევროპაში რუსული გაზსადენის ...

Read More »

რა უნდა ვიცოდეთ დასავლეთის და რუსული გაზის შესახებ

მოსკოვის უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგ, რუსეთსა და დასავლეთს შორის გეოპოლიტიკური ნაპრალი დრამატულად – შესაძლოა შეუქცევადად – გაღრმავდა. მაგრამ ერთი საკითხი მათ ჯერ კიდევ აკავშირებს, ყოველ შემთხვევაში ამ დროისთვის, ეს ენერგომატარებლებია. რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ევროკავშირის მთავარი გაზის მიმწოდებელი იყო. 2021 წლის პირველი კვარტალისთვის, ევროკავშირში იმპოერტირებული ბუნებრივი გაზის თითქმის ნახევარი რუსეთზე მოდიოდა. ჩრდილოეთის ნაკადი 2 „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არის 11 მილიარდი ...

Read More »

რუსეთში ნავთობისა და გაზის შესყიდვები არ მოხდება! უკრაინის შსს-ს მინისტრის მოადგილე

უკრაინის შსს მინისტრის მოადგილე, ანტონ გერაშენკო სოციალურ ქსლში, თავის ოფიციალურ გვერდზე წერს: „ვლადიმერ ზელენსკის ევროსაბჭოში გამოსვლის შემდეგ, პუტინის რეჟიმი სრულ ეკონომიკურ იზოლაციაში იქნება!რუსეთში ნავთობისა და გაზის შესყიდვები არ მოხდება!დაე, პუტინი ამოიხრჩოს მათში!არ მოხდება ტექნიკისა და სამხედრო აღჭურვილობის, სათადარიგო ნაწილებისა და სახარჯო მასალების მიწოდება!ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა აეკრძალა ომის დასრულებამდე ან და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენამდე!“

Read More »

რუსული ნავთობი ტოქსიკური ხდება

უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო სანქციების შესაძლო გამკაცრების ფონზე, რუსული ნავთობკომპანიები ნავთობის გაყიდვისას მნიშვნელოვან სირთულეებს წააწყდნენ. ამრიგად, რიგმა ტრეიდერებმა უკვე შეამცირეს შესყიდვები, ხოლო აშშ-სა და ევროკავშირის განზრახვა, გათიშონ რუსული საბანკო სისტემის უმეტესი ნაწილი SWIFT-ისგან, აძლიერებს პანიკას. გარდა ამისა, გემთმფლობელები მკვეთრად ზრდიან რუსეთის ფედერაციის პორტებში მოძრავი ტანკერების ჩარტერირების ტარიფებს. თავის მხრივ, რუსული ნავთობის მყიდველები სულ უფრო და უფრო მეტად აწყდებიან პრობლემებს მისი გაყიდვისას, ...

Read More »
საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

ევროკავშირი შემდეგ ზამთარს რუსული გაზის გარეშეც გადაიტანს

ევროკავშირს შეუძლია შემდეგ ზამთარს რუსული გაზის იმპორტის გარეშე შეხვდეს, თანაც ისე, რომ თავიდან აირიდოს ეკონომიკური ზარალი – აჩვენებს ბელგიური ორგანიზაციის, Bruegel-ის კვლევა. 27 სახელმწიფოსგან შემდგარ ბლოკს მოთხოვნის 10-15%-იანი შეკვეცა მოუწევს, თუკი რუსეთი გაზის მიწოდებას შეაჩერებს იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა სადაც ახლა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ევროპისთვის რუსული გაზის სატრანზიტო ქვეყანაა. კვლევის თანახმადვე, თუ რუსული ნავთობგიგანტი Gazprom, რომლის აქციებზე ფასი ამ დროისთვის მკვეთრად ...

Read More »
„გაზპრომმა“ რუსეთის ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსი "როსნეფტს" დაუთმო

Gazprom -50%, Rosneft – 46% – ლონდონის ბირჟაზე რუსული კომპანიების აქციები უფასურდება

ლონდონის საფონდო ბირჟაზე რუსული კომპანიების აქციების კოლაფსმა 50% შეადგინა. წამყვანი კომპანიების აქციების ფასის კლება შემდეგია: Novatek -54%; Rosneft -45,5%; X5 Group -36,3%; Surgutneftegaz -19%; Evraz -18%; Polyus -17%. რუსეთის სახელმწიფო ბანკის, Sberbank-ის აქციების ფასი 75%-ით დაეცა და $1-ის ფარგლებში ივაჭრება, რაც აქამდე ყველაზე დაბალი დონეა. მნიშვნელოვნადაა შემცირებული რუსეთის ენერგეტიკული გიგანტის Gazprom-ის აქციების ფასიც, კლება 50%-ზე მეტია და კომპანიის 1 აქცია ლონდონის ბირჟაზე 2.65 ...

Read More »

კრიპტოვალუტის ბირჟამ Qmall რუსული ექაუნთები დაბლოკა და აქტივები გაყინა

კრიპტოვალუტის ბირჟამ Qmall რუსული ექაუნთები დაბლოკა და აქტივები გაყინა. სავაჭრო პლატფორმამ გადაწყვიტა, რომ რუსეთისა და ბელორუსიის მოქალაქეებს აღარ მოემსახუროს. ამის მიზეზად კი, უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია დაასახელა. კრიპტოვალუტის ბირჟამ Qmall შესაბამისი განცხადება “ტვიტერზე” გამოაქვეყნა.

Read More »

უკრაინის მთავრობა რუსი პოლიტიკოსების კრიპტო ინფორმაციას ითხოვს

უკრაინის მთავრობა რუსი და ბელორუსი პოლიტიკოსების კრიპტო საფულეებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას ითხოვს. ვიცე-პრემიერმა მიხაილო ფედოროვმა შაბათს ტვიტერზე დაწერა, რომ უკრაინის კრიპტო საზოგადოება დააჯილდოებს მათ, ვინც ამ ინფორმაციას მიაწვდის. მთავრობამ უკვე გამოიყენა Twitter-ი კრიპტო შემოწირულებების მოსაძიებლად და ჰაკერების ონლაინ ფორუმებზე გამოაქვეყნა, რომ კიბერშეტევებისგან დასაცავად დახმარება სჭირდება. უკრაინელი იურისტის, არტემ აფიანის თქმით, რომელიც ამ ძალისხმევას ხელმძღვანელობს, პოლიტიკოსების კრიპტო საფულის ინფორმაციისთვის ჯილდოები კერძო ...

Read More »

რუსეთმა ნავთობის საცავი ააფეთქა – ვასილკოვის მერი

უკრაინის ქალაქ ვასილკოვის მერის თქმით, რუსეთმა ნავთობის საცავი ააფეთქა. ინფორმაციას ამის შესახებ Unian წერს. ადგილობრივი მედიის გავრცელებულ ვიდეოკადრებში ძლიერი ხანძარი ჩანს: „ხედავთ რაც ხდება, ხედავთ ცეცხლს. სამწუხაროდ, ნავთობის საცავი იწვის“ – ამბობს ქალაქის მერი ნატალია ბალშინოვიჩი. ქალაქი კიევის ოლქს ეკუთვნის. ის დედაქალაქიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.

Read More »
“ნაფტოგაზი” "გაზპრომისგან" გაზს აღარ იყიდის

თემურ გოჩიტაშვილი: ციფრები აჩვენებს, ვინ უფრო დაზარალდება რუსული გაზის არ მიწოდებით

ექსპერტი ენერგეტიკულ საკითხებში თემურ გოჩიტაშვილი აცხადებს, რომ რუსეთისთვის ევროპაში გაზის ექსპორტით მიღებული შემოსავალი ბიუჯეტის 11%-ია. ევროკავშირის კონსოლიდირებული მშპ 17 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ფასი, რასაც რუსულ გაზში იხდის, შეადგენს 0.18%-ს. ეს ციფრები კი აჩვენებს, ვინ უფრო მეტად დაზარალდება, რუსული გაზის არ მიწოდებით. „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საშუალოდ, რუსეთიდან ევროპა იღებდა 150-160 მლრდ კუბურ მეტრ გაზს. თუ ამ 5 წლის საშუალო ფასსაც ...

Read More »