Tag Archives: #ნავთობი

ენერგეტიკის საერთაშორისო ადმინისტრაციის განცხადების შედეგად ნავთობი ძვირდება

თურქეთში ნავთობის მარაგი აღმოაჩინეს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინფორმაციით, გაბარის მთის რაიონში ნავთობის დიდი მარაგი აღმოაჩინეს. არსებული მონაცემებით, ნედლი ნავთობის სუფთა მარაგი 150 მილიონ ბარელს შეადგენს. აღმოჩენილი ნავთობის მარაგის ღირებულება $12 მილიარდს შეადგენს.

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

მ/წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2022 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 19,61 ათასი ტონა, რაც 2,49 ათასი ტონით ანუ 14,5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (17,12 ათასი ტონა) შედარებით. მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში  საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 4,02 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 20,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი – 3,62 ათასი ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა, თუმცა კვლავაც $80-ზე ქვემოთ რჩება

2022 წლის 12 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  78.39 (+2.29)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.76 (+2.74)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რომელი ქვეყნები ყიდულობენ რუსეთისგან ნედლ ნავთობს

უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საზღვაო ნავთობის ექსპორტი რუსეთიდან ინდოეთში 14-ჯერ გაიზარდა ხოლო ჩინეთში 1,6-ჯერ. სააგენტო Anadolu მონაცემებს ლონდონში დაფუძნებულ (რეალურ დროში მონაცემთა თვალთვალის კომპანია) Vortexa-ზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ნედლი ნავთობის გადაზიდვის მარშრუტი თანდათან შეიცვალა. თუ გასულ წელს ინდოეთს რუსეთიდან დღეში მაქსიმუმ 35 000 ბარელი ნედლი ნავთობი შემოჰქონდა, მაშინ იანვარ-თებერვალში შესყიდვები პრაქტიკულად გაქრა. რუსული ნავთობი ფასდაკლებით გაყიდვის ...

Read More »

თურქეთის სრუტეებთან ნავთობის ტანკერების გადაადგილება კვლავ შეზღუდულია, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეალიზაციას ხელს უშლის

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, თურქეთის სრუტეებთან ნავთობის ტანკერების გადაადგილება კვლავაც შეზღუდულია, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეალიზაციას უშლის ხელს. როგორც „როიტერი“ წერს, თურქეთის საზღვაო უწყებამ განაცხადა, რომ არ დაუშვებს თურქეთის ტერიტორიულ წყლებში ნავთობმზიდ გემებს, რომელთა ეკიპაჟიც ვერ წარმოადგენს სადაზღვევო კომპანიების წერილობით გარანტიას. ამ წერილის წარდგენის სავალდებულო წესი თურქეთში თვის დასაწყისიდან ამოქმედდა. თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანიებში აცხადებენ, რომ თურქეთის მიერ მოთხოვნილ დოკუმენტებს ვერ წარადგენენ, ...

Read More »

პუტინი ნავთობმოპოვების შემცირებით იმუქრება

რუსეთის მთავრობა ევროკავშირის ზღვრული ფასების საპასუხოდ ნავთობმოპოვების შემცირებას განიხილავს. ამის შესახებ პუტინმა ბიშკეკში ვიზიტის დროს განაცხადა, რასაც „ტასი“ ავრცელებს. „საჭირო შემთხვევაში წარმოების შემცირების შესაძლებლობას განვიხილავთ. ჩვენ OPEC+-თან წარმოების ოდენოაზე შეთანხმება გვაქვს და ვიფიქრებთ, თუ რა შევცვალოთ,“ – აცხადებს პუტინი. ის ხაზგასმით აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და რუსეთი ამჟამად რეაგირების ვარიანტებს განიხილავს, ხოლო შესაბამისი ბრძანებულება, პუტინის თქმით, ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,26 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 78,07 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

პუტინი: “რუსეთი არ მიჰყიდის ნავთობს იმ ქვეყნებს, რომლებმაც მასზე ზღვრული ფასი დაადგინეს”

რუსეთი არ მიჰყიდის ნავთობს არამეგობრულ ქვეყნებს, რომლებიც მასზე ზღვრულ ფასს ადგენენ, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა. 5 დეკემბერს დასავლეთის ნავთობის სანქციები შევიდა ძალაში, რომლის მიხედვით ევროკავშირმა შეწყვიტა საზღვაო ტრანსპორტით რუსული ნავთობის მიღება, ხოლო G7-ის ქვეყნებმა, ავსტრალიამ და ევროკავშირმა საზღვაო ტრანსპორტისთვის ზღვრული ფასი დააწესეს, ბარელზე 60 დოლარის ოდენობით. „რაც შეეხება ჩვენს რეაქციას, როგორც უკვე ვთქვი, უბრალოდ, არ გავყიდით იმ ქვეყნებში, ...

Read More »

პუტინი: “რუსეთი ნავთობზე ზღვრული ფასის დადგენას სულ მალე უპასუხებს”

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთის მიერ რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის დაწესებას მოსკოვი უახლოეს დროში უპასუხებს. მისი თქმით,„კონკრეტული ნაბიჯები გაწერილი იქნება რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებაში, რომელიც უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება“. პუტინმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ნავთობს არ მიჰყიდის იმ ქვეყნებს, რომლებიც “ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ”. მისი თქმით, ფასის ლიმიტის შემოღებიდან რუსეთის “არცერთ შემთხვევაში არ დაზარალდება”. რუსეთის მეთაურის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანა ...

Read More »

ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა

2022 წლის 9 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  76.32 (+0.17)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71.83 (+0.44)  დოლარი/ბარელზე.

Read More »